DANIEL ARSHAMI-ს სკულპტურული ნიჟარა

15.12.2021

ლონგ აილენდზე მისი სახლის ირგვლივ დაგროვილი ქვებით შთაგონებულმა ამერიკელმა ხელოვანმა დანიელ არშამმა (Daniel Arsham), კომპანია Kohler-ის ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით ნიჟარა შექმნა, რომელიც შეზღუდული რაოდენობით გამოიცა.

ცნობილი მულტიდისციპლინარული ხელოვანისთვის, (რომელიც „ამარტა“-ს 2017 წლის ზაფხულის გამოცემის ექსკლუზიური სტუმარი იყო: https://amartamagazine.com/en/magazine/#summer2017page106)

ე.წ. კოლაბორაციები უცხო არ არის. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მან რამდენიმე ცნობილ კომპანიასთან ითანამშრომლა: Pokémon-თან, Porsche-სთან და Tiffany & Co-სთან; ხოლო მისი 3D-ში შექმნილი ნიჟარა, რომელიც მან კომპანია Kohler-თან ერთად გამოუშვა,  წლევანდელ Design Miami-ზე გამოჩნდება. ნამუშევარს Rock.01 ეწოდა.

იდეა გაჩნდა პანდემიის პირველ თვეებში, როდესაც მხატვარი შემოიფარგლებოდა ლონგ აილენდის სახლში ყოფნით და ექსპერიმენტებს ატარებდა მხოლოდ იმაზე, რაც მის გარშემო იყო – კლდეები, ქვები და მისი შვილის საძერწი მოწყობილობები.

„Rock.01 აერთიანებს 3D ბეჭდვის ტექნოლოგიის მომავალს ხელით ჩამოსხმული სპილენძის ყველაზე საბაზისო მეთოდებთან“, ამბობს არშამი. „ეს ფაქტიურად ძველზე ნაშენი სიახლეა და მე ეს წარმოუდგენლად პოეტურად მიმაჩნია.”

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top