CICALURONIC BY MIZON

21.04.2021

კორეაზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი. აქ ყველაფერი განსაკუთრებულია: უნიკალური კულტურა, ისტორია, საუკუნოვანი ტრადიციები, ხელოვნების დონეზე აყვანილი საკუთარ თავზე ზრუნვის რიტუალები…ამ ქვეყანაში დაიბადა კანის მოვლის საფეხუროვანი რუტინაც. ხშირად ხუმრობენ, რომ ეს კონკრეტულ პროცედურაზე მეტად, ცხოვრების სტილია. შეუძლებელია ერთხელ მაინც იხილო კორეელი ქალების ფაიფურისებრი კანი და გულგრილი დარჩე. რა გასაკვირია, რომ მთელი მსოფლიო ვენდეთ და მივყვებით მათ მიერ შემუშავებულ ტექნიკას?!

დღეს შეგვიძლია უფრო ახლოს გავიცნოთ ის მარტივი, თუმცა აუცილებელი წესები, რომელთა დაცვაც განსაკუთრებით უადვილებთ კორეელებს საკუთარ თავზე ზრუნვას. 

სწორი  კვება

ყველაფერში დისციპლინირებული ერისთვის კანის მოვლა სწორი კვებით იწყება (და რაც არ უნდა გაცვეთილად ჟღერდეს – ეს საუკეთესოდ მუშაობს!) ისინი თითქმის არ იღებენ ცხიმიან, შემწვარ საკვებს, ერიდებიან ხორცეულს. რაციონს იმდიდრებენ სრულმარცვლოვნებით, თევზეულით, ბოსტნეულითა და ბრინჯით. ეს ერთის მხრივ, მოხდენილი ფიგურის, მეორეს მხრივ კი, ნაკლებად პრობლემური კანის საიდუმლოა.

პროფესიონალ დერმატოლოგთან კონსულტაცია

კანის მოვლის პროცესში აქტიურად ჰყავთ ჩართული დერმატოლოგები, რომელთა მომსახურებაც ქვეყანაში საკმაოდ ხელმისაწვდომია. მათთან ვიზიტს გეგმავენ ნებისმიერი გამონაყარის გართულების თავიდან ასაცილებლად, მცირე ჩარევისა თუ რეკომენდაციის საჭიროებისას. ერიდებიან თვითნებურ გადაწყვეტილებებს და საქმეს პროფესიონალებს ანდობენ.

სწორად შერჩეული რუტინა

ადგილობრივად აწარმოებენ K-BEAUTY ანუ კორეული საფეხუროვანი რუტინის პროდუქტებს. ბრენდებს შორის მაღალი კონკურენციის ფარგლებში იზრდება მოთხოვნა და იხვეწება პროდუქტების ფორმულები. მაგალითად, საქართველოში კარგად ცნობილი MIZON, თითქმის ყოველწლიურად სთავაზობს მომხარებელს სიახლეებს. წელს ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა გახდა არა ერთი პროდუქტის, არამედ მთლიანად ახალი ხაზის გამოჩენა დახლებზე!

გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ კორეელების საფიცარი ორმაგი წმენდის მეთოდია, CICALURONIC-ის ბალმმა /CLEANSING BALM/ ყველაზე მეტად დამაინტერესა. ჩვენს ბაზარზე ბალმის სტილის დასაბანები განსაკუთრებით დეფიციტურია, არადა მაკიაჟის, ცხიმისა და სხვადასხვა დამაბინძურებელის სრულად დაშლას, მხოლოდ ამ ტიპის საშუალებებს ვანდობ.

CICALURONIC სერია ფორმულირებულია 8 სახეობის ჰიალურონის მჟავით, რომელიც აღწევს კანის ღრმა ფენებში, უზრუნველყოფს ხანგრძლივ დატენიანებასა და ელასტიურობას. შემადგენლობა უმეტესად ნატურალურია, თუმცა, ინგრედიენტებში გამორჩეული „ვარსკვლავი“ – ალოეს აზიური ცენტელაა. მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ცენტელა ანთების საწინააღმდეგო და აღმდგენი მოქმედებისაა. შესაბამისად, მისი გამოყენებისას გარანტირებულია, როგორც დამატენიანებელი, ასევე სამკურნალო ეფექტი.

