სრულფასოვანი დაცვა მზისგან

27.05.2022

მილიონ წელზე მეტია დედამიწა ჭარბად იღებს მზის სხივების აბაზანებს, მაგრამ საინტერესოა, როდის გადაწყვიტა ადამიანმა მისგან თავის დაცვა?!  ქრ.შ-მდე 3100 წელს სილამაზისა და ესთეტიკის მაძიებელმა და მადიდებელმა ეგვიპტელებმა ბრინჯისა თუ ჟასმინის ექსტრაქტებით დაიწყეს SPF-ის წინამორბედის დამზადება. შემდეგ იყო სხვა უძველესი ცივილიზაციები, მათ შორის ბერძნული თავის ზეითუნის ზეთით და ბევრი შეცდომა, რომელმაც ჰომო საპიენსი მართლაც გონიერ ადამიანად აქცია მზისგან დაცვის მიმართულებით. 1801 წელს იოჰან რიტერმა ულტრაიისფერი სხივები აღმოაჩინა, 1900-იანი წლებიდან კი მას-მარკეტზე UV დამბლოკავი პროდუქტები ჩნდება. მოკლედ, საუკუნეზე მეტია, რაც SPF-ის გარშემო ცნობიერება მაღლდება, ფორმულები იხვეწება და დახლებზე სულ უფრო მეტი პროდუქტი ჩნდება, ამიტომ, თუ მის გამოსაყენებლად ნიშანს ელით – დაე ეს სტატია იყოს საწყისი. #ამარტაგირჩევთ

ფრანგული ბრენდი „ბიოდერმა“  Photoderm გამაში აერთიანებს მზისგან დამცავებს ბავშვებისთვის, ზრდასრულებისთვის, მგრძნობიარე, აკნესკენ და ჰიპერპიგმენტაციისკენ მიდრეკილი თუ ალერგიული კანის მქონე ადამიანებისთვის. გარდა ამისა, აღნიშნულ ხაზში წარმოდგენილია მზის აბაზანების შემდგომ გამოსაყენებელი და შეფერილი პროდუქტები. 

Bioderma – ბიოდერმა Photoderm მზისგან დამცავი AR SPF50+

სიწითლისკენ მიდრეკილი კანის მქონე ადამიანებისთვის მზის სხივები სერიოზულ ტრიგერს, ანუ გამაღიზიანებელ ფაქტორს წარმოადგენს, შესაბამისად, აუცილებელია მათგან ჯეროვანი დაცვა. ფოტოდერმის, AR SPF50+

შეიცავს დაპატენტებულ,  როზაქტივ ფორმულას, რომელიც ებრძვის მცირე ზომის კაპილარებს, ამშვიდებს, არბილებს და ერთგვაროვანს ხდის კანს. საცხი შეფერილია ღია, ბუნებრივ ტონალობაში. 

Bioderma – ბიოდერმა მზისგან დამცავი სტიკი MAX SPF50+ 9053

პროდუქტი უზრუნველყოფს ძალიან მაღალ UVA/UVB დაცვას, ატენიანებს კანს 8 საათის მანძილზე და იცავს მას ოქსიდაციური სტრესისგან, რაშიც მთავარი წვლილი ანტიოქსიდანტ ვიტამინ E-ს მაღალ შემცველობას მიუძღვის. პროდუქტი არაკომოდოგენურია, ამიტომ რეკომენდებულია აკნესკენ მიდრეკილი კანისთვისაც კი. არის სასიამოვნოდ მსუბუქი ტექსტურის და გამოყენების შემდეგ არ ტოვებს წებოვნების შეგრძნებას. რატომ სტიკი?  ეს პროდუქტის ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი ფორმაა. ის თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ თვალის უპეებისა და ტუჩების არეზე, ასევე განიახლოთ დღის მანძილზე, თუნდაც ქუჩაში გადაადგილებისას. 

