ექიმი დერმატოლოგი მაკა მანჯგალაძე

მიცელარული წყალი თუ ტონერი?

ყველასთვის ნაცნობი და მარტივი რიტუალი: ბამბის ბურთულა იჟღინთება სითხით და გადაესმება თქვენს კანს სხვადასხვა მიმართულებით ან წრიულად. ხელის ეს მოძრაობა სახეზე და კომფორტის შეგრძნება განუყოფელია ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ: მოგზაურობისას, სავარჯიშო დარბაზში, ქუჩაში… არ გჭირდებათ წყლის ნაკადით სახის დაბანა – კანი სუფთა, გახალისებული, დატენიანებული და სასიამოვნო ხდება მაშინვე. ეს სითხე მიცელარული წყალია.

Empty white circle podium on transparent clear pink calm water texture with splashes and waves in sunlight. Abstract nature background for product presentation. Flat lay cosmetic mockup, copy space.

მიცელარულმა წყალმა რჩეულის სტატუსი თავიდანვე მოიპოვა სილამაზის ინდუსტრიის მიმდევართა შორის: ის სახის სხვა დასაბანი საშუალებებისგან (მაგ.: cleanser-ი)  განსხვავებით გაცილებით მსუბუქი და ნაზია; ის კანს არ აშრობს და არ აღიზიანებს, პირიქით, მას აცოცხლებს და აშორებს მსუბუქ მაკიაჟს, მტვერს, ჭარბ ცხიმს, მზის დამცავს… თქვენ მას მოიხმართ იმ გარემოშიც კი, სადაც წყლის ნაკადზე ხელი არ მიგიწვდებათ;  აბა, რა გასაკვირია, რომ 1990-იანების საფრანგეთმა უცებ აიტაცა ეს არაჩვეულებრივი და მეტად პრაქტიკული პროდუქტი?

მეცნიერება კი ამ კომფორტულ ფორმულას ასე წარადგენს: ის შექმნილია გასუფთავებული წყლით, რომელსაც აქვს დაბალანსებული pH (მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა), დამატენიანებელი ინგრედიენტები (მაგ.: გლიცერინი) და გამწმენდი აგენტები – სურფაქტანტები, რომელთაც წყლის და ცხიმის მოყვარულობის უნარი ერთნაირად აქვთ. სწორედ ისინი, ანუ სურფაქტანტები, კონცენტრირებულ კლასტერებს – მიცელებს ქმნიან, რომლებიც მაგნიტივით იზიდავენ ცხიმს, ზეთს, მტვერს, მაკიაჟის საღებავებს. ამაშია მიცელარული წყლის ძალაც და საიდუმლოც. მხოლოდ გადაისვით კანზე, როგორი სენსიტიურიც არ უნდა იყოს ის, და მზად ხართ… გააქტივებული მიცელები თავის საქმეს ასრულებენ… თქვენთან რჩება არაჩვეულებრივი კომფორტის და სისუფთავის შეგრძნება.

ტონერი (ანუ მატონიზებელი სითხე) სახის დაბანის შემდგომი საფეხურია. ის სწრაფი აბსორბენტია და სწრაფადვე აცილებს კანს დასაბანი საშუალების, მტვრის, მკვდარი უჯრედების და გაჯიუტებული (დაბანის შემდგომ დარჩენილი) მაკიაჟის ნარჩენებს. ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ აბალანსებს კანის ბუნებრივ მჟავა-ტუტოვან წონასწორობას და ბაქტერიოციდულ უნარს; ეს კი უმთავრესია კანის ბარიერული ფუნქციის შესრულების საქმეში. სწორედ ტონერი ავიწროვებს კანის ფორებს და ამზადებს მას შემდეგ საფეხურზე მდგარი პროდუქტის მისაღებად.

ისტორიულად, ტონერების საჭიროება უხეშმა  დასაბანმა პროდუქტებმა გააჩინეს. საპნები მთლიანად აცლიდნენ კანს ცხიმოვან ბარიერს. სწორედ ტონერს უნდა დაებრუნებინა კანისთვის ნორმალური pH, რათა კანს შეძლებოდა სწორად შეესრულებინა სასიცოცხლო ბარიერული ფუნქციები და ამავდროულად, შეძლებოდა შრატის თუ დამატენიანებლის შეწოვა.

თანამედროვე ბრენდებმა ტონერების ფორმულა სპეციფიური ფუნქციის მქონე ინგრედიენტებით გაამდიდრეს: ბენზოილ პეროქსიდი, სალიცილის მჟავა, ანტოიქსიდანტები, ვიტამინები, ჰიალურონი და კიდევ უამრავი სხვა ინგრედიენტი, რომლებიც მოქმედებენ შესაბამის სამიზნეზე და სასურველი შედეგის პროვოცირებას ახდენენ.

და მაინც, მიცელარული წყალი თუ ტონერი?

მიცელარული წყლის გადასმა პირველი ნაბიჯი უნდა იყოს, რომელსაც სასურველია მოსდევდეს სახის დაბანა და შემდგომ ტონერი. ტონერი კი შეკრავს კანის ფორებს და შექმნის საუკეთესო გარემოს, რათა ინგრედიენტების შეწოვა სრულფასოვნად შეძლოს კანმა.

შეიძლება მიცელარული წყლის მოხმარება ტონერის მაგივრად?

ტონერს ვერ შეცვლის მიცელარული წყალი. მათ განსხვავებული  ფორმულა და ფუნქცია აქვთ; თუმცა, მიცელარული წყალი არაჩვეულებრივ კომფორტს გიქმნით ბევრ სიტუაციაში.

02edt

მოდით, ავირჩიოთ ეს ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული პროდუქტი და ვეცადოთ, განკუთვნილი ადგილი დავუმკვიდროთ იმ ღირსებებიდან გამომდინარე, რაც მათ გააჩნიათ განსხვავებული ფუნქციის შესასრულებლად კანის მოვლის რუტინაში.

Novexpert Brume Hydro-Tonique

ამ ტონერის ერთი შეპკურება და ჰიალურონის მჟავის მილიარდი მოლეკულა გადმოტყორცნილია. ეს გამორჩეული შესასხურებელი ტონერი გახლავთ ერთდროულად მატონიზირებელი, მაკიაჟის ფიქსატორი და დამატენიანებელიც. ცხიმიანი და პრობლემური კანი ნამდვილად დააფასებს ამ უმსუბუქეს ტექსტურას; ხოლო მშრალი კანი აუცილებლად შეიგრძნობს ჰიალურონის დამატენიანებელ ეფექტს. ის ეკონომიური, პრაქტიკული, თქვენი კანის დამაამებელი საშუალებაა 24 საათის განმავლობაში.

Arnaud a l’eau de rose Gentle Radiance Toner

ეს ტონერ-ლოსიონი ატენიანებს და ამშვიდებს კანს. იდეალურია მაკიაჟის ნაკვალევის მოსაცილებლად და ამასთანავე, ჰიდრატაციის გასაუმჯობესებლად. თუ გნებავთ, ცივად შეინახეთ მაცივარში, ამით მატონიზებელ ეფექტს გაზრდით. ბამბის ბურთულა გაჟღინთეთ და გადაისვით სახეზე და დეკოლტეზე. დამასკური ვარდის ექსტრაქტი ნამდვილი ელექსირია კანის კომფორტის შესაქმნელად. ის გამწმენდის (cleanser) შემდგომი საფეხურია და ემსახურება კანის დაბალანსებას, მომზადებას მომდევნო პროდუქტის მისაღებად.

Polaar Micellar Crystal Water

პირველი ნაბიჯი საღამოს რუტინაში! ის მოგაცილებთ თვალის და ტუჩის მაკიაჟს, მტვერს, ზედმეტ ცხიმს. ამით თქვენი კანი მაშინვე ახლდება, ცოცხლდება და ემზადება შემდგომი ნაბიჯებისთვის. ფორმულის შემქმნელებმა არჩევანი შეაჩერეს არქტიკულ კოტონზე, მწვანე ალგესა და თეთრი ჩაის ექსტრაქტებზე; მოახდინეს მათი მაცერაცია წყალსა და გლიცერინში და ახლა ეს გამზადებული მიცელები  ატენიანებენ თქვენს კანს, აუვნებლებენ აგრესორი  აგენტების მავნე ქმედებას და უბრუნებენ მას ბუნებრივ გასხივოსნებას.

Payot Comforting Moisturising  Micellar Milk

მყისიერად იგრძნობთ, რომ ის ნოყიერი რძეა, რომელიც სახეს აცილებს მაკიაჟს, თანაც ისე, რომ არ მოხდეს მისი გამოშრობა, შეუნარჩუნდეს ხავერდოვნება და კომფორტი. ის გაამდიდრეს ჟოლოს ექსტრაქტებით, მიცელებით და ჰიალურონით.  მასში ორი ფუნქციაა შეთავსებული: მაკიაჟის მოცილება და გაწმენდა. ამ რიტუალს კი უნდა მოყვეს ტონერი, რომელიც დამოუკიდებლად დგას  რუტინის შემდგომ საფეხურზე – ასე გვარიგებენ Payot-ის ექსპერტები და კიდევ ერთხელ აღიარებენ ტონერისა და მიცელარული სითხის განსხვავებულობას.

Leave a Reply

Your email address will not be published.

You May Also Like

ნანკა კალატოზიშვილის წარმატების ფორმულა

Facebook Twitter LinkedIn Copy Link

ნუ დავუშვებთ ფოტოდაბერებას!!!

ექიმი დერმატოლოგი მაკა მანჯგალაძე ნუ დავუშვებთ ფოტოდაბერებას!!! ფოტოდაბერება, იგივე სოლარული ანუ მზისგან…

Biotherm Routine – Nanka Kalatozishvili

Facebook Twitter LinkedIn Copy Link