გაიცანით GAMARDE
10.06.2025
მზის ჩასვლა ბორდოში განსაკუთრებით ზღაპრულია. სხივები ვენახებზე ოქროსფრად, ნაზად ეცემა და ნელ-ნელა იწურება, თუმცა ბზინვარებას ბოლო წუთამდე არ კარგავს. თუ ერთხელ მაინც ნახავ ამ ჩვეულებრივი მოვლენის არაჩვეულებრივ სურათს, აუცილებლად იფიქრებ, რომ ამ ადგილას დაბადებული ხალხი, ამ გარემოში დაარსებული ბრენდი მზის სხივებს თან ატარებს.
საკულტო და ყველასთვის საყვარელი ბრენდის, Caudalie-ს ისტორიაც აქ იწყება 1993 წელს, Château Smith Haut Lafitte-ში. ახალგაზრდა წყვილმა, მატილდე და ბერტრანდ ტომასებმა, რომელთაც ბუნებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ, გაიცნეს პროფესორი ჯოზეფ ვერკაუტერენი, რომელიც პოლიფენოლის მიმართულებით მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერი გახლდათ. როგორც ამბობენ The rest is history, ანუ დანარჩენი ისტორიაა.
პროფესორმა წყვილზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, ბევრი საინტერესო ინფორმაცია და კვლევაც გაუზიარა, თუმცა მთავარი აღმოჩენა ის გახდა, რომ ღვინის დაწურვისას წიპწები მძლავრი ანტიოქსიდანტებით არის სავსე, აი ისეთით, კანის ტრანსფორმაცია და მის მოვლაზე წარმოდგენის ამოყირავება რომ შეუძლია. ამ აღმოჩენიდან 1 წლის თავზე დაარსდა Caudalie. როგორც უკვე მიხვდით, დღევანდელ სტატიაში სწორედ მასზე ვისაუბრებთ, და აქტუალობიდან გამომდინარე, მზისგან დამცავებს გირჩევთ.

დავიწყოთ პროდუქტით, რომელიც გამოგონებული რომ არ ყოფილიყო, ალბათ ჩვენ გამოვიგონებდით. რამდენჯერ გიფიქრიათ, რომ SPF-ის საჭიროების შესახებ იცით, მისი მოხმარების აუცილებლობაზეც ფლობთ ინფორმაციას, მაგრამ დღის მანძილზე განახლება ზედმეტ დროს და ენერგიას მოითხოვს თქვენგან? სტიკი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი ფორმაა მზისგან დამცავის რე-აპლიკაციისთვის. სხვათა შორის, ძალიან მოსახერხებელია რუჯის მიღებისასაც, რადგან სხეულისგან განსხვავებით, სახის კანი შედარებით უფრო ნაზია, ადვილად იწვება და SPF-საც უფრო ხშირად საჭიროებს.
პროდუქტი შეგიძლიათ სახეზე, ტუჩებსა და სენსიტიურ ზონებზეც დაიტანოთ, მაგალითად ხალებზე, ტატუებსა თუ ნაწიბურებზე. არ აღიზიანებს მათ და იცავს UVA/UVB სხივების მავნე ზემოქმედებისგან. ის გამდიდრებულია ორგანული ყურძნის თესლითა და ბურიტის ცხიმით, შესაბამისად, რეკომენდებულია გამოყენება 3+ ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში. სხვათა შორის, არ ტოვებს ცხიმიანობის შეგრძნებას და პრაქტიკულად სურნელის გარეშეა.

ნაკრები Vinoperfect მზისგანდამცავი
ვინოპერფექტის შრატი იდეალური გადაწყვეტილებაა მათთვის, ვისაც ერთგვაროვანი, თანაბარი ტონის სახის კანი სურს, პიგმენტური ლაქების გაუფერულებისა და მათგან სამუდამოდ გათავისუფლების ხარჯზე.
ჩატარებული კვლევების მიხედვით (რომელთა შესახებაც სრული ინფორმაციის მოძიება ბრენდის ვებ-გვერდზეც შეგიძლიათ) ვინიფერინი 62-ჯერ უფრო ეფექტურია ვიდრე C ვიტამინი, თან ფოტოსტაბილურია და ზაფხულშიც თავისუფლად გამოიყენება. პროდუქტი არაკომოდოგენურია, უმეტესად ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებს შეიცავს და რეკომენდებულია სახის, ყელის და დეკოლტის ყოველდღიური მოვლისთვის. არ შეიცავს სილიკონსა და პარაბენებს.
Vinosun protect – ახალი თაობის მზისგან დამცავ ფილტრს შეიცავს, რაც განსხვავებულია ქიმიური და ფიზიკური ფილტრებისგან. ის რეკომენდებულია მგრძნობიარე კანისთვისაც. მას SPF 50-ით მძლავრი ეფექტი და ანტიასაკობრივი მოქმედებაც გააჩნია. პროდუქტი ფაქტობრივად სურნელის გარეშეა, სწრაფად შეწოვადი ფორმულით, ფოტო და წყალგამძლე, რაც მზის აბაზანების მიღებისას ნაკლებ განახლებას საჭიროებს.
შეგახსენებთ, რომ Caudalie-ს ბრენდის ამ და სხვა პროდუქტების შეძენა ონლაინ PSP.GE-ზე ან PSP-ს სააფთიაქო ქსელის დახლებზე შეგიძლიათ.
კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი