ექიმი დერმატოლოგი მაკა მანჯგალაძე

ტონალურები და ყველაფერი ის,
რაც ამ ტონებში იმალება

თანამედროვე მაკიაჟი წარმოუდგენელია ტონალური კოსმეტიკური საშუალებების გარეშე. ტონალური კრემი ვიზაჟისტების უმთავრესი პროდუქტია და მას უმდიდრესი ისტორია აქვს. ეს ისტორია ნამდვილ ვოიაჟს ჰგავს, რომელიც დასრულდა შესანიშნავი ინგრედიენტებით არაჩვეულებრივ ფორმულებში. მათ გარეშე წარმოუდგენელია თითოეული ქალის მაკიაჟი და თავდაჯერებულობა.
ისტორია კი ასე იწყება:
კანის ფერით მანიპულირება პირველად უძველეს ბერძნებს და რომაელებს გადაუწყვეტიათ. ისინი ქათქათა თეთრ კანს ანიჭებდნენ უპირატესობას. ეს ითვლებოდა იმ დროის სილამაზის ეტალონად. იდგა 1800-იანი წლები და თეთრი, უფრო სწორად, უთეთრესი კანი გახლდათ პრივილეგიის და მაღალი კლასის სიმბოლო. მათი პირველი ტონალური იყო თეთრი ტყვიის და მერკურის შემცველი ფორმულა-წარმოუდგენლად საშიში და მომწამვლელი.
მომდევნო ტონალურმა დაბადების ადგილად თეატრი აირჩია. გერმანელმა მსახიობმა კარლ ბაუდინმა მოისურვა კარგად შეენიღბა პარიკისა და შუბლის გამყოფი ხაზი და უცნაური რამ მოიფიქრა: დაამზადა კანზე ადვილად წასასმელი ნარევი ცინკისა და ლარდის ფხვნილისგან. ეს გამოგონება ისეთი პოპულარული გახდა თეატრში, რომ ბაუდინმა კომერციული გასაღება დაიწყო მსახიობების წრეში და მისი სახელი ყოფილა: ცვილისებრი (greasepaint).
1914 წელი. Max Factor-მა წარადგინა ახლებური მაკიაჟი და მას უწოდა: Pan-Cake makeup. ეს ფორმულა მიმსგავსებული იყო კანის ნამდვილ ფერთან და დღეს ითვლება, რომ ის იყო სწორედ პირველი მაკიაჟი ფილმისთვის; და როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, მსახიობებისთვის განკუთვნილი პროდუქტი კინემატოგრაფიიდან შეცურდა ყოველდღიურ ცხოვრებაში და გახდა ყველა ქალისთვის უმნიშვნელოვანესი.
ცნობილი ქიმიკოსი კოსმეტიკის დარგში ნიკ მორანტი ამბობს, რომ მაკიაჟის ბაზა foundation, როგორი ფორმითაც არ უნდა იყოს წარმოდგენილი (მყარი, თხევადი ან სპრეი), შეიცავს ერთსა და იმავე ძირითად ინგრედიენტებს: დამატენიანებლებს, ფერს და შემავსებლებს. ბაზად ყოველთვის რჩება: წყალი, ზეთი ან ვაქსი. ტალკი, რომელიც ფერის დამხმარეა და მას კანზე თანაბრად ავრცელებს და ანაწილებს, მთავარი შემავსებელია. პიგმენტი (ტიტანიუმის დიოქსიდი, რკინის ოქსიდით და ა.შ) ქმნის ტონებს, ფერებს: წითელი, ყვითელი და შავი. ამ ფერებით კი იქმნება სასწაული: ნატურალურთან დაახლოებული კანის ფერი.