კორეელებს უყვართ მულტიფუნქციური პროდუქტები

თემას რომ არ გადავუხვიოთ, გეტყვით, რომ კორეულ რუტინაში არსებობს პროდუქტები, რომელთაც რამდენიმე დანიშნულებით გამოყენებაა შესაძლებელი. პირობითად CICALURONIC  BUBBLE  TONER-ით შეგიძლიათ სამკურნალო,პატარა ზომის ნიღბის დამზადება. როგორ? – ეს ძალიან მარტივია. თუ სახეზე ანთებითი კერა გაქვთ, მტკივნეული გამონაყარის ან გამომშრალი ზონის სახით, დაასველეთ ბამბის დისკი ტონერით და გაიჩერეთ იქამდე, სანამ დისკი გამოშრება. მეორე დილას ანთებითი კერა მნიშვნელოვნად ჩამცხრალი, დისკომფორტი კი შემსუბუქებული დაგხვდებათ. 

მზისგან დაცვა

ნაოჭების პრევენციის საიდუმლო არ არის მხოლოდ ანტი-ასაკობრივი საცხები და დაბერების საწინააღმდეგო კოსმეტოლოგიური პროცედურები. ყველაფერი მზისგან დაცვით იწყება! კორეელები ემალებიან მზეს ყველაზე მოღრუბლულ ამინდშიც კი. ისინი ატარებენ და იახლებენ მზისგან დამცავს ყოველდღიურად, მზიან დღეებში ქოლგითა თუ ქუდით სიარულსაც არ ერიდებიან.

აზიური წარმოების თავის მოვლის საშუალებებში მზისგან დაცვის ფაქტორის ინდიკატორი PA გახლავთ. აქვე განვმარტოთ:

SPF – SUN PROTECTION FACTOR – მზისგან დაცვის ფაქტორს აღნიშნავს, რაც B ტიპის ულტრაიისფერი სხივების საწინააღმდეგო მოქმედების ეფექტურობას განსაზღვრავს.  

PA – PROTECTION GRADE UV-A – დაცვის ეფექტურობის მაჩვენებელია A ტიპის ულტრაიისფერი სხივების შემთხვევაში. განსხვავებით SPF-ისგან, აქ ციფრები არ გვხვდება. PA-ს შემდეგ მდგომი პლუსების რაოდენობა განსაზღვრავს დაცვის სიძლიერეს.  რაც უფრო მეტია პლუსი, მით მეტია მზისგან დაცვა. 

რა განსხვავებაა A და B ტიპის ულტრაიისფერ სხივებს შორის?

ამ აქტუალურ შეკითხვასაც შევეხოთ. UV-A და UV-B ტიპის სხივები განსხვავებულად მოქმედებენ ჩვენს კანზე. 

UV-B სხივების ზემოქმედებით აქტიურდება კანის დამცველობითი რეაქცია, ფორმირდება მელანინი (ყავისფერი პიგმენტი) და კანი ირუჯება.

ამ სხივების ჭარბი და ინტერსიური აბაზანებისას ვითარდება ანთებითი პროცესი: დამწვრობა, შეწითლება, ბუშტუკების წარმოქმნა. 

UV-A  სხივების შედარებით გრძელი ტალღები განაპირობებს მუქი რუჯის მიღებას, კანის ღრმა შრეებში შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებას, პიგმენტური ლაქების ან უბნების განვითარებას, ნაოჭებისა და ხაზების წარმოქმნას.

საუკეთესო ვარიანტში, რეკომენდებულია კანის დაცვა ორივე ტიპის ულტრაიისფერი სხივების მავნე მოქმედებისგან. სწორედ ამიტომ მიიქცია ჩემი ყურადღება MIZON CICALURONIC  ხაზის დამცავმა საცხმა.  NON-NANO SUNBLOCK – SPF 50+ PA+++ ბლოკავს UVA/UVB სხივებს და უზრუნველყოფს მაღალ დაცვას. იშვიათად შეხვდებით დახლებზე საშუალებას, რომელიც ასეთი ინოვაციური ფორმულითაა წარმოდგენილი, ამავდროულად წყალგამძლე და ჰიპოალერგულია. 

ყველაფერ ზემოთ თქმულზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხშირად საკუთარ თავზე ზრუნვა იწყება მცირე დეტალებით, მოითხოვს მუდმივობას და  ნამდვილ რუტინას, თუმცა თუ ამ პროცესით ტკბობას ვისწავლით – ცხოვრების წესად იქცევა.

PSP.GE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top