სიცოცხლისა და ახალგაზრდობის გამარჯვება

24.03.2022

რა სურთ ქალებს? ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი რისი შეთავაზებაც ცხოვრებას შეუძლია. თავგადასავლები, წინააღმდეგობები, გადალახული ბარიერები, დამარცხება, სწავლა, წამოდგომა, ძიება, პოვნა, შეუცნობლის ამოცნობა და მარადიული ახალგაზრდობა, რატომაც არა?! სამწუხარო, ან იქნებ სასიხარულოც კი არის ის, რომ დროის შეჩერება შეუძლებელია, თუმცა მისი თანმდევი პროცესების გადავადების საიდუმლო დისციპლინაში, სწორ რუტინასა და კიდევ უფრო ზუსტად შერჩეულ პროდუქტებში უნდა იყოს. 

სიცოცხლის გამარჯვების სახელის მქონე იტალიური ბრენდი ბიონიკე ანტი-ასაკობრივი მოქმედების პროდუქტებს რამდენიმე გამაში შლის და გაძლევთ საშუალებას თავად აირჩიოთ თქვენთვის სასურველი კომბინაცია.  

DEFENCE MY AGE

ბიოტექნოლოგიურად დამუშავებული პოლისაქარიდი რთულად ჟღერს, თუმცა დერმაში საკმაოდ ადვილად შეწოვადი ინგრედიენტია, რომელიც დამასკის ვარდსა და სხვა ძვირფას, ბუნებრივ კომპონენტთან ერთად იდეალურ სინერგიას ქმნის. ხაზის მთავარი ანტიოქსიდანტი ასკორბინის მჟავაა, რომელიც C ვიტამინის სახელით არის ცნობილი. ის აუფერულებს პიგმენტურ ლაქებს, ერთ ფერში მოჰყავს სახის კანი და ხდის მას ბზინვარეს. ბიონიკე ხანგრძლივ ეფექტზე აკეთებს აქცენტს და ეხმარება ორგანიზმს გამოიმუშაოს ბუნებრივი ამინომჟავა სერინი, რომელიც ორგანიზმის ყველა უჯრედში გვხვდება და მთელ რიგ მეტაბოლურ ფუნქციებს არეგულირებს. Defence my age-ს რეკომენდაციას უწევენ 50 + ასაკის ქალბატონებისთვის.

RENEWING DAY CREAM

მომხარებელთა უმეტესობა აღნიშნავს, რომ დღის კრემი ძალიან მსუბუქი, თუმცა ეფექტურია. მისი დელიკატური ყვავილოვანი სურნელი კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის საცხის მოხმარებას სახესა და ყელის არეზე;  რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ დეკოლტეს ზონა, სადაც ყველაზე მკაფიოდ ჩანს ასაკობრივი ნიშნები. ფორმულა ებრძვის სიმშრალეს, ელასტიურობის დაკარგვას მაშინაც კი, თუ მისი განმაპირობებელი ფაქტორი ჰორმონალური ცვლილებებია. 

RENEWING NIGHT CREAM

ღამის საცხი მდიდარია ჰიალურონის მჟავით და ისეთი მსუყე დამატენიანებელი კომპონენტებით, როგორიცაა იაპონური კედარი და შიის კარაქი. პროდუქტი სასიამოვნოა როგორც ნორმალური, ასევე მენოპაუზის პერიოდში გამომშრალი კანისთვის. 

DEFENCE SKINERGY

ბიონიკეს სკინერჯის ხაზი ინოვაციური ფორმულით, ადაპტოგენის კომპლექსით არის შექმნილი, რაც კანის უჯრედულ დონეზე განახლებას, ბიოენერგიის აქტივაციას და ანტი-სტრესულ მოქმედებას გულისხმბს. მისი მთავარი სლოგანია „გაათავისუფლე კანქვეშა ენერგია“.

წითელი შეფუთვის პროდუქტების გამოყენება აძლიერებს კანის დამცავ ბარიერს და ებრძვის ასაკობრივი ნიშნების გამოვლენას. გამონაბოლქვი, ულტრაიისფერი სხივები და სიგარეტის კვამლიც კი, შეიძლება გახდეს ხაზებისა თუ ნაოჭების მაპროვოცირებელი ფაქტორი, მის შესაჩერებლად კი შესაბამისი რუტინაა საჭირო. სკინერჯის ხაზის თითოეული პროდუქტი მაღალი ტოლერანტობით გამოირჩევა, ყველაზე სენსიტიური კანის შემთხვევაშიც კი  ტესტირებულია ნიკელზე, არ შეიცავს პრეზერვატივებს, შემნახველ ნივთიერებებს, პარფიუმსა და გლუტენს.

სკინერჯის ხაზი განსაკუთრებულია იმ სენსორული შეგრძენებების მხრივაც, რომელსაც მომხარებელს ანიჭებს. იმისთვის, რომ განსაზღვროთ როგორი სტრუქტურის საცხი გეკომფორტულებათ, თავად შეგიძლიათ შეარჩიოთ შედარებით მსუბუქი, გელისებრი კრემი ან მსუყე, ბალზამისებრი საშუალება. 

REACTIVATING BALM

სკინერჯის მშრალი და ძალიან მშრალი კანისთვის განკუთვნილი აქტივატორი ბალმი აუმჯობესებს კანის ფერსა და სტრუქტურას. კანზე შეხებისთანავე დნება, ამცირებს სიმშრალით გამოწვეული დაჭიმულობისა და დისკომფორტის შეგრძნებას. ყველაზე მკაცრი კლიმატური პირობებისასაც კი, დიდი ხნის მანძილზე უნარჩუნებს კანს ტენიანობას. 

REACTIVATING CONCENTRATE AMPOULES

იცოდით, რომ ამპულები გაცილებით მაღალი კონცეტრაციის ფორმულით არის წარმოდგენილი ვიდრე ყველაზე ეფექტური შრატიც კი? 

  • პროდუქტი მომენტალურად აგლუვებს კანს;
  • ანიჭებს მას დასვენებულის იერს;
  • ზრუნავს აბრეშუმისებრ, რბილ, ერთგვაროვან სტრუქტურაზე;

სკინერჯის ხაზი არ ნიღბავს პრობლემებს, ის აგვარებს მათ!

DEFENCE XAGE ULTIMATE

მომხიბვლელ იასამნისფერ შეფუთვაში ნამდვილი გაზაფხულია გამომწყვდეული. ნაოჭების საწინააღმდეგო ხაზი გამაახალგაზრდავებელი, ბიონიკეს დაპატენტებული ფორმულით – REJUVENATE SGF-ით არის ფორმულირებული, რომლის მთავარი მიზანიც უჯრედული მეტაბოლიზმის დაჩქარება, შესაბამისად რეგენერაციის დონის გაზრდაა. ხაზი ეფექტურია როგორც უკვე გაჩენილი ნაოჭების შესავსებად, ასევე მათ საწყის სტადიაზე. რა თქმა უნდა, არავინ გვპირდება კოსმეტოლოგიური შემავსებლების ჩანაცვლებას, თუმცა მაქსიმალურ ეფექტს იძლევა კოლაგენისა და ელასტინის სინთეზის სტიმულირების ხარჯზე. პროდუქტები მოქმედებს ჰიალურონის განლევის შეფერხებით, რაც აკავებს კანში ტენიანობას. პროდუქცია ტესტირებულია ნიკელზე, კონსერვანტებსა და გლუტენზე, რაც ტოლერანტულს ხდის მას ნებისმიერი ტიპის კანის შემთხვევაში. 

როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, დროის შეჩერება შეუძლებელია, თუმცა სწორად შერჩეული პროდუქტებით, მისი თანმდევი ნიშნების შეფერხება კი ნამდვილად არის შესაძლებელი. სწორედ ამიტომ ირჩევენ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრები ქალები – ბიონიკეს, სიცოცხლისა და ახალგაზრდობის გამარჯვებას. 

BionikeGeorgia
bionike_georgia/

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top