გავიდა დრო და ტონალური კრემის ფორმულა ახალი გამოწვევის წინაშე წარსდგა: ის უნდა მორგებოდა კანის სხვდასხვა პრობლემას. მორანტი ყვება, რომ ფორმულას უნდა ეპოვნა ახალი სპეციფიური ინგრედიენტები კანის სხვადასხვა ტიპისთვის. და მართლაც, ტონალური, რომელიც შეიცავს კაოლინს, თიხას და აბსორბენტ ფხვნილებს (სილიკა, ალუმინა, სიმინდის სახამებელი, ან თუნდაც ტალკი), ახშობს პრიალის ეფექტს და ამას ახერხებს კანის ცხიმოვნობის კონტროლის ხარჯზე. ეს ფორმულა ცხიმიანი კანისთვის ზედგამოჭრილია. თუკი მშრალი კანი გაქვთ, ავოკადოს, სესამის, ჰოჰობას ზეთები, სქვალენი, ან გლიცერიდები უნდა ეძებოთ თქვენი ტონალურის ინგრედიენტების ჩამონათვალში. და ბოლოს, თუკი ტონალურის შემადგენლობაში შედის სალიცილის მჟავა, ან ბენზოილ პეროქსიდი, ის გთავაზობთ აკნესთან შებრძოლებას.
თანამედროვე მარკეტმა ახალი მოთხოვნა წაუყენა უახლეს ტექნოლოგიებს: ტონალურს უნდა ჰქონოდა სპეცეფექტის (High Definition) უნარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას უნდა დაეფარა კანის ყველა ნაკლოვანება და მოემზადებინა კანი კამერისთვის. და მართლაც, იპოვეს ახალი ინგრედიენტები, უფრო სწორად სინათლის გამფანტველები (მიკა, სილიკონი, კვარცი). ასე შეიქმნა ტონალურის მაგიური უნარი-სინათლის დიფუზია და ამით კანის ნაკლოვანებების დაფარვა სიგლუვის ქვეშ. ასეთი მაღალი დეფინიციის (HD) ტონალურები მშვენიერია მშრალი კანისთვის თავიანთი დამატენიანებელი ეფექტით.
final-1
Capture Totale Super Potent Serum Foundation
დიორის ექსპერტებმა და მეცნიერებმა ერთად იმუშავეს კანის გაახალგაზრდავების 4 მიმართულებაზე: სიმკვრივე, ნაოჭი, პიგმენტაცია და ელფერი. შეიქმნა უნიკალური, უმსუბუქესი, უფაფუკესი შრატი, რომელიც კომფორტსაც გპირდებათ და წლების მოკლებასაც. დიორის ბაღებმა ფორმულას გამორჩეული ყვავილი-ლონგოზა აჩუქეს, რომელსაც კანის გაახალგაზრდავების თვისებები აქვს. ეს ახალი თაობის ფორმულაა, რომელიც აგლუვებს, ამკვრივებს, ათანაბრებს და ბრწყინვალეს ხდის თქვენს ბუნებრივ ფერს.
Lancôme Teint Miracle Hydrating Foundation
თავისი თვისებით ეს ტონალური ადასტურებს საკუთარ სახელს – Miracle. სასწაული კი არის ის, რომ კანს მყისიერად ეძლევა დატენიანება და სახის კანი თითქოს შიგნიდან ანათებს. ამ ფორმულის უნიკალურობა განპირობებულია სპეციფიკური „pearlesent“ პიგმენტით. მბრწყინავი პიგმენტები თავიანთი გლუვი ზედაპირით დაცემულ სხივს ირეკლავენ და სინათლეს აფრქვევენ კანს. ჰიდრატაციას კი განაპირობებს წყლის შემცველობა მაღალი კონცენტრაციით. თქვენს კანს ამ ტონალურის ქვეშ არასოდეს მოსწყურდება.
Givenchy Prisme Libre Skin-Caring Glow Foundation
ის ულამაზესი ტონალური ფორმულაა, სადაც კანისთვის უმნიშვნელოვანესი 2 ფაქტორი ერწყმის ერთმანეთს: ჰიდრატაცია და უბადლო დაფარვა. Givenchy-ს ბრენდმა თავის 30 წლიან გამოცდილებას სწორედ ამ ფორმულაში მოუყარა თავი და კანს უნაკლო დაფარვა და განსაკუთრებული სინათლე აჩუქა. ტონალურის 97%-ს ნატურალური ინგრედიენტები შეადგენენ. სწორედ ისინი ზრუნავენ კანის კომფორტზე და ბრწინვალებას ანიჭებენ თქვენს მაკიაჟს. ამ ფორმულის შემქმნელი კი მას ასე ახასიათებს: „ყველა თქვენი ემოციის მხარდამჭერი ყოველდღიურად“.
Play Video
Play Video
Guerlain L’Essentiel (Natural Glow/High Perfection)
ბუნებრივობა და ტონალურის პერფორმანსი აქ სრულად არის წარმოდგენილი. შეიცავს იაკონის წვენს, რომელიც აბალანსებს კანის ეკოსისტემას მისთვის დამცავი და ბარიერული ფუნქციის გასაუმჯობესებლად. თეთრი კაკაოს მარცვლების ექსტრაქტი ჰიდრატაციის უნარს აძლიერებს. ტარა და წითელი ალგე ეხმარება კანს სუნთქვაში. ამ ტონალურს აბრეშუმისებრი სიფაქიზე აქვს, ადნება კანის ზედაპირს და არასოდეს ემსგავსება ნიღაბს. Natural Glow და High Perfection თითქოს ტყუპისცალებია. პირველს მეტი განათება და ოდნავი სიპრიალე მოაქვს კანისთვის, მაშინ, როცა მეორე უფრო მეტად კანის ნაკლოვანებების დაფარვაზე კონცენტრირდება და ნაზი, ნახევრად მატე ეფექტი აქვს არჩეული. არჩევანი კი ამ ორს შორის თქვენ უნდა გააკეთოთ.
Leave a Reply

Your email address will not be published.

You May Also Like

ნანკა კალატოზიშვილის წარმატების ფორმულა

Facebook Twitter LinkedIn Copy Link

ნუ დავუშვებთ ფოტოდაბერებას!!!

ექიმი დერმატოლოგი მაკა მანჯგალაძე ნუ დავუშვებთ ფოტოდაბერებას!!! ფოტოდაბერება, იგივე სოლარული ანუ მზისგან…

Biotherm Routine – Nanka Kalatozishvili

Facebook Twitter LinkedIn Copy Link