CHEESEFARM
იტალიური გემოს უცვლელი მისამართი თბილისში
30.10.2026
იტალიური სამზარეულოს განსაკუთრებულობა მხოლოდ რეცეპტებში არ მდგომარეობს. მისი მთავარი ღირსება პროდუქტთან დამოკიდებულებაა – ინგრედიენტის ბუნებრივი გემოს შენარჩუნება, მომზადების სიზუსტე და ცოდნა, როდის არის კერძი დასრულებული. სწორედ ამ პრინციპებს ეფუძნება CHEESEFARM-ის გასტრონომიული კონცეფცია, რომლის წყალობითაც რესტორანმა თბილისის კულინარიულ სივრცეში გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა და იტალიური სამზარეულოს ერთ-ერთ საუკეთესო მისამართად იქცა.

თავისუფლების მოედანზე მდებარე CHEESEFARM ცნობილი რესტორატორის, არკადი ნოვიკოვის საერთაშორისო გასტრონომიული პროექტის ნაწილია. მისი კონცეფცია იტალიურ კულინარიულ ტრადიციას, ადგილობრივ ფერმერულ პროდუქტებს და თანამედროვე რესტორნის კულტურას აერთიანებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არა მხოლოდ კერძების გემოს და ხარისხს, არამედ მათ მომზადების პროცესსაც.

რესტორნის სამზარეულოს იტალიელი შეფი მატეო ბოსკეტო ხელმძღვანელობს. მისი პროფესიული გზა ლონდონში დაიწყო, პირველი რესტორნის სამზარეულო კი შეფის სტატუსით მშობლიურ იტალიაში, ვერონაში ჩაიბარა. მის გამოცდილებაში შედის საკუთარი ქეითერინგ კომპანიის მართვა და მსხვილ სასტუმროებთან თანამშრომლობა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ბოსკეტო რამდენიმე მნიშვნელოვან გასტრონომიულ პროექტში მონაწილეობდა, მათ შორის Adjara Group-ის პოპულარულ Lolita Grill Bar-ში. CHEESEFARM-ში მუშაობა მისთვის იტალიურ კულინარიულ ფესვებთან დაბრუნების შესაძლებლობაცაა, ამჯერად ქართული ფერმერული პროდუქტების გამოყენებით.

CHEESEFARM-ის კონცეფციის ცენტრში ყველია – პროდუქტი, რომელსაც აქ თავად ამზადებენ. რესტორნის ერთ-ერთი მთავარი სიამაყე ახალი ბურატაა, რომლის ნაზი გარსი და კრემოვანი შიგთავსი იტალიური ყველის წარმოების ოსტატობას წარმოაჩენს. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მოცარელასაც, რომელიც იტალიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი ინგრედიენტია. საკუთარი წარმოება რესტორანს საშუალებას აძლევს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ყველის სიახლეს, ტექსტურას და გემოს – თვისებებს, რომლებიც საბოლოო კერძის ხასიათს განსაზღვრავს.


მენიუში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ხელნაკეთ პასტას, რომლის მომზადებისას ცომის სტრუქტურა, სოუსის კონსისტენცია და ინგრედიენტების ბალანსი გადამწყვეტ როლს ასრულებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია პიცა, რომელიც იტალიური წარმოების Moretti Forni-ს შეშის ღუმელში ცხვება. მაღალი ტემპერატურა ცომს გარედან დამახასიათებელ ხრაშუნა ზედაპირს, შიგნით კი რბილ და ჰაეროვან ტექსტურას უნარჩუნებს. მენიუ მოიცავს მრავალფეროვან ძირითად კერძებს და დესერტებსაც, რაც CHEESEFARM-ს როგორც ყოველდღიური სადილისთვის, ისე განსაკუთრებული ვახშმისთვის მიმზიდველ ადგილად აქცევს. რესტორნის კიდევ ერთი საინტერესო თავისებურებაა ფერმერული პროდუქტების კუთხე, სადაც სტუმრებს ახალი ყველის და სხვა პროდუქტების შეძენა შეუძლიათ. ამგვარად, CHEESEFARM-ის გასტრონომიული გამოცდილება მხოლოდ რესტორნის სივრცით არ შემოიფარგლება.

ინტერიერი ბუნებრივი მასალებით, გააზრებული განათებით და კედლებზე წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშებით გამოირჩევა. სივრცე ერთდროულად თანამედროვე, ნათელი და თავისუფალია – ადგილი, სადაც საქმიანი სადილი შეიძლება ხანგრძლივ ვახშმად გადაიქცეს.

CHEESEFARM-ის წარმატებული კონცეფცია სწორედ ამ ელემენტების ერთიანობაშია: იტალიელი შეფის პროფესიული გამოცდილება, საკუთარი ყველის წარმოება, მრავალფეროვანი მენიუ და გარემო, რომელიც იტალიური სუფრის კულტურისთვის დამახასიათებელ უშუალობას ინარჩუნებს. აქ იტალიური სამზარეულო მხოლოდ ნაცნობი კერძების ერთობლიობა კი არა, ყოველდღიური გასტრონომიული გამოცდილებაა.
