14.06.2021

დღეს, მსოფლიოში არსებულ ყველაზე დიდ და უფასო სპაზე უნდა მოგიყვეთ. იმ ფენომენალურ ადგილზე, რომლის სამკურნალო თვისებებიც ძველი წელთაღრიცხვიდან არის ცნობილი და დღემდე მოთხოვნად სამკურნალო-რეკრეაციულ ლოკაციას წარმოადგენს. გაიცანით, ეს „მკვდარი ზღვაა“ – ბუნების ნამდვილი საჩუქარი! 

შემთხვევით არ აღვნიშნეთ, რომ განსაკუთრებულ ფენომენზე ვსაუბრობთ. მკვდარი ზღვის უნიკალურობად კმარა ის ფაქტი, რომ მისი ფსკერი ყველაზე დაბალი ადგილია დედამიწაზე, ან, რომ წყალი 10-ჯერ უფრო მლაშეა ვიდრე სხვა ზღვებში. ასევე, არც ის არის მითი, რომ მარილის ასეთი მაღალი შემცველობის გამო მის ფსკერზე წყალმცენარეები თუ ცოცხალი არსებები ვერ ხარობენ და რა გულითაც არ უნდა გვინდოდეს, „ანდადასი“ ქალთევზებს ნამდვილად ვერ აღმოაჩენენ.

მაგრამ არსებობს ერთი გამორჩეული ისტორიული ფაქტი, ერთი ისეთი მაგრამ, რომლის გამოც ეგვიპტის ბოლო ქალი ფარაონი, კლეოპატრა რომის იმპერატორს, დიდებულ ჰეროდეს დაუპირსპირდა და ლამის მთელი სამეფო შესწირა ამ ბრძოლას. მაშ ასე,  მკვდარი ზღვის წყალი 26-ზე მეტ სასარგებლო მინერალს შეიცავს და ჩამონათვალის უმეტესობა უნიკალურია. მდიდარი საბადოს ინგრედიენტთა ნუსხა ასე გამოიყურება: მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი, ბრომი, ქლორიდი.. ძველ ეგვიპტეში, საპნის, საცხისა და სხვა კოსმეტიკური საშუალებების წარმოებისთვის სწორედ მკვდარი ზღვის მინერალებსა და ტალახს იყენებდნენ. კლეოპატრა იბრძოდა ზღვის შესანარჩუნებლად, ჰეროდეს კი მკვდარი ზღვის მითვისება დაჭრილი მეომრების სამკურნალოდ სურდა.  არ გეგონოთ კლეოპატრამ საკუთარ რუტინას გადააყოლა სამეფო, არა, მედიცინის ფუძემდებელმა ეგვიპტელებმა კარგად იცოდნენ ის, რაც დღეს ისრაელის ტურიზმს ასტიმულირებს. მკვდარი ზღვის სამკურნალო თვისებები ბალნეოთერაპიის განვითარების საწინდარი გახდა. დერმატო-კოსმეტოლოგები თანხმდებიან უნიკალური მინერალების სამკურნალო თვისებებზე როგორც ფსორიაზის, ასევე აკნესა და სხვა დაავადებების შემთხვევაში. სწორედ ამიტომ, აღნიშნული „ბუნების საჩუქარი“ აქტიურად გამოიყენება კოსმეტიკური პროდუქციის წარმოებაში.

მაგნიუმის და ბრომიდის მაღალი შემცველობის გამო, მკვდარი ზღვის მინერალებს ალერგიული რეაქციების დაამება და დისკომფორტის მოხსნა შეუძლია. გამომდინარე იქიდან, რომ თავად ნედლეული საკმაოდ ძვირადღირებული და რთულად მოსაპოვებელია, მკვდარი ზღვის მინერალებით გაჯერებული მოვლის საშუალებები უმეტესად პრემიუმ ხარისხისაა.

უნიკალური ფორმულა თითქოს ბუნებამ დააპატენტა აღმდგენი, დამატენიანებელი და გამაახალგაზრდავებელი მოქმედებისთვის. შესაბამისად, გამორჩეული ბრენდები მინერალების ძალას მაქსიმალურად ითვისებენ და შემადგენლობას ზედმეტად არ ტვირთავენ არაორგანული წარმოშობის ელემენტებით. 

სხეულის მოვლის საშუალებების პრემიუმ პროდუქციის მწარმოებელთა შორის გამორჩეულია ბიო-რომი. მკვდარი ზღვის უნიკალური მარილის, ტალახისა და მინერალების კომპლექსი 150-ზე მეტი სახის ინოვაციური პროდუქტის საფუძველს წარმოადგენს.  30 წელზე მეტია, რაც ბიო-რომი კოსმეტიკურ ბაზარზეა და ევროკავშირის სტანდარტების უმაღლეს შეფასებას იმსახურებს.  აქვე გიზიარებთ იმ სამ საკვანძო ღირებულებას, რომელიც ეფექტური საშუალებების მწარმოებელ ბრენდს, კიდევ უფრო უმაღლებს რეპუტაციას სძენს.  

  1. პროდუქცია არ იტესტება ცხოველებზე 

უცნაური იქნებოდა, რომ კომპანია, რომელიც ბუნების ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ საჩუქარს იყენებს ფორმულის შესაქმნელად, პროდუქტს ცოცხალ არსებებზე ტესტავდეს. თუმცა ვაღიაროთ, რომ თანამედროვე მსოფლიოში ცხოველებზე თუ გარემოზე ზრუნვა უფრო ტრენდულია, ვიდრე რეალური. სწორედ ამიტომ მქუხარე აპლოდისმენტებით და ფეხზე წამოდგომით ვგულშემატკივრობთ ყველა ბრენდს, რომელიც თავის ღირებულებების ერთგულია წარმოების ნებისმიერ ეტაპზე. ბიო-რომი მკაცრად აღნიშნავს, რომ პროდუქცია არ იტესტება ცხოველებზე, რადგან ეს მათ პოლიტიკას სასტიკად ეწინააღმდეგება!

  1. წარმოების პროცესი მდგრადია

იცოდით რომ მკვდარი ზღვა სერიოზული ეკოლოგიური საფრთხის წინაშეა? მისი წყლის დონე ყოველწლიურად იკლებს და ათეულ წელში სრული გაქრობა ემუქრება. ბუნების კანონებს ვერ შევეწინააღმდეგებით და ვერც შევაჩერებთ, ამიტომ მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომპანია, ბიო-რომის მსგავსად მოიქცეს და მინერალების მოპოვებისა თუ პროდუქციის წარმოების პროცესში, მაქსიმალურად მდგრადი პოლიტიკის გამტარებელი იყოს. 

  1. პროდუქცია სრულად ვეგანურია

ღირებულებების ერთგულებაზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდი, რომელიც არ ტესტავს პროდუქტს ცხოველებზე, არც ცხოველური წარმოშობის კომპონენტებს იყენებს ფორმულების შედგენისას.

რა თქმა უნდა, ვერავითარი პოლიტიკა და განვითარების კურსი ვერ მოხიბლავს მომხარებელს,  თუ პროდუქტის ხარისხი არ შეესაბამება მის ღირებულებას. ბიო-რომის შემთხვევაში ეს ყველაფერი სრულ-თანხვედრაშია ან პირიქით, მიღებული შედეგი მოლოდინს აჭარბებს. საქართველოში, თვეებია, რაც პსპ-ს დახლებიდან ქრება ბიო-რომის სკალპი სკრაბი. ვეთანხმები თითოეულ კმაყოფილ მომხარებელს, ჩემთვისაც,  ცხიმიანობის რეგულირების, თავის კანის დატენიანების, გაჯანსაღების, ჭუჭყის მოშორებისა და სისუფთავის შენარჩუნებისთვის საუკეთესო საშუალება, უპირობოდ ბიო-რომის სკალპის სკრაბია. თუმცა, თვალთახედვის არიდან არ უნდა გამოგვრჩეს სხეულის მოვლის სრული ხაზი, იქნება ეს შხაპის მიღებისას თუ მიღების შემდეგ გამოსაყენებელი საშუალებები. 

არ ვიცი, დღეს რომ ფარაონი კლეოპატრა ცოცხალი იყოს, რომელი იქნებოდა მისი საყვარელი მოვლის საშუალება მკვდარი ზღვის მინერალების შემცველობით, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მართლაც უნიკალური ფენომენი აღმოაჩინა და ბუნების ასეთი საჩუქრისთვის ბრძოლა ნამდვილად ღირდა! 

PSP.GE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top