Christine Suppes & Rodarte

Rodarte, სამოსი ფილმიდან „შავი გედი“ ©Autumn de Wilde

ამერიკული მოდის წრეებში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი თუ წარმოადგენს მაღალ მოდას ისე ხარისხიანად, როგორც ქრისტინ სუპესი.  სუპესი თავისი პროფესიული ცხოვრების ადრეული ეტაპიდან მოყოლებული, და სავარაუდოდ კიდევ უფრო ძველი დროიდან, მოდის ექსპერტი გახლავთ.

Rodarte-ს გამოფენა-ინსტალაცია ხელოვან ქალთა ეროვნულ მუზემში, ვაშინგტონი. ©Floto+Warner

1990-იან წლებში, ინტერნეტ კომპანიების აღზევების პერიოდში, ქალბატონი სუპესი მოდის ჟურნალისტად მოგვევლინა და ასე ვთქვათ, ნოვატორ პიონერად იქცა. მან 1999 წელს ერთ-ერთი პირველი ინტერნეტ მოდის ჟურნალი fashionlines.com დააფუძნა. ეს, რა თქმა უნდა, განსხვავებულ ეპოქაში მოხდა, დიდი ხნით ადრე, ვიდრე სწრაფი, გრაფიკით მდიდარი, ინტერაქტიული საიტები ჩვეულებრივი მოვლენა გახდებოდა ლეპტოპებში, ტაბლეტებსა და მობილურებში როგორც დღესდღეობით. უფრო ადრე, ვიდრე აურაცხადი „მოდის ბლოგერები“ გამოჩნდებოდნენ, რათა  ექსპერტული მოსაზრებები გაეზიარებინათ უჩინარი „გამომწერების“ ვირტუალური სამყაროსთვის. 

©Frederic Aranda

შემდგომი ათწლეულების განმავლობაში სუპესი ამ სფეროს მარკეტინგში ჩაერთო, ამავდროულად კი მაღალი მოდის სამოსის ცნობილი კოლექციონერიც გახდა.

2015 წელს მან გამოაქვეყნა წიგნი Electric Fashion, სადაც  ცნობილ ლონდონელ ფოტოგრაფთან ფრედერიკ არანდასთან ითანამშრომლა. თავდაპირველი იდეა მისი კოლექციებისგან ფოტო-კატალოგის შექმნა იყო, თუმცა პროექტი საბოლოოდ შემოქმედებით გამოფენად იქცა. Electric Fashion იქცა ნამუშევრად, რომელიც მოიცავს სარედაქციო მასალას, მოდასა და ხელოვნებას… სულ ახლახანს კი ამავე ფოტოგრაფთან ერთად  მეორე წიგნი გამოსცა, სახელწოდებით California Elegance.

ქრისტინ სუპესი სან-ფრანცისკოში ცხოვრობს, ის აქტიურად მუშაობს ინდუსტრიის რეკლამირებასა და პატრონაჟზე, რაც მსოფლიოს გარშემო გამართულ მოდის ჩვენებებსა და გამოფენებში მისი პირდაპირი ჩართულობით გამოიხატება. სან-ფრანცისკოში მდებარე de Young Museum-ისთვის მას საკუთარი კოლექციიდან პირადად აქვს გაცემული 500-ზე მეტი სამოსი.

მისი ხელშეწყობით  ამერიკული მოდის სახლის Rodarte-ს  გამოფენა, ვაშინგტონში მდებარე ქალთა ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში გაიმართა.  „როდესაც მუზეუმის ადმინისტარციასთან განვიხილავდით მოსაზრებებს, თუ როგორ აღგვენიშნა მუზეუმის 30 წლის იუბილე, ჩემი რჩევა  ამერიკელი დიზაინერების გამოფენის მოწყობა იყო, კერძოდ კი Rodarte შევთავაზე. მუზეუმისთვის, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ქალების მიღწევებზე ხელოვნებაში, Rodarte (ამერიკული ბრენდი, რომელიც ორმა დამ  Kate და Laura Mulleavy-ებმა დააფუძნეს) იდეალური ვარიანტი იყო“, იხსენებს ის.

Rodarte-ს მიღწევებიდან ყველაზე ყურადსაღები დების მიერ შექმნილი ექსკლუზიური კოსტიუმის დიზაინია 2010 წლის ოსკაროსანი ფილმისთვის „შავი გედი“ (Black Swan). ასევე ხშირად ნახავთ Rodarte-ს სამოსში გამოწყობილ ცნობილ ადამიანებს წითელ ხალიჩაზე. 

სუპესი მიიჩნევს, რომ 70-იანი წლების დიზაინერების შორსმხედველმა შემოქმედებამ გზა გაუკვალა ქალთა მოდის მიმართ ყოვლისმომცველ ინტერესს, ყველაზე მეტად სწორედ  ისეთი ბრენდებისთვის როგორიცაა Rodarte.

ჯეკ რეპლი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap