დეკორატიული კოსმეტიკა სენსიტიური კანისთვის

26.10.2021

დიდი ხანია, რაც მაკიაჟი უბრალოდ დეკორატიული კოსმეტიკის საზღვრებს გასცდა და თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებად იქცა. საყვარელი ფერების, შერჩეული პროდუქტებისა და სტილის მიხედვით, გარე სამყაროსთვის საკუთარ გზავნილს განვსაზღვრავთ, ჩვენი თავის ყველაზე საინტერესო სურათს ვქმნით. ვთანხმდებით, რომ მაკიაჟით თუ მის გარეშე, ჩვენი სილამაზე უნიკალური და ინდივიდუალურია, თუმცა მაინც სამწუხარო იქნება, თუ დეკორატიულ კოსმეტიკაზე უარის თქმის მიზეზი კანის მომატებული მგრძნობელობა გახდება.

იტალიურ ბრენდ ბიონიკეს ექსპერტები გვიყვებიან, თუ რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს სენსიტიური კანისთვის არასწორად შერჩეულმა დეკორატიულმა კოსმეტიკამ.

პუდრი, ტონალური, პრაიმერი, ბრონზერი, ბლაში 

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საშუალებები არც თუ ისე სახარბიელო შემადგენლობისაა და შეიცავს ტყვიას ან სხვა მძიმე მეტალს, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას და საკუთრივ კანს. არასწორად შერჩეული პროდუქცია ხელს უწყობს დერმის გამოშრობას, გაუწყლოვნებასა და აქერცვლას, რაც ქავილით, დაჭიმულობით, გამონაყარითა და სხვა ტიპის დისკომფორტით ხასიათდება.

თვალის ფანქარი, ტუში, ჩრდილები

გაგიკვირდებათ და მთელ სხეულზე ყველაზე თხელი და ნაზი კანი სწორედ თვალის გარშემოა. 5 მილიმეტრამდე სისქის ქსოვილი ყველაფერს იდეალურად იწოვს. რამდენადაც სასიხარულოა ეს ფაქტი, იმდენად შემაშფოთებელი შესაძლოა გახდეს მათთვის, ვისაც კოსმეტიკური საშუალების შერჩევისას ფორმულის წაკითხვა არც თუ ისე იზიდავს.  ალერგიული პროდუქტების გამოყენებისას განსაკუთრებით ხშირად, ღიზიანდება თვალის ლორწოვანი გარსი, რაც ხასიათდება ცრემლდენითა და წვით. იმ შემთხვევაში თუ პროდუქტი კანთან არატოლერანტულია, მომხარებელს აწუხებს ქუთუთოების სიმშრალე, აქერცვლა და  ქავილი. დადგენილია, რომ დისკომფორტის გამომწვევ ფაქტორებს შორის მოწინავეა პროდუქტის ე.წ შემნახველები, პრეზერვატივები ან ისეთი  ცნობილი ალერგენები, როგორიც პარფიუმია. 

ტუჩსაცხი, ტუჩის ფანქარი და მბზინავი გლოსი

ქალი სიცოცხლეში რამდენიმე კილოგრამ ტუჩსაცხს მიირთმევს. ეს დეკორატიული კოსმეტიკის ერთადერთი პროდუქტია, რომელიც პირდაპირ ხვდება  პირის ღრუში, ამიტომ მისი შერჩევისას განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. 

 იტალიური ბრენდი ბიონიკე განსაკუთრებით სუფთა, ალერგენებისგან დაცლილ ფორმულებს გვთავაზობს. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს კანის გაღიზიანების რისკს, მაგრამ მინიმუმამდე ამცირებს გამომწვევ ფაქტორებს. 

ახლა კი, რამდენიმე მარტივი რჩევა დამწყებთათვის #ამარტაგირჩევთ

დაიწყეთ სუფთა კანით 

ნომერ პირველი რჩევა კანის მოვლის საშუალებების სწორი შერჩევა და დერმის იდეალური გასუფთავებაა. ნებისმიერი გამაღიზიანებელი, რომელიც შესაძლოა მაკიაჟის ნარჩენების, დღის განმავლობაში მოხვედრილი გამონაბოლქვისა თუ მტვრის ნაწილაკების სახით იყოს წარმოდგენილი, ზრდის თქვენი კანის სენსიტიურობას. 

