ბოლო წამის საყიდლები – ანუ სასაჩუქრე იდეები ამარტასგანbolo

30.12.2024

2024 წლის გასაცილებლად მზადება პიკს აღწევს. წელს ნაძვის ხის მსოფლიო ტრენდებში დიდი ზომის ბაფთები ჭარბობს, გასაკვირი არ არის – ტიკტოკ პლატფორმიდან დაწყებული, მოდის კვირეულებით დასრულებული – ბაფთა ყველგანაა. ტენდენციებს შორის შეინიშნება დისკოს დაბრუნებაც, რაც განსაკუთრებული რაოდენობის ბრჭყვიალა დეკორაციებსა და ე.წ მეტალისფერ წვიმებში გამოიხატება. ექსპერტებს თუ ვენდობით, ე.წ Brat ზაფხულის ლოგიკური გაგრძელება, სწორედ ქრომის სიჭარბე, სილაღე და არაორდინალურად თავისუფალი, 1970-იანი წლების გლიტერებით გაჯერებული საშობაო გარემოა. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ მნიშვნელობა არ აქვს როგორია ნაძვის ხე, რამდენად თეთრია გოზინაყი, გაამართლა თუ არა რეცეპტების წიგნში აღმოჩენილმა რეცეპტმა – სადღესასწაულო განწყობას დეტალები, საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა, სიმბოლური, თუმცა მაინც ნაფიქრი საჩუქრები ქმნის. თუ შოპინგი ბოლო წუთისთვის მოიტოვეთ, ისეთ იდეებს გაგიზიარებთ, შეფუთვაც რომ არ სჭირდება – ისე იკავებს საპატიო ადგილს ნებისმიერი ნაძვის ხის ქვეშ.

#ამარტაგირჩევთ

CAUDALIE. სასაჩუქრე ნაკრები ტანის VINOTHERAPIST

კოდალის სასაჩუქრე ნაკრებებში ყველანაირი გემოვნებისა თუ საჭიროების მქონე ადრესატისთვის იპოვით შესაბამის ვარიანტს. მაგალითად ვინოთერაპისტის პროდუქტები იდეალურია სიქრეთ სანტასთვისაც, რადგან ხელმისაწვდომ ფასად ტანის კარაქსა და ხელის კრემს შეიცავს. ტანის კარაქი ვეგანურია, მსუყე კონსისტენციის და დამატენიანებელი შემადგენლობის. გამდიდრებულია მცენარეული ლიპიდებით, ადვილად შეიწოვება და არ ტოვებს ცხიმიანობის შეგრძნებას. 98%-ით ნატურალური შემადგენლობა ორგანული შიის კარაქისა და ყურძნის წიპწის პოლიფენოლითაა წარმოდგენილი. რაც შეეხება ხელის კრემს, ის ფრჩხილებზეც შეგიძლიათ დაიტანოთ, რადგან ატენიანებს და აძლიერებს მათ სტრუქტურას, განსაკუთრებით გარემო ფაქტორებისგან დაცვის მექანიზმით. ამის გარდა, კოდალის სასაჩუქრე ნაკრებებში ნახავთ ყველანაირი ტიპის კანის სახის მოვლის თუ სხეულის გაჯანსაღების თერაპიულ საშუალებებს.

Algologie. ნაკრები 2024 Presquile

წარმოიდგინეთ, ალგოლოჟის ოკეანის ძალითა და სიკეთეებით გამდიდრებული საახალწლო ნაკრები რამდენად სასიამოვნო საჩუქარი შეიძლება იყოს ადამიანისთვის, რომელსაც უყვარს თავის მოვლა, მოსწონს სიახლეები და რუტინის გახალისებაზეც არ იტყოდა უარს. Rivage ხაზზე არაერთხელ მოგვიყოლია, ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ Algo 4®-ის დაპატენტებულ კომპლექსს შეიცავს, რაც მნიშვნელოვნად მოკლე დროში ამცირებს ასაკობრივ ნიშნებს. ნაკრებში შეხვდებით:

 Hydra Ecume გამწმენდ ქაფს. რუტინის პირველ საფეხურზე გამოსაყენებელ საშუალებებში ქაფი ერთ-ერთი ყველაზე ნაზი ტექსტურის, თუმცა ძლიერი მოქმედების პროდუქტია. მომხმარებელი ხშირად აღნიშნავს, რომ ბაზარზე არსებული ვარიანტები უშრობს კანს, სწორედ ამ პრობლემას აგვარებს Hydra Ecume, რემინალიზირებული, ჟანგბადით გამდიდრებული ქაფი, რომელიც მსუბუქად ასუფთავებს კანს.

Presquile კრემი – მსუყე ტექსტურის კრემი კანს მყისიერი კომფორტის შეგრძნებას ანიჭებს, ხსნის გამოშრობის ნიშნებს და უბრუნებს მას ელასტიურობას. საგულდაგულოდ შერჩეული, ძვირფასი ზღვის ექსტრაქტები ამცირებს ნაოჭების ხილვადობას.