Bioderma – ბიოდერმა Photoderm მზისგან დამცავი ნეიტრალური SPF50+ 

ფლუიდი – ეს საცხსა და გელს შორის არსებული ფორმაა, რაც ერთის მხრივ, მსუბუქ სტრუქტურას, მეორეს მხრივ, ძლიერ მოქმედებას განაპირობებს. პროდუქტი იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის, განსაკუთრებით კი კომბინირებული და ცხიმიანი კანის მქონე ადამიანებისთვის. დაპატენტებული ფორმულა Cellular Bioprotection™ აძლიერებს კანის დამცავ ბარიერს, იცავს მას მზის ალერგიის, დამწვრობისა თუ ნაადრევი დაბერებისგან. აქვაფლუიდის შემადგენელი 3 სახეობის პუდრის გამო, პროდუქტი კანზე მშრალ და გლუვ ეფექტს ტოვებს. არის წყალ, ოფლ და ცხიმ გაუმტარი. არაკომოდოგენურია. გაყიდვაშია ნეიტრალური ღია და მუქფერიანი კრემები. 

Bioderma – ბიოდერმა Photoderm მზისგან დამცავი საბავშვო BLUE SPF50+

სეირნობისას, ეზოში თამაშისას თუ ზღვის სანაპიროზე, ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია მზისგან დაცვა. ფოტოდერმის KID SPF რძის გამოყენება რეკომენდებულია 12 თვიდან, სახისა და ტანის ზონებისთვის. პროდუქტს ცისფერი შეფერილობა აქვს, რათა სახალისო იყოს წასმისას, კანზე გადანაწილების შემდგომ კი ბუნებრივ შეფერილობას იღებს. საცხი უსაფრთხო, არაკომოდოგენური, წყალგამძლეა და რაც მთავარია, რეკომენდებულია პედიატრების მიერ!

Bioderma – ბიოდერმა სპრეი  ინტენსიური გარუჯვისთვის SPF50+

ბალანსის შენარჩუნება ყოველთვის აუცილებელია. იმ შემთხვევაში თუ გარუჯვა გსურთ, მზის აბაზანებზე სრული უარი არ უნდა თქვათ. შეარჩიეთ დღის სწორი მონაკვეთი, ეწვიეთ სანაპიროსა თუ აუზს, ხშირად განიახლეთ მზისგან დამცავი საშუალება და ისიამოვნეთ შედეგით. ბიოდერმას სპრეი ინტენსიური გარუჯვისთვის SPF50+ საკმაოდ მაღალ დამცველობით ფილტრს შეიცავს. რეკომენდებულია ბუნებრივი რუჯის ეფექტის გასაძლიერებლად მგრძნობიარე ტანისა და სახის კანისთვის. სპრეი ეკონომიური და  მოსახერხებელია გამოსაყენებლად, ასევე  პერიოდულად გასაახლებლადაც.

Bioderma – ბიოდერმა Photoderm SOS მზის შემდგომი სპრეი

და მაინც, იმ შემთხვევაში თუ კანი დაგეწვათ, SOS მზის შემდგომი სპრეი მომენტალურად დაამშვიდებს მას, მოგიხსნით სიწითლის და დაჭიმულობის შეგრძნებას. პროდუქტს გააჩნია რუჯის გამახანგრძლივებელი მოქმედება. ფორმულირებულია დაპატენტებული Cellular Bioprotection ™

 და Enoxolone, ანტი ანთებითი კომპონენტებით. შესაბამისად, მისი გამოყენება რეკომენდებულია მაშინაც კი, თუ მზის აბაზანების შემდგომ უბრალოდ გაგრილება, კანის დატენიანება და დამშვიდება გსურთ.

Bioderma – ბიოდერმა Photoderm მზის შემდგომი ლოსიონი

SOS მისტის ანალოგიური მოქმედების ლოსიონი განკუთვნილია მათთვის, ვისაც პროდუქტის გამოყენება საცხის სახით ურჩევნია. პროდუქტი აღადგენს კანის დამცავ, ბარიერულ ფუნქციას. მის შემადგენლობაში არსებული ენოქსოლონი ამშვიდებს კანს, ხოლო გლიცერინი ატენიანებს მას. საშუალება  ჰიპოალერგიულია, არ შეიცავს პარაბენს, ალკოჰოლისა და პარფიუმერულ დანამატებს.

ფრანგულ ფარმაციაში ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ბრენდი, ბიოდერმა, 1977 წლიდან მუშაობს კანის მოვლის განსაკუთრებულ ფორმულებზე. დამოუკიდებელი მკვლევარების, ექიმებისა და ლაბორატორიების დასკვნები იძლევა საშუალებას ვენდოთ დროში გამოცდილ ხარისხსს და ისეთი მნიშვნელოვანი მისია დავაკისროთ, როგორიც მზისგან სრულფასოვანი დაცვაა!

PSP.GE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top