სპორტული მოდის კლასიკა და ახალი ტენდენციები

26.02.2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებასთან ერთად, იცვლება და იხვეწება დასვენების კულტურაც. ახალ გუდაურში, იქ, სადაც თოვლიანი მწვერვალები და თანამედროვე ინფრასტრუქტურა ერთმანეთს ერწყმის, მაღაზია Besplendid უკვე წლებია, სეზონის განუყოფელ ნაწილად იქცა. ეს არ არის უბრალოდ სავაჭრო სივრცე, არამედ ადგილი, რომელსაც ლოიალური მომხმარებლები ყოველი ზამთრის დადგომისას განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან. მათი მიზანი ერთია — შეიძინონ უახლესი, მოდური და, რაც მთავარია, ტექნოლოგიურად გამართული სათხილამურო ტანისამოსი, რომელიც მთაში სრიალს ნამდვილ სიამოვნებად აქცევს.

Besplendid-ის მთავარი ნიშა ლეგენდარული გერმანული ბრენდის, Bogner-ის ექსკლუზიური კოლექციების წარმოდგენაა. სწორედ ამ მდიდარი მემკვიდრეობისა და პრესტიჟის გათვალისწინებით გადაწყდა, რომ ახალი გუდაურის, როგორც ქვეყნის ყველაზე განვითარებადი კურორტის იმიჯს, იდეალურად მოუხდებოდა მსგავსი მაღალი კლასის ბრენდის არსებობა. ბრენდის ისტორია შორეულ 1932 წელს იწყება და ის ვილი ბოგნერმა დააფუძნა, კაცმა, რომელმაც სპორტისა და მოდის გაერთიანება განიზრახა. ეს იყო პიონერული ნაბიჯი სათხილამურო სამყაროში. ბრენდის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის მის მეუღლეს, მარია ბოგნერს, რომელმაც რევოლუციური ელასტიკური შარვლები და ბრენდირებული ელვაშესაკრავები დაამკვიდრა; ხოლო მათმა ვაჟმა, ვილი ბოგნერ უმცროსმა, კომპანია გლობალურ იმპერიად აქცია.

მაღაზიაში შესულ მომხმარებელს ორი ძირითადი ხაზი ხვდება: კლასიკური Bogner Sport და შედარებით ახალგაზრდული Fire+Ice. პირველი მათგანი პრემიუმ მიმართულებაა, რომელიც გვთავაზობს კლასიკურ ფუფუნებას. რაც შეეხება Fire+Ice-ს, ის გამოირჩევა ახალგაზრდული სპორტული იერსახითა და შედარებით ბიუჯეტური ფასით, თუმცა ინარჩუნებს ბოგნერის ოჯახის უცვლელ ხარისხს. შესაბამისად, თუ სტუმარს დახვეწილი ფუფუნება სურს, ის ირჩევს Bogner-ს, ხოლო თუ თანამედროვე, დინამიკური სტილისკენ იხრება — Fire+Ice საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
ნებისმიერ შემთხვევაში, BOGNER სამართლიანად ითვლება „სპორტული მოდის კლასიკად“, რაც, პირველ რიგში, პროდუქციის უმაღლესი ხარისხითაა განპირობებული. ბრენდის სათხილამურო სამოსი მაღალტექნოლოგიური ქსოვილებით იქმნება: წყალგაუმტარი და სუნთქვადი მემბრანები საიმედოდ ბლოკავს ნესტს და, ამავდროულად, არეგულირებს სხეულის ტემპერატურას, რაც მშრალი და თბილი მიკროკლიმატის გარანტიაა. გამძლეობასა და მოძრაობის სრულ თავისუფლებას პოლიამიდისა და ელასტანის სპეციალური ნაზავი უზრუნველყოფს — მასალა მრავალი სეზონის განმავლობაში ინარჩუნებს პირვანდელ, ელეგანტურ ფორმას. რაც შეეხება სითბოს, პრემიუმ კლასის ბუნებრივი ბუმბულისა და ინოვაციური სინთეზური იზოლაციის წყალობით, სამოსი მსუბუქია, თუმცა ყინვაგამძლე. შიდა ფენების ჰიპოალერგიული და რბილი ტექსტურა კი მთელი დღის განმავლობაში სასიამოვნო შეხებისა და კომფორტის განცდას ტოვებს.

მიმდინარე სეზონზე Besplendid-ის ვიტრინებში მშვიდი და დახვეწილი ტონები ჭარბობს. წლევანდელი კოლექცია უპირატესობას ბეჟ, თეთრ და რუხ ფერებს ანიჭებს. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ბოლო ორი წლის ტენდენცია — ვილვეტის ორეულები, რომლებიც სპეციალური ტექნოლოგიითაა გარდაქმნილი სასრიალო ეკიპირებად. ქალბატონებში კი კვლავ უცვლელი პოპულარობით სარგებლობს დახვეწილი მთლიანი კომბინეზონები. გარდა ზედა სამოსისა, წარსულს ჩაბარდა მრავალფენიანი ჩაცმის დისკომფორტიც: Besplendid-ში წარმოდგენილი „first layer“ თერმო ტანსაცმელი, რომელიც ოთხმხრივად წელვადი და სუნთქვადი ქსოვილებისგან იკერება, საშუალებას იძლევა, მინიმალური აღჭურვილობით შეინარჩუნოთ სითბო. საბოლოო შტრიხებისთვის მაღაზია ზრუნავს სრულ აღჭურვილობაზეც: ფეხსაცმელები, ჩაფხუტები, სათვალეები და წელს უკვე სიახლის სახით დამატებული სასრიალო ფუნქციური ჩანთები მომხმარებელს სრული კომფორტის გარანტიას აძლევს.

საგულისხმოა, რომ წელს Besplendid-მა გააფართოვა არეალი და ბაკურიანში, სასტუმრო „კოხტა-ბაკურიანის“ ტერიტორიაზე ახალი, პატარა ფილიალი გახსნა. გარდა ამისა, ამოქმედდა ვებგვერდიც, რომელიც სასურველი პროდუქციის მიწოდებას თბილისის მასშტაბითაც უზრუნველყოფს. სამომავლო გეგმები კიდევ უფრო ამბიციურია და მოიცავს დედაქალაქში მაღაზიის გახსნას, რათა მთის გლამური და ხარისხი მომხმარებლისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. Besplendid აგრძელებს ზრდას, რათა მთაში სრიალი იყოს არა მხოლოდ სპორტი, არამედ ესთეტიკური და კომფორტული თავგადასავალი.