Presquile თვალისა და ტუჩის კრემი – დიახ, არ გეჩვენებათ ბალზამი ტუჩის ლიფტინგისა და მოვლილი თვალის უპეებისთვის შეიქმნა. Algo 4®-ის კომპლექსი ხელს უწყობს მუქი წრეების, შეშუპებისა და ნაოჭების შემცირებას და ეფექტურია როგორც თვალის, ასევე ტუჩის კონტურის ზონებზე გამოსაყენებლად.

შეგახსენებთ, რომ პროდუქტები არ შეიცავს პოლიეთილენს, პარაბენებს, მინერალურ ზეთებს, ფტალატს, ფენოქსიეთანოლს და სილიკონს და დამზადებულია საფრანგეთში.

KOOL BEAUTY. ნაკრები ნიაციამიდით Imperferction

ახალგაზრდული, ტრენდული, Gen-Z-ის გულს რომ მოიგებს, ისეთი ბრენდი – Kool Beauty უნდა გაგაცნოთ. ქულ ბიუთის, მართლაც რომ „ქულ“ შეფუთვები წამიერად იპყრობს ყურადღებას და რადგან ფრანგულია და მეტად ხელმისაწვდომი, იდეალური საჩუქარია ნებისმიერი ადამიანისთვის. ეს კონკრეტული ნაკრები ორი სუპერპროდუქტისგან შედგება და გამონაყარის თუ პიგმენტური ლაქების შემცირებისთვისაა განკუთვნილი. თუთიის დამატენიანებელი საცხი კომბინირებული, ცხიმიანი კანისთვისაა შექმნილი. არ ახშობს ფორებს, არაკომოდოგენურია, გამოირჩევა ანტიბაქტერიული მოქმედებით, ამცირებს თეთრ თუ შავ წერტილებს და არეგულირებს სებუმის გამოყოფას. არაჩვეულებრივია კომბინაციაში 2%-იან ნიაცინამიდის შრატთან, რომელიც ასევე შედის ნაკრების შემადგენლობაში და გამოიყენება როგორც ადგილობრივად, ასევე მთელ სახეზე. პროდუქტს მოიხმარენ გოგონებიც და მამაკაცებიც, რადგან სალიცილის მჟავას ამქერცლავი მოქმედების წყალობით შრატი ხელს უწყობს გამონაყარის შესამჩნევ შემცირებას. პირველივე გამოყენების დღიდან კანი ხდება გლუვი და შესამჩნევად ერთგვაროვანი.

MARTIDERM. Smart Radiance ნაკრები

თუ შედარებით ლუქს ბრენდს ეძებთ – მარტიდერმი მაღალი კატეგორიის თავის მოვლის პროდუქტებს აწარმოებს და მშვენიერი არჩევანი იქნება თქვენი ადრესატისთვის. სხვადასხვა ტიპის ნაკრებებზე ხშირად გიყვებით, თუმცა Smart Radiance განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. ნაკრების შემადგენლობაშია: რევიტალიზაციისა და მოშვებული კანისთვის განკუთვნილი, მსუყე, ხანგრძლივად დამატენიანებელი საცხი, რომელიც აღადგენს დამცავ ბარიერს, ღრმად კვებავს კანს და ხდის მას ბზინვარესა და კაშკაშასა. ასევე შეფუთვაშია ექსფოლიატორი, კანის ღრმა გამწმენდი საშუალება, რომელიც მშრალი და ძალიან მშრალი კანისთვისაც კი რეკომენდებულია.

HEATHCOTE & IVORY. ხელის კრემის ნაკრები საახალწლო Sarra Miller

და ბოლოს, რადგან Secret Santa-ს სეზონის პიკსაც მივაღწიეთ, ძალიან ხელმისაწვდომ, თუმცა ულამაზეს ნაკრებს გთავაზობთ. ჰესკოტი და აივორის ყველა შეფუთვა ხელოვნების ნიმუშია, შესაბამისად, საახალწლო სერიაც არ არის გამონაკლისი. სარა მილერის სასაჩუქრე ნაკრების შემადგენლობაშია: ხელის კრემი2 ცალი და აბაზანის ტაბლეტი, რომელიც თერაპიული, განსატვირთი დანიშნულებისაა. გაავსეთ აბაზანა, ჩააგდეთ ტაბლეტი და ისიამოვნეთ შინ გამართული სპა სესიით.

გვჯერა, რომ მთავარი, რასაც საჩუქრით სხვა ადამიანისადმი გამოვხატავთ – მზრუნველობის აქტია. თუ ახლა ფიქრობ, რით გაახარო შენი ადრესატი PSP-ს სააფთიაქო ქსელის ფილიალებს ან Psp.ge-ს შეგიძლია ეწვიო ჩვენ კი, ბედნიერ, ჯადოსნური მომენტებით სავსე 2025-ს გისურვებთ.

PSP

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

Scroll To Top