10.06.2025
ბრიტანული ცნობილი ბრენდი Burberry მაღალი ხარისხის, ტრადიციული და თანამედროვე სტილის სინთეზია. Burberry მუდმივად გვახსენებს ბრენდის ავთენტურობას, ბრიტანულ ელეგანტურობას; თუმცა ის ამავე დროს მუდმივი განვითარების, მოდის სამყაროში ახალი ხედვების და მიმართულებების დანერგვის გზაზეა.

ბრენდის საკულტო Check ქსოვილი — კრემისფერი, შავი, წითელი და თეთრი კარკასული დიზაინით — Burberry-ს განუყოფელ სიმბოლოდ ითვლება. ბოლო წლებში ცნობილი მოდის სახლი მეტი ახალგაზრდამომხმარებლის მოზიდვას ცდილობსის ამისთვის მრავალ, ახალ ციფრულ ინსტრუმენტს იყენებს. ის მის კოლექციებში ტრადიციულ ფორმებს ავანგარდულ ხედვებთან აერთიანებს, რაც ბრენდს თანამედროვე ეპოქის ნაწილად აქცევს.

მისი 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაც არ არის გამონაკლისი და ის ახალ სიცოცხლეს სძენს კლასიკურ ნივთებს, ანგრევს ტრადიციულ ელემენტებს და ხელახლა წარმოაჩენს მათ უფრო მსუბუქ ქსოვილებში, როგორიცაა აბრეშუმის პოპლინი და სელი. ეს მასალები შექმნილია თბილი ამინდისთვის და უზრუნველყოფს კომფორტსა და ტარების სიამოვნებას.

აღნიშნული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია თბილისში, Burberry-ს მაღაზიაში, თავისუფლების მოედანზე #2.
ფოტო: ხათო კოხრეიძე