ექიმი დერმატოლოგი მაკა მანჯგალაძე

ღამის მალამოები და მათგან გამოწვეული
ღამის სასწაულები

ჩვენი კანი დღისით თავდაცვის რეჟიმშია. მან უნდა აირიდოს მზის ულტრაიისფერი გამოსხივების, ამინდის, ბაქტერიების, გარემოს მტვრის შემოტევა და ამისათვის ფარად და აბჯრად იყენებს დღის დამატენიანებელს მზის დამცავ ფაქტორთან (SPF) ერთად. აი ღამით კი, ძილის დროს, კანი გადადის ნაკლოვანებების აღდგენის რეჟიმზე და იწყება რეგენერაცია, ანუ დღისით მიყენებული დაზიანებების აღმოფხვრა.
მოდით, ღამის მალამოებზე ვიმსჯელოთ…
ღამის ფაზა არაჩვეულებრივი დროა კანის აღდგენისთვის, თუკი მას სწორად შერჩეული ღამის დამატენიანებლით გაანებივრებთ. საუკეთესო ფორმულა კი ის არის, რომელიც მდიდარია მეცნიერების მიერ საყოველთაოდ აღიარებული ინგრედიენტებით, რადგან სწორედ ისინი ქმნიან ღამის სასწაულს. ჩვენ აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ მათ ღირსებებზე.
ზოგადად, ღამის დამატენიანებელი შედარებით მსუყე, უფრო მეტად მძიმეა ხოლმე, ვიდრე დღის მალამო. ამას თავისი ახსნა აქვს. ძილის დროს კანი ბუნებრივად კარგავს წყალს; ამას ემატება სუბოპტიმალური კონდიციები (მშრალი და ზედმეტად გამთბარი შენობა, არასრულყოფილი კვება, წყლის დღიური დეფიციტი) და შესაბამისად თქვენი კანი შრება, ხდება უხეში და გამოიყურება როგორც დაღლილი და უსიცოცხლო, თუნდაც კარგი ძილის შემდეგ. ღამის ფორმულის შედარებით სქელი კონსისტენცია თითქოს იკავებს ტენს, გადაეკვრება და ნოტიობის ბეჭედს ასვამს კანს, მას არ აძლევს უფლებას დაკარგოს სითხე.
როგორ ვარჩევთ ღამის დამატენიანებელს ჩვენი კანისთვის?
მშრალ კანს სჭირდება მსუყე, კრემისებრი რეპარაციული ტექსტურა. ცხიმიან კანს კი მატე, მსუბუქი ტექსტურის გელი, გელ-მალამო ან თუნდაც ნახევრად თხევადი ფორმულა. აკნესკენ მიდრეკილი კანი სარგებელს ნახავს გელის ან გელ-მალამოს მოხმარებით, რომელიც ებრძვის ბაქტერიებს და აცხრობს ანთებას. ასაკთან მებრძოლი აღმდგენი მალამო მიზნად ისახავს მზის დაზიანებების აღმოფხვრას, ასაკობრივ ცვლილებებს, რომლებიც ბუნებრივი დაბერების თანმხლები ატრიბუტებია. ინგრედიენტები, რომლებიც მდიდრად მოიპოვებიან ამ ფორმულებში მუშაობენ ხაზებზე, ნაოჭებზე, იბრძვიან აღადგინონ ტონი, ტექსტურა და სიბრჭყვიალე დაუბრუნონ კანს. აქ მხოლოდ ერთია მთავარი, ღამის დამატენიანებლის ინგრედიენტების ღრმად შეღწევა კანში და იქ მუშაობა პრობლემის აღმოსაფხვრელად.
მაინც რას ვეძებთ ღამის დამატენიანებლებში და რა მოთხოვნას ვუყენებთ მათ?
მათ უნდა შეასრულონ დატენიანების, კანის დამშვიდების, და რაც ყველაზე მთავარია, აღდგენის ფუნქცია იმ დროს, როცა თქვენ გძინავთ. ეს სასწაული კი ვერაფრით ვერ აღსრულდება, თუკი ფორმულა არ შეიცავს სათანადო ინგრედიენტებს.
მეცნიერებმა, რა თქმა უნდა მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ბევრი ნივთიერება გაიხადეს ფავორიტად. მოდით, აქვე შევეხოთ სულ რამდენიმეს:
Hyaluronic Acid – ჰიალურონის მჟავა. კანის შეუდარებელი დამანოტივებელი, რომელიც აცოცხლებს კანის ფერს, ტექსტურას და ამავდროულად, არ გეშინია გვერდითი ეფექტების, იმდენად ახლობელი და მონათესავე ინგრედიენტია. ჰიალურონის მჟავა გარშემო იკრებს წყალს და შესაბამისად, აძლიერებს კანის ბარიერულ ფუნქციას. ეს კი უპირველესია კანის სიჯანსაღის და დაზიანებების უკუქცევის საქმეში.
Peptides – ამინომჟავები, რომლებიც მონაწილეობენ კანის უმნიშვნელოვანესი სტრუქტურების – კოლაგენისა და ელასტინის შენებაში.
Tocopherols – ბუნებრივი წყაროებიდან მიღებული ვიტამინი E, არაჩვეულებრივი ანტიოქსიდანტი, თავისუფალი რადიკალებისგან მიღებული დაზიანებების აღმომფხვრელი და კანის ბარიერული ფუნქციის გამაძლიერებელი.
Shea-butter – ცხიმოვანმა მჟავებმა და ვიტამინებმა მისგან იდეალური კოსმეტიკური ინგრედიენტი შექმნეს. ის არბილებს კანს, აქვს ანტიანთებითი და აღდგენითი უნარები.
Ceramides – ისინი ბუნებრივად არსებობენ ჩვენს კანში. ამ ინგრედიენტების გარედან მიწოდება კიდევ უფრო აძლიერებს კანის ბარიერულ ფუნქციას: არ დაკარგოს წყალი და დაბლოკოს გარემოსგან გამოწვეული დაზიანებები.
ARNAUD Nutri Régénérante
აბრეშუმისებრი მალამო დაღლილი კანისთვის აღადგენს და ატენიანებს კანს შუა ღამით, ამცირებს ხაზებისა და ნაოჭების გაღრმავებას, ამკვრივებს კანს და როგორ გგონიათ, ვინ მისცა მას ეს მაგიური ძალა? 3 ფორმა ჰიალურონის მჟავის. ეს ის მჟავაა, რომელიც ბუნებრივად არსებობს კანის ქსოვილში და პასუხისმგებელია კანის სიმკვრივეზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღამის ეს მალამო გამდიდრებულია ტოკოფეროლით და ემოლიანტებით. ამაზე მეტად კი როგორ ასიამოვნებთ კანს, რომელსაც ღამით რესტრუქცია სჭირდება?
THALGO Silicium Marin Lifting Correcting Night Cream
ამ მალამოში ორი უმშვენიერესი რამ ერწყმის ერთმანეთს: ერთი გახლავთ Thalgo-ს ექსკლუზივი – ზღვის სილიციუმის კომპლექსი და მეორე, მცენარეული საუნჯე დეტოქს ეფექტით. სწორედ ამიტომ, ეს ხავერდისებრი მალამო მხარში უდგას თქვენს კანს, რომელმაც თვითონ უნდა მოიპოვოს აღმდგენი უნარი და დილით დაგახვედროთ გამოღვიძებული ტექსტურა – უფრო მეტად გაახალგაზრდავებული ტონი და ელასტიური ქსოვილი. ამ აღმდგენელი ფორმულით ყველა კანი ისიამოვნებს, რომელსაც დატენიანება და აღდგენა სჭირდება.
PAYOT Roselift Collagène Nuit
ეს ფორმულა პეპტიდების შემცველია. დამასკური ვარდი სწორედ ის წყაროა, საიდანაც ამ პეპტიდს მოიპოვებენ. პეპტიდების როლი უდიდესია კანის გაახალგაზრდავებაში. ამიტომაც ეს ფორმულა ამაყად გთავაზობთ კანის გამდიდრებას პეონის ექსტრაქტით და მის გამოკვეთა-დახვეწას ღამის საათებში. კანს თითქოს ადნება ეს მალამო, გამორჩეული სიმსუყით, ვარდისფერი ტექსტურით, და საოცრად მიმზიდველი-ვარდის და ტყის სურნელით… ინგრედიენტებში მარგალიტებივით შეხვდებით ინგრედიენტებს: sodium hyaluronate, shea butter, glycerin. ისინი დატენიანების და კანის მორწყვისთვის შეურევიათ ამ მალამოში.
NOVEXPERT Velvety Hydro-Biotic Fluid
ეს სტრესის საწინააღმდეგო (anti-stress) ფორმულაა. თქვენს კანს თქვენზე ფაქიზი ბუნება აქვს და ნებისმიერ აგრესიულ გარემო ფაქტორზე სიწითლით და გაღიზიანებით გიპასუხებთ. თქვენ კი ეს დამამშვიდებელი უმსუბუქესი ფორმულა გიჭირავთ ყოველ საღამოს და თქვენს კანს ანებივრებთ ელიტარული სტრესის მომხსნელი ინგრედიენტებით: magnezium და novaxyline (Novexpert-ის პატენტი). სწორედ ისინი ამშვიდებენ ჰიპერაქტიურ ნერვულ ბოჭკოებს.
Play Video
Leave a Reply

Your email address will not be published.

You May Also Like

ნანკა კალატოზიშვილის წარმატების ფორმულა

Facebook Twitter LinkedIn Copy Link

ნუ დავუშვებთ ფოტოდაბერებას!!!

ექიმი დერმატოლოგი მაკა მანჯგალაძე ნუ დავუშვებთ ფოტოდაბერებას!!! ფოტოდაბერება, იგივე სოლარული ანუ მზისგან…

Biotherm Routine – Nanka Kalatozishvili

Facebook Twitter LinkedIn Copy Link