C ვიტამინი თქვენი სილამაზისთვის

07.10.2021

და აი დადგა წელიწადის ის ნანატრი დრო, როცა კანის მოვლის რუტინის გადახალისება და აქტიური ინგრედიენტების დამატება შეგვიძლია. ენთუზიაზმი რომ კიდევ უფრო გაგიძლიერდეთ, გიყვებით ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო აქტივსა და მის სწორად გამოყენებაზე. ამავდროულად, არ დაგავიწყდეთ, რომ #ამარტაგირჩევთ საქართველოში ხელმისაწვდომ, ყველაზე ეფექტურ პროდუქტებს. 

მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ხანია, რაც კანის მოვლის ენთუზიასტი გახდით, დარწმუნებული ვართ, რომ C ვიტამინის არაჩვეულებრივი თვისებების შესახებ ყური მაინც მოგიკრავთ. 

#ფაქტები

ასკორბინის მჟავის განსაკუთრებით დიდ რაოდენობას ციტრუსები და ბოსტნეული შეიცავს, თუმცა, როგორ გულითაც არ უნდა გვსურდეს, მდიდარი რაციონის პირობებშიც კი, კანი მისგან ბენეფიტს ვერ მიიღებს.

სწორედ ამიტომ შეიქმნა ტოპიკური გამოყენების საშუალებები. დღეს C ვიტამინის შემცველობით შრატების, ამპულების, საცხების თუ სხვა საშუალებების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია ხელმისაწვდომი.

#თვისებები

 და შემდეგ  გაჩნდა კითხვა „რატომ?“ … იმიტომ, რომ ასკორბინის მჟავა აუფერულებს პიგმენტურ ლაქებს და თანაბარ ფერს სძენს კანს. ამავდროულად, ის გვიცავს ფოტოდაბერებისგან და სტიმულირებს კოლაგენის სინთეზს.

დარწმუნებული ვარ, ჩამოთვლილი ბენეფიტები სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ უახლოესი აფთიაქისკენ გაეშუროთ და შესაბამისი პროდუქტი შეარჩიოთ, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისება თავისთავად მოიცავს ანტიასაკობრივ მოქმედებას და კანის რეგენერაციის უნარს. ასე რომ, დღის თუ ღამის რუტინაში, C ვიტამინის ადგილი აუცილებლად უნდა გამონახოთ. 

INSTITUT ESTHEDERM

INTENSIVE VITAMIN C CREAM

გაინტერესებთ, თუ როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბრენდს სრულად აქვს ათვისებული C ვიტამინის სასარგებლო თვისებები და მას ოპტიმალურად მიაწვდის ჩვენს კანს? ნომერ პირველი ნიშანი – მუქი შეფუთვაა. აქტივი ადვილად განიცდის ოქსიდაციას და ფოტოსენსიტიურია, ამიტომ ქილა მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული მზის სხივებისგან. ასევე, მნიშვნელოვნად იზრდება პროდუქტის გამოყენების ხანგრძლივობა, თუ ვიტამინის სტაბილიზირებული სახით არის ფორმულირებული. ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ფრანგული პრემიუმ ბრენდის, ესტედერმის გელ-კრემი სრულად აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს. აქტიური გამოყენების შემთხვევაში, 28 დღიან ინტერვალში შეამჩნევთ შედეგებს. უნდა ელოდოთ მბზინვარე, ერთგვაროვან კანს – პიგმენტური ლაქების გარეშე.

MISSHA

Vita C Plus Spot Correcting & Firming Ampoule

აქვე, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ L-ასკორბინ მჟავის შეწოვადობა შედარებით დაბალია. შესაბამისად, რაც უფრო კონცენტრირებული, პატარა მოლეკულოვანი ფორმულით გამოვიყენებთ, მით უფრო გავზრდით მის პენეტრაციის დონეს. კორეული ბრენდების მოყვარულთა უპირობო ფავორიტი, „მისშა“ არაჩვეულებრივ პროდუქტს გვთავაზობს. ძლიერ კონცენტრირებული ამპულა ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, ზრდის კანის ელასტიურობას და შესამჩნევად ათანაბრებს მის სტრუქტურას. მომხარებლების 91.3% აღნიშნავს, რომ წვრილი ნაოჭების შემცირება გამოყენებიდან  ორ კვირაში დაიწყო. „მისშა“-ს C ვიტამინის დასაბანი საშუალების, ტონერის, ამპულისა და კრემის შეძენა ნაკრების სახით შეგიძლიათ, რაც ბიუჯეტთან მეგობრული გადაწყვეტილებაა.

SVR

ABC Ampoule Anti-Ox C

იმ შემთხვევაში, თუ ამპულის გამოყენების იდეა გიზიდავთ, თუმცა ახალი აღმოჩენის გაკეთება გსურთ – ფრანგული ბრენდი SVR თქვენთვის შეიქმნა. ვიტამინი C-ს 20%-იანი შემცველობის გამო, პროდუქტის ეფექტურობა საკმაოდ მცირე დროშია შესამჩნევი. მომხარებლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ფერმკრთალი, დაღლილი, მოღუშული კანი დღითიდღე უმჯობესდება და ბრწყინვალებას იძენს. პროდუქტი არა მხოლოდ დერმატოლოგების მიერ არის რეკომენდებული, არამედ ტესტირებულია მგრძნობიარე კანზე და მაღალი ტოლერანტობით გამოირჩევა. თითქოს ეს ყველაფერი საკმარისი არ იყოს, ფორმულა არა-კომოდოგენურია. რადგან ასკორბინის მჟავა განსაკუთრებით ეფექტური დილის რუტინაშია, შეგიძლიათ დრო მოიგოთ და შრატის რამდენიმე წვეთი დამატენიანებელ საცხში გაურიოთ. არ დაგავიწდეთ, რუტინა აუცილებლად უნდა დასრულდეს მზისგან დამცავი საშუალებით.

CAUDALIE

VINE[ACTIV] ENERGIZING AND SMOOTHING EYE CREAM

მეეჭვება ნატურალური წარმოშობის ინგრედიენტებით მდიდარი, ეფექტური ფორმულა კოდალისგან ვინმეს გაუკვირდეს, თუმცა ვიტამინ C-ს ხაზი ნამდვილი მარგალიტია. მაგალითად, ყველაზე გავრცელებული ჩივილი თვალის გარშემო ზონის შემთხვევაში – ჩაშავებული უპეებია. ფრანგული ფარმაციის ერთ-ერთი ლიდერი კი შემდეგ ფორმულად გვთავაზობს: ჰიალურონის მჟავა (იდეალური ბუნებრივი შემავსებელი) პეპტიდები (ძლიერი დამატენიანებელი კომპონენტები) და ვიტამინი C (ერთგვაროვანი ფერისა და სტრუქტურის მიმანიჭებელი ანტიოქსიდანტი). სხვა აქტიურ კომპონენტებთან ერთად, ეს სამეული თავისუფალი რადიკალების მავნე მოქმედებას ამცირებს და საგრძნობლად აახალგაზრდავებს თვალის გარშემო კანს.

Martiderm

Vitamin C

გვერდს ვერ ავუვლით მარტიდერმს, ესპანურ ბრენდს, რომელიც მაღალი კონცენტრაციის ამპულების საშუალებით კოსმეტოლოგთან ვიზიტს დიდი ხნით გადაგადებინებთ. გამომდინარე იქიდან, რომ ასკორბინის მჟავა მთელ რიგ ფიზიოლოგიურ პროცესებს უწყობს ხელს, მარტიდერმის სხვადასხვა ამპულის შემადგენლობაში ((Proteoglicanos, Proteoglicanos FPS, Liposomas, Photo-Age, Alfa-Peeling, Skin Complex+), სხვადასხვა აქტიურ ინგრედიენტთან ერთად ნახავთ ფორმულირებულს. კოლაგენის სინთეზირების სტიმულაცია, უჯრედის დაცვა თავისუფალი რადიკალებისგან, ჰიპერპიგმენტაციის შემცირება და სხვა ბენეფიტები კიდევ უფრო ძლიერდება, თუ C ვიტამინი  სწორი კონცენტრაციით, სწორ მეწყვილესთან ერთად აღმოჩნდება. ასე რომ, ყურადღებით გაეცანით ხელმისაწვდომ ამპულებს და შეარჩიეთ თქვენი საჭიროების შესაბამისი ელექსირი. 

PSP.GE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap