და მისი იდუმალი Fugazzi-ს სამყარო

28.07.2024

კარგად გატარებული ცხოვრება, კარგად გატარებული მომენტების ერთობლიობაა. დრო ძვირფასია და თუ როგორ დავხარჯავთ მოცემულ დროს, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ჩვენს ცხოვრებაში. ბრემ ნისინკი სწორად აფასებს დროის უნიკალურობას და ცდილობს Fugazzi-ს შეუდარებელი სურნელებით გაარღვიოს დრო და სივრცე.

ადამიანები ეძებენ თავგადასავლებს. მათ ზუსტად ესმით, თუ რა ხდის მათ საყვარელ სუნამოებს შეუცნობელ და მისტიურ სითხედ, რომელიც დაუსრულებელი ოცნების სურნელს ჰგავს.

მისი მიერ შექმნილი სურნელი გვახსენებს, რამდენად იდეალური შეიძლება იყოს ყველაზე წარმოუდგენელი კომპოზიციებიც კი, როცა საქმეში არაამქვეყნიური  მისტიკა და კიდევ უფრო მეტი სასწაული ერთვება. ბრემ ნისინკი მის იდუმალ სამყაროზე გვესაუბრება.

Fugazzi იდუმალს ნიშნავს. რა სახის იდუმალ ამბავს გვიყვებით? არის თუ არა ეს დაკავშირებული რაიმე ადგილთან ან კონკრეტულ მოგონებასთან?

რა თქმა უნდა. ეს სიტყვა პირველად ძველ იტალიურ-ამერიკული  ჟარგონის სახით შემხვდა, რომელიც რაღაც ყალბს ან ძნელად ამოსაცნობს ნიშნავს. ძალიან მომეწონა ამ სიტყვის ასეთი ინტერპრეტაცია – ანუ ისეთი რამ რისი ახსნაც შეუძლებელია. ეს სიტყვა კარგად ასახავს სურნელის მოქმედებას, რომელიც ასევე უხილავი რამ არის, რომელიც გვაბრუნებს მოგონებებში ან რაიმე ადგილას, რისი ზუსტი აღწერა შეიძლება ვერც კი შევძლოთ.

რადგან თქვენი სუნამოები მოგონებებით არის შთაგონებული, იღებთ თუ არა ყოველთვის იმ ემოციას, რასაც თავიდან მათი შექმნისას წარმოიდგენთ?

ზუსტად არა. ჩემი საწყისი მოქმედება მკაფიო იდეას ატარებს ყოველთვის, თუმცა შედეგად მიღებული არომატი ხშირად მაოცებს. მაგალითად, Nocologne-ის შექმნისას, იმის გამო რომ ინგრედიენტები ერთმანეთში ვერ თანხმდებოდნენ, ფორმულის ბევრჯერ შეცვლა მომიწია. საბოლოო ჯამში, არომატი მკვეთრად განსხვავებული გამოვიდა ჩემი პირველი ვერსიისგან, თუმცა ის მაინც იმავე ჩაფიქრებულ ისტორიას ყვებოდა, უბრალოდ უკეთესად. ამ ამბის ხიბლიც ეს არის.

რა არის თქვენი მიზანი ომხმარებელი ისტორიასა და წარსულში ამოგზაუროთ თუ მომავლისკენ გაახედოთ?

ორივე. მომწონს, როცა ამბავი წარსულის მოგონებით ან ისტორიით იწყება, თუმცა სურნელი მისი მატარებლის ახალ გზას უნდა გაყვეს და მისთვის ახალი მოგონებები შექმნას. კარგი სუნამო წარსულს, აწმყოსა და მომავალს აკავშირებს.

რით განსხვავდება ჰოლანდიელი მომხმარებლებისა და პარფიუმერების გემოვნება ფრანგებისგან?

ჰოლანდიელებს მოსწონთ ნიშ პარფიუმერია, რომელიც თანამედროვე და უნისექსია, დაახლოებით Angel Dust-ის და Workaholic-ის მსგავსი არომატები. ვფიქრობ, ფრანგებს მაინც უფრო კლასიკური სუნამოები მოსწონთ,  ყვავილოვანი ან თბილი ნოტებით. ეს ლოგიკურია, თუ გეოგრაფიას გადავხედავთ. ნიდერლანდები ზღვასთან ახლოსაა, ამიტომ ჩვენ უფრო მსუბუქი სურნელები მოგვწონს. საფრანგეთს, განსაკუთრებით ქალაქ გრასის მიდამოებში, ელეგანტური და ყვავილოვანი სუნამოების დიდი ტრადიცია აქვს.

დავუბრუნდეთ იდუმალებასისტორიის ან მითოლოგიის რომელმა პერსონაჟმა გსურთ რომ Fugazzi ატაროს?

კლეოპატრამ. წავიკითხე, რომ კეისრის შეხვედრისას მან ნავზე სურნელოვანი იალქნები გამოიყენა. სურნელის, როგორც ერთგვარი ძალის ან ხიბლის გამოყენების იდეამ ნამდვილად შთამაგონა. ეს ერთდროულად რომანტიკულიც არის და ძლიერიც.

სუნამოების ინდუსტრია სწრაფად ვითარდება. რა ხდის სუნამოს მარადიულს?

სამი რამ. პირველი, ის ძლიერი და ემოციურ ამბავს უნდა ყვებოდეს  და არ წარმოადგენდეს მხოლოდ ინგრედიენტების სიას. მეორე, ინგრედიენტების ხარისხი უნდა იყოს მაღალი, ნატურალური და თანამედროვე მასალების შერწყმით. და მესამე, სუნამო არ უნდა იყოს ძალიან მძაფრი, მან მის მფლობელს სივრცე და საშუალება უნდა მისცეს, რომ ის მხოლოდ მისი გახდეს.

კონცეფცია, შეფუთვა, კამპანია და სურნელი, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ნაწილი?

სურნელი ყველაზე მნიშვნელოვანია, დაახლოებით 55%; კონცეფცია ან მისი ისტორია დაახლოებით 10%; შეფუთვა და ფლაკონი დაახლოებით 10%; ვიზუალურ კამპანიას კი ბოლო  25%-ს მივანიჭებ. საუკეთესო დიზაინიც ვერ გადაარჩენს ცუდ სუნამოს; მაგრამ თუ სურნელი შესანიშნავია – მისი ამბავი, ვიზუალური მხარე და იერსახე მას გაცოცხლებაში დაეხმარება.

2025 წლის გაზაფხულზე თქვენ ითანამშრომლეთ კორეულ ბრენდთან BORNTOSTANDOUT, რის შედეგადაც ორი სუნამო შეიქმნა –  FUGAZZI by BORNTOSTANDOUT® და BORNTOSTANDOUT® by FUGAZZI. FUGAZZI by BORNTOSTANDOUT აკრძალული სიყვარულის თემატიკითაა შთაგონებული, BORNTOSTANDOUT by FUGAZZI  მეორე სიყვარულის იდეას ეძღვნება. რა გამოწვევა იყო ეს ინიციატივა თქვენი სამუშაო პროცესისთვის?

ეს იყო სასიყვარულო ურთიერთობა, რომელიც პარფიუმერიის ინდუსტრიაში პირველად შედგა. აქამდე ასეთი სახის კოლაბორაციები მხოლოდ მოდის ინდუსტრიაში ხდებოდა. ჩვენ ვიყავით პირველი პარფიუმერიის სახლები, რომლებმაც ეს ნაბიჯი გადავდგით. ვიფიქრეთ, რომ სახალისო იქნებოდა ამ ორი სამყაროს გაერთიანება. ასე გაჩნდა იდეა ორი ბოთლის შესახებ, რომლებიც ერთმანეთს მოერგო და გატეხილი გულის სახე მიიღო. ეს ნამდვილი რომანია. თითოეულმა ჩვენგანმა შექმნა სურნელი, რომელიც აღწერს, თუ როგორ ვხედავთ ერთმანეთს. ჩვენ ერთმანეთის სუნამოების მწარმოებლებიც კი ჩავრიეთ. ეს იყო შემოქმედებითი გამოწვევა, რომელიც სურნელოვანი სასიყვარულო წერილის წერის პროცესს მოგაგონებდა.

Fugazzi ახლახან შემოვიდა საქართველოს ბაზარზე და წარმოდგენილია Aromateque-ის ნიშ პარფიუმერიის მაღაზიათა ქსელში. როგორ ხედავთ ბრენდის კავშირს ქართველ მომხმარებლებთან?

საქართველოს აქვს ულამაზესი კულტურა, უამრავი მდიდარი არომატით, ღვინით, ხილითა და სანელებლებით. ვფიქრობ, ჩვენი უფრო თამამი არომატები, როგორიცაა Sugar Daddy ან Orange Crush, საქართველოში პოპულარობით ისარგებლებს. მომხმარებლები დიდი აღფრთოვანებით შეხვდა Born to Stand Out-თან ჩვენს თანამშრომლობას, ამიტომ მათი მხრიდან ინტერესი ნამდვილად დიდია. იმედი მაქვს, ვითანამშრომლებ თბილისის ადგილობრივ მაღაზიებთან, ვუმასპინძლებ „სურნელოვან“ ღონისძიებებს და შესაძლოა შევქმნა სპეციალური სურნელი ქართული ინგრედიენტების გამოყენებით.

aromateque,ge

Scroll To Top