MISSHA

15.02.2022

თებერვალი – სიყვარულის თვეა. მიუხედავად იმისა, გჯერა თუ არა კონკრეტული დღის და მასთან დაკავშირებული სასწაულების, სასიამოვნო შეგრძნებებით ივსები, როცა ფიქრობ, რომ მალე გაზაფხული მოვა. საკუთარ თავზე ზრუნვა სასარგებლო აუცილებლობას წარმოადგენს. ფაქტობრივად ეს არის ამომავალი წერტილი სხვების სიყვარულის, ამიტომ ის რაც ცივი ზამთრის მიწურულს ნამდვილად არ უნდა მოიკლოთ – მცირე,  მაგრამ სასიამოვნო რიტუალებია!

ბრენდი MISSHA 20 წელიზე მეტია, რაც დახლებზე გამოჩნდა და კორეული კოსმეტიკური ინდუსტრიის ნამდვილ ლიდერად იქცა. 10 მილიონზე მეტი მომხარებლის უკუკავშირისა და გამოცდილების გაზიარებაზე დაყრდნობით კომპანია მუდმივად არის იქ, სადაც მისი მომხარებლების საჭიროებაა. სწორედ ამიტომ, „მისშა“-ს აქვს გადაწყვეტილება თქვენი კანის ნებისმიერი პრობლემისთვის!

რამდენიმე სიტყვით, ფორმულების ბენეფიტებსაც უნდა შევეხოთ: ინგრედიენტების დამუშავების ინოვაციური ტექნოლოგია ზრდის მათი აბსორბაციის დონეს, რაც ეფექტის თვალსაჩინებას უწყობს ხელს. ასევე, კომპანია აქტიურად აწარმოებს ლაბორატორიულ კვლევებს და ხვეწს საკუთარ პროდუქციას, რომელიც 2020 წლის მონაცემებით მსოფლიოს 30 000-მდე ლოკაციაზეა წარმოდგენილი.

დღეს ყველასთვის საინტერესო თემაზე, სხეულის მოვლაზე უნდა ვისაუბროთ, რაც განსაკუთრებით აქტუალური ზამთრის ცივი ამინდების შემდეგ ხდება. იცოდით, რომ ტემპერატურის ვარდნასთან ერთად, ჩვენი ორგანიზმი ამცირებს ცხიმისა და ოფლის გამოყოფას, 5 გრადუსზე კი ფაქტობრივად წყვეტს მის სეკრეციას? ეს ბუნებრივი დამცველობითი მექანიზმია, თუმცა უარყოფითად აისახება კანის ელასტიურობასა და ტენიანობის დონეზე. სწორედ ამიტომ, კაბებისა და ღია ტანსაცმლის სეზონამდე მომზადება ადრეული გაზაფხულიდან უნდა დავიწყოთ. #ამარტაგირჩევთ

Dare Body – Body wash 

სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით ფაქტით, რომ არადერმატოლოგიურ ხაზშიც შეიძლება აღმოაჩინოთ დაბალი pH მქონე შხაპის გელი. ეს ნიშნავს იმას, რომ შხაპის მიღებისას თქვენი ორგანიზმის ბუნებრივი მჟავა-ტუტოვანი ბალანსი არ დაირღვევა, შესაბამისად, სააბაზანოდან გამოსვლის შემდგომ არ იგრძნობთ კანის სიმშრალესა და დაჭიმულობისგან გამოწვეულ დისკომფორტს. დამატენიანებელი კომპონენტებით გაჯერებული პროდუქტი ნაზად აშორებს სხეულს ჭუჭყს და უნარჩუნებს მას ბუნებრივრივი ცხიმების ბალანსს. გლიცერინისა და პანტენოლის შემცველობის ფორმულა ამშვიდებს და აძლიერებს კანის დამცავ ბარიერს, რაც იდეალურად ამზადებს სხეულს რუტინის შემდგომი ნაბიჯებისთვის. 

ARE BODY LOTION [FLOWER MARKET]

შემდეგი ნაბიჯი კი, რა თქმა უნდა – დატენიანებაა. Dare Body ხაზის ლოსიონი ერთი შეხებით მოიყვანს გაზაფხულს თქვენს ქუჩაზე. აღმოჩნდა, რომ კორეელები არა მხოლოდ პროდუქტის ტექსტურით გამოწვეულ შეგრძნებებს, არამედ ყნოსვას და მასთან დაკავშირებულ დადებით ემოციებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. სწორედ ამიტომ, „მისშა“-მ კომპანიის ფარგლებში ჩამოაყალიბა FRAGNANCE DEVELOPMENT TEAM, რომელიც პროდუქტების უნიკალურ, სასიამოვნო და მდიდარ სურნელზე ზრუნავს. კონკრეტული ეს პროდუქტი მოგაგონებთ მრავალფეროვანი ყვავილების თაიგულს, რომელიც ასე უხდება გაზაფხულს. ფორმულა მსუყე დამატენიანებელი კომპონენტებითაა წარმოდგენილი. შემადგენლობაშია ნატურალურ ინგრედიენტებს შორის გამორჩეულად ეფექტური შიის კარაქი, ასევე  აზიური ცენტელას ექსტრაქტი, კერამიდები და დამასკის ვარდის წყალიც კი, რომელიც იდეალურად ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს. პროდუქტი არ ტოვებს წებოვნების შეგრძნებას.

Missha Dare Body Moisturizing Lotion [Love Begins]

რადგან სიყვარულის თვე ვახსენეთ, შეუძლებელია უყურადღებოდ დავტოვოთ „მისშა“-ს ‘სიყვარულის საწყისი’ ლოსიონი. როგორც მომხარებელთა უმრავლესობა აღნიშნავს, გარდა იმისა, რომ პროდუქტი ნებისმიერი ტიპის, მათ შორის დეჰიდრირებული კანისთვისაც არის განკუთვნილი და იდეალურად ართმევს თავს დაკისრებულ ფუნქციას, გამოყენების შემდეგ საოცრად ამაღლებს განწყობასაც! გრეიპფრუტისა და ატმის სასიამოვნო სურნელი დიდი ხნის განმავლობაში რჩება სხეულზე და ახანგრძლივებს სასიამოვნო შეგრძნებების კასკადს. 

MISSHA Dare Body Hand Cream

და ბოლოს, პანდემიური რეალობისა თუ ზამთრის ცივი სეზონის ნამდვილი ჰიტი, რა თქმა უნდა – ხელის კრემია. სანიტაიზერების განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით მოხმარების, ხშირი დაბანვის, ცივი კლიმატის პირობებში ხელის ნაზი კანი განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს. პრაქტიკული, მცირე ზომის შეფუთვები იდეალური გადაწყვეტილებაა ჩანთით სატარებლად.  შიის კარაქითა და გლიცერინით დაკომპლექტებული ფორმულები სხვადასხვა არომატით არის წარმოდგენილი, შესაბამისად, ნებისმიერი გემოვნების მომხარებლის დაკმაყოფილებას შეძლებს. 

როგორც სტატიის დასაწყისში ერთხელ უკვე აღვნიშნეთ, ყველანაირი სიყვარულის საწყისი საკუთარ თავზე ზრუნვა უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, თუ როგორ ესაუბრები სილუეტს სარკეში, როგორ ცდილობ მის განებივრებას, რამდენად გესმის მისი საჭიროებები ან საერთოდ, ცდილობ თუ არა მოუსმინო მაშინ, როცა არც ლაპარაკობს. გაზაფხული – რაღაც ახლის, შთამბეჭდავის იმედისმომცემი დასაწყისია. დაიწყეთ სეზონი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის, საკუთარი თავის სიყვარულით, აჩუქეთ მას პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ზრუნვის რიტუალები.

PSP.GE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top