DECLARÉ-ის 3 პროდუქტი მგრძნობიარე კანისთვის

15.02.2025

DECLARÉ – შვეიცარიული კომპანიაა, რომელმაც 1978 წელს პირველად შეიმუშავა კოსმეტიკური საშუალებების ხაზი, რომელიც  მიმართული იქნებოდა უშუალოდ  მგრძნობიარე კანის მოვლაზე. ტრადიციის და ინოვაციის სინთეზი, კომპანიის მთავარი კონცეპციაა. როდესაც კომპანიას მსგავსი ღირებულებები ახასიათებს, მისი წარმატება გარანტირებულია. „დექლარ“-ის თითოეული პროდუქტი ტესტირებული და რეკომენდებულია წამყვანი დერმატოლოგების მიერ. ის არ გადის ტესტირებას ცხოველებზე, ამიტომ სრულად ვეგანურია. ამჯერად სამ პროდუქტებზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას:

Declare. სახის კრემი hydrobalance 50 მლ

„დექლარ“-ის ინტენსიურად დამატენიანებელი კრემი Ocean’s Best ოკეანის მაცოცხლებელი ძალით, ებრძვის სტრესს და დაღლილობას. მას 24 საათიანი დამატენიანებელი მოქმედება გააჩნია. პროდუქტის შემადგენლობაში შედის: SRC კომპლექსი, წყალმცენარეების ექსტრაქტი, ჰიალურონის მჟავა, ჟოჟობას ექსტრაქტი, ვიტამინი E. განკუთვნილია ყველა ტიპის მგრძნობარე კანისთვის. დამზადებულია შვეიცარიაში.

DECLARÉ. სახის BB კრემი SPF30 hydrobalance 50 მლ

„დექლარ“-ის BB კრემი SPF30 მატირების ეფექტით, საიმედოდ იცავს კანს გარემოს მავნე ფაქტორებისგან. აძლიერებს კანის ბარიერულ თვისებებს და ინტენსიურად ატენიანებს მას. „დექლარ“-ის კრემი სახეს თანაბარ ბუნებრივ ფერს ანიჭებს.

პროდუქტის შემადგენლობაში შედის: SRC კომპლექსი, წყალმცენარეების ექსტრაქტი, UVB ფილტრები. განკუთვნილია ყველა ტიპის მგრძნობიარე კანისთვის. წარმოებულია შვეიცარიაში.

DECLARÉ. სახის გამწმენდი გელი მგრძნობიარე კანისთვის

საფუძვლიანად წმენდს კანს და აშორებს ზედმეტ ცხიმს.არ აშრობს კანს, არ არღვევს ph ბალანსს. აქვს ანთების საწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელი მოქმედება. უზრუნველყოფს ქსოვილების რეგენერაციას, სისუფთავის და სიახლის შეგრძნებას.

მოქმედი ინგრედიენტები:

  • SRC კომპლექსი
  • ცაცხვის კვირტის ექსტრაქტი
  • პანთენოლი
  • ვიტამინი E

გამოიყენება სახეზე და თვალზე მაკიაჟის მოსაცილებლად. განკუთვნილია ყველა ტიპის მგრძნობიარე კანისთვის.

AVERSI

Scroll To Top