არ დაგავიწყდეთ პრაიმერი

იმისთვის, რომ კანის დამცველობითი ფუნქცია გაძლიერდეს, სტრუქტურა ერთგვაროვანი გახდეს და პროდუქტი პირდაპირ არ მოხვდეს დერმაზე, აუცილებელია არ გამოტოვოთ მაკიაჟის არცერთი საფეხური და დაიწყოთ პრაიმერით, რომელიც საუკეთესო ბაზას ქმნის ვიზაჟისთვის. 

DEFENCE COLOR PRIMER

TONE-EVENING BASE

მაგალითად, კონკრეტულად ეს პრაიმერი ათანაბრებს კანის სტრუქტურასა და ფერს, ვიზუალურად შეუმჩნეველს ხდის ფორებს და უზრუნველყოფს მაკიაჟის მდგრადობას მთელი დღის მანძილზე. 

შეამოწმეთ ფორმულა

დარწმუნდით, რომ პროდუქტი რომელსაც იყენებთ, მცირე რაოდენობით ტრიგერს შეიცავს. ბიონიკეს დეკორატიული კოსმეტიკის დიფენს ქოლორ ხაზი ნიკელზეა ტესტირებული, რაც მძიმე მეტალის მინიმალურ შემცველობას გულისხმობს, ამავდროულად არ შეიცავს პარფიუმსა და პარაბენებს. 

გააკეთეთ აქცენტი კონკრეტულ შტრიხებზე

იმისთვის, რომ თქვენს ბუნებრივ სილამაზეს გაუსვათ ხაზი, შესაძლოა სახის იმ ელემენტზე გაამახვილოთ ყურადღება, რომელიც განსაკუთრებით მოგწონთ. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ თვალის მაკიაჟზე კონცენტრირდებით, შესაძლებლობა გაქვთ ვიზუალურად დაიგრძელოთ ან პირიქით, შეივიწროვოთ ჭრილი, დახაროთ ან აწიოთ ქუთუთო, მზერა მოადუნოთ ან პირიქით, უფრო გამომხატველი გახადოთ.

DEFENCE COLOR 3D

WATERPROOF  MASCARA

ბიონიკეს ეს კონკრეტული წამწამების ტუში აერთიანებს სიგრძისა და მოცულობის მიმანიჭებელ ჯაგრულებს. გარდა იმისა, რომ პროდუქტი ინტენსიური შავი შეფერილობისაა და იდეალურად გამოკვეთს წამწამის თითოეულ ღერს, თავსებადია სენსიტიურ თვალთან და შესაძლებელია მისი მოხმარება მაშინაც კი, თუ კონტაქტურ ლინზებს ატარებთ. 

DEFENCE COLOR 

COMPACT EYESHADOW

მსუბუქი ფორმულა ადვილად იბლენდება ქუთუთოზე და იდეალურ ხავერდოვან ტონალობას ქმნის. გარდა იმისა რომ 12 ფერიან პალიტრაში თქვენთვის სასურველ კომპაქტურ ჩრდილს აუცილებლად აღმოაჩენთ, ოფთალმოლოგიურად ტესტირებული პროდუქტის გამოყენება თავდაჯერებულად შეგიძლიათ.

DEFENCE COLOR 

EYE PENCIL FOR INNER AND OUTER LASH LINES

ეს ფანქრები კი 7 ფერშია წარმოდგენილი, შესაბამისად ნებისმიერი ტიპის, ყოველდღიური თუ საღამოს მაკიაჟისთვის საჭირო ტონალობას ადვილად აღმოაჩენთ. 

იყავით თავდაჯერებული

ჩვენ გვჯერა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა შინაგანი თავდაჯერებულობის პოვნაა. სწორედ ამიტომ, ბიონიკეს დეკორატიული ხაზის მთავარი სიმბოლო – პეპელაა, სამყაროში ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი არსება, რომელიც ძალიან გრძელ და საინტერესო გზას გადის სრულ მეტამორფოზამდე. იბრწყინეთ, იკაშკაშეთ, იყავით თავდაჯერებული!

PHARM HOUSE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top