სილამაზე, ეს შეგრძნებაა!

13.10.2021

გიფიქრიათ იმაზე, რომ სილამაზე რეალურად შეგრძნებაა? საკუთარი თავის აღქმისას თავდაჯერებულობისთვის იმის გააზრებაც კი კმარა, რომ ნებისმიერი მოვლისა და დეკორატიული პროდუქტის დანიშნულება არა ნაკლოვანებების შენიღბვა, არამედ ჩვენს ბუნებრივ სილამაზეზე ხაზგასმაა..

ბიონიკეს პრემიუმ კლასის პარფიუმერია, ქალებისთვის სწორედ ამ გზავნილს ატარებს. თითოეული პროდუქტი შექმნილია მრავალწლიანი ლაბორატორიული კვლევებისა და დაკვირვების შედეგად, შესაბამისად მისი დანიშნულებაა მაქსიმალურად კომფორტულად გაგრძნობინოთ თავი, მაშინაც კი, თუ ჰიპერსენსიტიური და ალერგიული კანი გაქვთ. #ამარტა გიყვებათ, თუ რატომ უნდა მიაშუროთ ფარმაცევტული სახლის უახლოეს ფილიალს და შეიძინოთ იტალიის სააფთიაქო ბაზრის #1 ბრენდი.

#1 პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი

ეკონომიკური გამოთვლებისა და პროგნოზების მიუხედავად, პანდემიურ რეალობაში ჩვენი მყიდველობითი უნარები არ შეცვლილა. დიახ, ჩვენს ცხოვრებაში სავალდებულო აქსესუარი – პირბადე გამოჩნდა, რომელიც ყოველდღიურად გვიფარავს სახის უმეტეს ნაწილს, თუმცა ამას დეკორატიული კოსმეტიკის გაყიდვებზე დიდად არ უმოქმედია, პირიქით, მაჩვენებელი რიგი პროდუქტების შემთხვევაში – გაიზარდა. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ მაკიაჟი რიტუალია, რომელიც განტვირთვაში გვეხმარება და საკუთარი თავის სიამოვნებისთვის გვჭირდება. მნიშვნელობა არ აქვს უპირატესობას მინიმალიზმს თუ სრულ გრიმს ანიჭებთ, აუცილებელია, რომ თქვენი საყვარელი პარფიუმერული ბრენდი პროდუქციის ფართო სპექტრით იყოს წარმოდგენილი, რათა ტუჩსაცხისა და ტუშის ძიება სხვადასხვა დახლზე არ მოგიწიოთ. „ბიონიკე“  ის ბრენდია, რომლის შეყვარების შემდეგ შეგიძლიათ ისიამოვნოთ აღმოჩენით და მთლიანი რუტინა თუ კოსმეტიკის ჩანთა მისი პროდუქციით დააკომპლექტოთ.

#2 შექმნილია კანის ნებისმიერი მდგომარეობისთვის

რისიც ღრმად მწამს არის ის, რომ კანის კონკრეტული პათოლოგიებისა და მაკიაჟის უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ წარმოდგენები ხშირად არ არის მართებული და ეს სტიგმა დასაძლევია. ამის ნათელი მაგალითი „ბიონიკე“-ა. რატომ? იმიტომ რომ კამუფლიაჟი, რომელსაც ეს ბრენდი გთავაზობთ, შექმნილია ქრონიკული ან პერიოდული დისკომფორტის დასაფარად. კერძოდ: დეპიგმენტაცია, ვიტილიგო, შრამი, ტრავმის ვიზუალური გამოვლინება (დამწვარი უბანი) აკნე, გამონაყარისგან დატოვებული ნაწიბურები და სხვა ყველაფერი რაც შესაძლოა გიქმნიდეთ გარკვეულ დისკომფორტს და რისი დაფარვაც შეიძლება გსურდეთ, კამუფლიაჟით თავისუფლად მოგვარდება.  

DEFENCE COVER

STICK FOUNDATION 

ეს ისეთი ტონალური სტიკია, რომელიც გამოიყენება მთელს სხეულზე. მაღალი დაფარვის წყალობით, სრულად ნიღბავს ტატუაჟს, გამონაყარს, კანის არაერთგვაროვან ფერს და ნაწიბურებს. თავდაპირველად გადაისვამთ იმ უბანზე, რომელზეც გსურთ მოქმედება, შემდეგ კი თითის ბალიშებით ან სველი ღრუბლით გადაინაწილებთ ისე, რომ მაქსიმალურად მიუახლოვდეს პროდუქტი კანის ბუნებრივ ტონს. აქვე, კიდევ ერთი უპირატესობა: სტიკი შეიცავს SPF 30-ს, მზისგან დამცავ მინერალურ ფილტრს და ყოველდღიური გამოყენებისთვისაც იდეალურია.

DEFENCE COVER

CORRECTIVE FLUID FOUNDATION

თუ სტიკის შედარებით მყარი სტრუქტურა თქვენთვის არც თუ ისე კომფორტულია, თუმცა კამუფლიაჟის ეფექტის მიღწევა გსურთ – ფლუიდის ტიპის ტონალური თქვენთვისაა. ფორმულა თითქმის ანალოგიურია პარფიუმისა და სხვა ალერგენების გარეშე, მინერალური მზისგან დამცავი ფილტრით. 

#3 ფორმულები, ფორმულები და კიდევ ფორმულები

რამდენჯერაც არ უნდა შევაქოთ ბიონიკეს ფორმულები, არასდროს იქნება საკმარისი, რადგან მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელ ბრენდს ნახავთ, რომლებიც შემადგენლობით სრულად პასუხობენ საკუთარ დაპირებას. „ბიონიკე“ გვაჯერებს, რომ მისი დეკორატიული კოსმეტიკა სრულად თავსებადია ალერგიულ კანთანაც კი, რის მისაღწევადაც ფორმულა მაქსიმალურად არის დაცლილი ცნობილი ალერგენებისგან. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი უნიკალურია და მისი კანის მგრძნობელობაც ბოლომდე შეუცნობელი ფენომენია, თუმცა რიგ შემთხვევებში დეკორატიული კოსმეტიკისადმი დაბალ ტოლერანტულობასა და დისკომფორტს იწვევს: ნიკელი, გლუტენი ან პარფიუმი. „ბიონიკე“-ს ფორმულები სრულად თავისუფალია აღნიშნული ინგრედიენტებისგან.

DEFENCE COLOR SUN TOUCH 

COMPACT BRONZING POWDER

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულს დავემშვიდობეთ, სეზონის ნამდვილი ტრენდი შემოდგომასაც გადმოჰყვა. ყოველდღიურობას უხდება ნამზეურის მსუბუქი ეფექტი, რომელიც თბილი სეზონების მონატრებას კიდევ უფრო ამძაფრებს. „ბიონიკე“-ს Sun Touch-ი ნამდვილად მზის სხივივით ეცემა კანს… პროდუქტი შეგიძლიათ გამოიყენოთ ტონალურის გარეშეც, რადგან იდეალურად ნაწილდება კანზე. მაქსიმალურად ბუნებრივი, სასიამოვნო პიგმენტაციის გამო იდეალურია კონტურინგისთვის, ანუ იმ ადგილების გამოსაკვეთად, რომლის ვიზუალური

ხაზგასმაც გსურთ. ფორმულა მსუბუქია, არ იფხვნება და არ აქვს ზედმეტი დანაკარგი, ამავდროულად შეიცავს ვიტამინ E-ს, რომელიც პუდრისებრი საშუალებების მიერ გამოწვეულ დისკომფორტს, კანის გამოშრობას აგაცილებთ თავიდან. 

დღევანდელი სტატია დაუსრულებლად შეიძლება გაგრძელდეს, რადგან „ბიონიკე“-ს დეკორატიული კოსმეტიკა ჩემთვისაც ნამდვილი აღმოჩენაა, ამიტომ მის ბენეფიტებზე საუბარს სამომავლოდაც გავაგრძელებთ და იდეალური მაკიაჟის ხრიკებსაც განვიხილავთ. მომავალ შეხვედრამდე კი ბრენდის მთავარ გზავნილს გიტოვებთ, რომელიც მუდმივად უნდა ვუმეოროთ საკუთარ თავს „სილამაზე – ეს შეგრძნებაა“…

PHARM HOUSE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top