ექიმი დერმატოლოგი მაკა მანჯგალაძე

თვალის არე
განსაკუთრებულ მოპყრობას ითხოვს

თუკი იკითხავთ, რა არის უმთავრესი თვალის ირგვლივ კანის მოვლის საქმეში, აუცილებლად გიპასუხებთ:

1. არასოდეს გამოტოვოთ თვალის არე და არ ანდოთ იგი ჩვეულებრივ სახის დამატენიანებელს; თქვენ გჭირდებათ მალამო/კრემი ან შრატი, რომელიც მიზანმიმართულად თვალისთვის არის განკუთვნილი, ანუ სპეციფიკურად  შეიქმნა თვალის კანის დაცვისთვის და დაზიანების აღმოსაფხვრელად;

2. თვალის კანის მოვლის საშუალებებში ეძებეთ ის აუცილებელი ინგრედიენტები, რომლებიც ილაშქრებენ პრობლემის წინააღმდეგ.

მუქი წრეები, ნაოჭები და თვალის „ჯიბეები“ – ეს ის სიტყვებია, რომელთაც თითქოს გავურბივართ, როცა თვალის უფაქიზეს კანზე ვსაუბრობთ. არადა, ეს პრობლემები ერთმანეთს ენაცვლებიან და ჩვენს წინაშე დგას დილემა: როგორ ავიცილოთ თავიდან თვალის დელიკატური კანის დაზიანება, როგორ დავუბრუნოთ გასხივოსნება  სახის იმ ნაწილს, რომელიც ასეთი მეტყველია და ქრონოლოგიურად ყვება ჩვენი ცხოვრების  უნიკალურ ისტორიას…

თვალის ირგვლივი კანი არ შეიცავს ცხიმოვანი ჯირკვლების და კოლაგენის იმ რაოდენობას, რასაც სხვა უბნები; ამიტომაც სწორედ ეს ზონა გახლავთ ყველაზე მეტად მიდრეკილი გამოშრობის, ჩამოშვების და ნაოჭების გაჩენისაკენ. 

როგორ აღვიქვათ ის ცვლილებები, რაც თვალის ირგვლივ კანს ეხება? როგორი უნდა იყოს ჩვენი მიდგომა ამ ცვლილებებისადმი? 

თვალის ქვემო მუქი წრეები

ხანდახან მათ გაჩენას  უძილობას აბრალებენ, თუმცა ხშირად 8-9 საათიანი ძილიც კი არ შველის ამ სიმუქეს. რასაკვირველია, აქ ვერ ვუარყოფთ გენეტიკური ან სისხლძარღვოვანი/მიკროცირკულაციური კომპონენტის არსებობას. მუქი წრეების წაშლა იოლი არ გახლავთ – ასე გიპასუხებთ  დერმატოლოგია, მაგრამ მათი ინტენსივობის შემცირება შესაძლებელია იმ საშუალებებით, რომელთა შემადგენლობაში არის კოფეინი ან ვიტამინი K. ისინი აუმჯობესებენ ცირკულაციას და ამით აფერმკრთალებენ თვალქვეშა ჩამუქებებს. ამ საქმეში უბადლოა ვიტამინი C, როგორც ანტიოქსიდანტი და კანისთვის „გამანათებელი“ ანუ ანტიპიგმენტური ეფექტის მიმნიჭებელი.  

„ჩიტის ნაფეხურები“ 

ასე ვუწოდებთ ხაზებს თვალების ირგვლივ.  ყველა მიმიკა, რომელსაც ჩვენ მილიონჯერ ვიმეორებთ ჩვენი ემოციის – ღიმილის, სიცილის, გაბრაზების, შეწუხების წარმოსაჩენად, კვალს ტოვებს. ეს კვალი არის „ჩატეხილი“ კანი, გამოხატული თავდაპირველად ხაზის, მოგვიანებით კი ნაოჭის სახით.  ამ შემთხვევაში უნდა ვენდოთ მტკიცებულებებს და სამკურნალოდ ვეძებოთ რეტიონოიდები, ჰიალურონი, კერამიდები, პეპტიდები. ისინი ღრმად აღწევენ დაზიანების ადგილს  და ცდილობენ აღადგინონ დარღვეული სტრუქტურები. ასევე გირჩევთ  მწვანე ჩაის ექსტრაქტს ან ანტიოქსიდანტებით გამდიდრებულ პროდუქტს, იმისათვის, რომ კანი გაუმკლავდეს გარემოს სტრესულ ფაქტორებს, რომლებიც ასე წარმატებით იწვევენ ნაადრევი დაბერების პროცესს. რატომ გვიყვარს მწვანე ჩაის ექტრაქტი თვალისთვის? ის მდიდარია პოლიფენოლებით, რომლებიც ამცირებენ მზის დაზიანების რისკებს და კიდევ, ასუსტებენ იმ ბუნებრივი ენზიმების აქტივობას, რომელთა მონაწილეობაც შლის და არღვევს კოლაგენს.

თვალის „ჯიბეები ან ჩანთები“

მათი გაჩენა თვალის ირგვლივ კანის სიმკვრივისა და ტონუსის ნაკლებობითაა გამოწვეული. თუკი დილით თვალები შეშუპებულია, ესეიგი ძილის დროს ჭარბი სითხის რეტენციას ანუ შეგუბებას აქვს ადგილი. გრილი საფენი, გრილი საცხი ან შრატი არაჩვეულებრივად ამცირებს შეშუპებას თვალის ირგვლივ. სწორედ ეს სიგრილე ანუ დაბალი ტემპერატურა ამცირებს სისხლის ნაკადს თვალბუდის არეში და აცხრობს შესიებას.

თუკი თქვენ სენსიტიური ხართ არომატული დანამატების, სპეციფიური ექსტრაქტების, კონკრეტული აქტიური ინგრედიენტების, დამხმარე ნივთიერებების მიმართ, მაშინ თვალი უპირველესი ზონაა, სადაც გაღიზიანება იფეთქებს ხოლმე. ასეთ დროს არ დააყოვნოთ პროდუქტის გვერდით გადადება (მხოლოდ დროებით) და დერმატოლოგის რჩევას მისდიეთ.

არ დაგავიწყდეთ, სილამაზის საიდუმლო იმაშია, რომ თქვენთვის საჭირო პროდუქტი ეძებოთ, რომელიც გამიზნულად არის არჩეული თქვენი უნიკალური კანისთვის. ფრთხილად და ფაქიზად მოეპყარით უდელიკატურეს კანს თვალების ირგვლივ.

LANCÔME. Advanced Génifique Eye cream

ეს აბრეშუმისებრი საცხი უდიდესი ეფექტურობით გამოირჩევა და ეს ეფექტი მიღწეულია იმ განსაკუთრებული ინგრედიენტების ერთობლივი პერფორმანსით, რომელთა შესახებ არაერთხელ გვისაუბრია: პრებიოტიკი (Bifidus Prebiotic), რომელიც ხელს უწყობს კანის ბარიერული ფუნქციის ბალანსს; ჰიალურონის მჟავა (HA) იდეალური ჰუმაქტანტი; წყალში ხსნადი ვიტამინი C, რომელიც ჰაერთან და მზის სხივთან შეხების დროსაც სტაბილურად ინარჩუნებს ანტიოქსიდანტურ თუ ანტიპიგმენტურ უნარებს.

GIVENCHY. L’INTEMPOREL Global Youth Sumptuous Eye cream

ერთდროულად, უნაზესი და უძლიერესი – ასე ახასიათებს ბრენდი მის მიერ შექმნილ საცხს. ეს ფორმულა ყოველდღიურად აახალგაზრდავებს თქვენს კანს.  რაც მთავარია, შეშუპებული „ჯიბეები“ ცხრება და ხაზები საგრძნობლად შემცირებულია. საიდუმლო კი დაბერების საწინააღმდეგო ინგრედიენტებშია: კაფსულირებული პოლიფენოლები, ჰიალურონი და ვიტამინი E-ს მდგრადი ფორმა. ისინი უახლესი ტექნოლოგიით მიეწოდება თქვენს კანს. 

BIOTHERM. Blue Therapy Eye

ცოცხალი პლანქტონის შემცველი ეს საოცარი მალამო ნამდვილი სალბუნია თვალის კონტურისთვის. ებრძვის თვალქვეშა სიმუქეს, წვრილ სხივისებრ ნაოჭებს ანუ „ჩიტის ნაფეხურებს“, ამკვრივებს და უბრუნებს ახალგაზრდობას ჩვენს დელიკატურ ზონას. არ დაგავიწყდეთ, ეს პროდუქტი წყლის ბუნებრივი ელემენტების წყალობით 12 საათის მანძილზე გინარჩუნებთ დატენიანების ეფექტს და ის  ნამდვილი ექსპერტია თვალის კანის მოვლის საქმეში.

GUERLAIN. Orchidée Impériale

ამ საცხის უნიკალობა იმაშია, რომ ის  დღისით და ღამით ადაპტირდება თქვენი კანის მოთხოვნებთან. დღის მანძილზე ის აძლიერებს კანს გარემო ფაქტორებთან მიმართებაში, ღამით კი ამშვიდებს და ხელს უწყობს გაიღვიძოთ დასვენებული, დამცხრალი და ნათელი კანით თვალების ირგვლივ. როგორ? ბრენდი ფლობს განსაკუთრებულ ინგრედიენტს – Orchidarium-ს. სწორედ მას ეძღვნება Guerlain-ის სამეცნიერო კვლევები, რომელთა წარმატებაც უამრავი არაჩვეულებრივი ფორმულის საწინდარია.

Leave a Reply

Your email address will not be published.

You May Also Like

ნანკა კალატოზიშვილის წარმატების ფორმულა

Facebook Twitter LinkedIn Copy Link

ნუ დავუშვებთ ფოტოდაბერებას!!!

ექიმი დერმატოლოგი მაკა მანჯგალაძე ნუ დავუშვებთ ფოტოდაბერებას!!! ფოტოდაბერება, იგივე სოლარული ანუ მზისგან…

Biotherm Routine – Nanka Kalatozishvili

Facebook Twitter LinkedIn Copy Link