ESTEEM & SENS

18 აპრილიდან 2 მაისამდე, ეწვიეთ Beauty Success Georgia-ს ფარმაციის განყოფილება „ოდეონს“ და ისარგებლეთ 30%-იანი ფასდაკლებით Esteem & Sens-ის პროდუქტების სრულ ასორტიმენტზე. შეთავაზება იდეალურ შესაძლებლობას ქმნის დატესტოთ ნამდვილი ფრანგული ხარისხისა და ღირებულებების ბრენდი, რომელიც ყველაზე კოსმ-ეთიკურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს საკუთარ მომხარებელს. 

ამარტას მკითხველი დაგვეთანხმება, რომ ფრანგებს ესთეტიკის განსაკუთრებული შეგრძნება აქვთ. შანზ-ელიზეს სწორხაზოვან პერსპექტივაში ლუვრის მუზეუმის, კარუსელისა და ვარსკვლავის ტრიუმფალური თაღები იმდენად ორგანულად ენაცვლება ერთმანეთს, რომ ხვდები, ამ ხალხს სილამაზის ყველაზე ჰარმონიული აღქმა აქვს. შუა საუკუნეებში ინდივიდუალიზმის და შეგრძნების დონეზე დაყვანილი ესთეტიკის შესახებ კამათი იმდენად გამძაფრდა, რომ ფრანგმა მოაზროვნეებმაც მოიცალეს საკითხის ჩასაშლელად და შეთანხმდნენ, რომ პრინციპში ვერც ვერაფერზე შეთანხმდებიან. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო სტანდარტების, ერთგვარი კრიტერიუმების დაწესება, რომლითაც „ლე პეტიტ ჟოლი“ მუდმივად მოხდენილი, ლამაზი სილუეტის, პრიალა კანისა და მბზინავი თმის მქონე ფრანგი გოგონა ნებისმიერ ეპოქაში დააკმაყოფილებდა ყველაზე კრიტიკულ გემოვნებასაც კი.

სწორედ ამ სტანდარტების აქტიურ აგიტაციას შეგვიძლია დავუკავშიროთ თავის მოვლის ინდუსტრიის ელვისებური ტემპით განვითარება ევროპის გულში და ფრანგული ფარმაციის ღირსეული ადგილის დამკვიდრება მსოფლიო ესთეტიკის რუკაზე. დღეს ქვეყანა თავს იწონებს წამყვანი ბრენდებით და სამედიცინო მიღწევებით, რაც ხშირ შემთხვევაში კოსმეტიკური ინექციების ჩანაცვლების საშუალებასაც კი იძლევა.  

ESTIME & SENS ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოვლინებაა შთამაგონებელი კომპანიების, რომლებიც ცდილობენ საკუთარი სათქმელი მიიტანონ მომხარებლამდე. ახალგაზრდა წყვილის მიერ დაარსებული ბრენდი ვნების, მისწრაფების ისტორიას გვიყვება, გვიყვება, როგორ შეიძლება აისრულო ბავშვობის ოცნება და შექმნა არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ ღირებულება. კომპანიის მიზანია ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზოს მომხარებელს ორგანული თავის მოვლის საშუალებები, რომელთა დამზადებისასაც მხოლოდ ნარჩევი ნედლეული გამოიყენება. 

ბრენდი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით Esteem & Sens-ის გუნდში სჯერათ, რომ იმისთვის, რომ პიროვნების სილამაზეს გაუსვა ხაზი, საჭიროა გაზარდო მისი თვითშეფასება, შეახსენო რამდენად უნიკალურია, მიანიჭო მას სენსორული სიამოვნება და საბოლოოდ გაამართლო იმედი, რომელსაც პროდუქტის გამოყენებამდე ისახავს. თითოეული შეფუთვა იტევს დიდ პატივისცემას მომხარებლისადმი და იზიარებს ფუნდამენტურ ღირებულებებს. სწორედ ამიტომ, გაყიდვებიდან შემოსული თანხის ნაწილი ქველმოქმედებაში, ონკოპაციენტების სოციო-ესთეტიკური საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის ირიცხება.  

ეკო-მეგობრული გადაწყვეტილებები ბრენდი განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობს ბუნების დაცვის და დედამიწაზე ზრუნვის მიმართულებით. მათი ეკო-მეგობრული პოლიტიკა არა მხოლოდ ორგანული ინგრედიენტების გამოყენებით, არამედ გადამუშავებული ქაღალდისა და პლასტმასას შეფუთვებით გამოისახება. გარემოზე მიყენებული ზიანის მაქსიმალურად შესამცირებლად კომპანია სულ უფრო მეტად ბიოდეგრადირებადს ხდის თითოეულ ქილას, თუმცა სანამ შედეგი 100%-ით მიიღწევა, Esteem & Sens-ის გუნდი ზოგავს წარწერებზე გამოყენებულ მელანს, მინასა და სხვა რთულად გადასამუშავებელ მასალას. 

საუკეთესო შემადგენლობა ფორმულების უმეტესობა აქტიური ინგრედიენტებითაა მდიდარი. თითოეული კომპონენტი ორგანული, ნატურალური წარმოშობისაა და მაქსიმალურად ითვისებს ბოტანიკური ნაირსახეობების სასარგებლო თვისებებს. ბრენდი ფლობს ხარისხის სხვადასხვა ნიშანს, მათ შორის ECOCERT-ისა და COSMÉBIO-ს სერტიფიკატებს. 

პროდუქციის მრავალფეროვანი გამები გიფიქრიათ რა რთულია შოპინგის ერთ სესიაში შეარჩიოთ სასურველი მოვლის საშუალებები თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის? თაროდან-თაროზე თვალის მოვლება არ კმარა, ზუსტად უნდა იცოდეთ, რომ ბრენდი რომელსაც ენდობით მამაკაცებისთვისაც ქმნის პროდუქტებს, თანაც ისეთს, რომ ყველაზე პრეტენზიული მომხარებლის გემოვნებასაც კი აკმაყოფილებდეს. როგორც აღმოჩნდა, Esteem & Sens-ში აღნიშნულ საკითხზე განსაკუთრებით ბევრი იფიქრეს და მამაკაცების თავის მოვლის საშუალებები მათ საჭიროებებს სრულად მოარგეს. სწორედ ამიტომ, ადვილად შეძლებთ დასაბანი საშუალების, დამატენიანებლისა თუ წვერის მოვლის პროდუქტების შერჩევას დახლიდან ფეხის მოუცვლელად. მამაკაცების თავის მოვლის რუტინა გულისხმობს 4 ძირითადი მიმართულებით მოქმედებას, ესენია: პარსვის შემდგომი დისკომფორტის მოხსნა, კანის დამშვიდება, დატენიანება და დარბილება. შესაბამისად, თითოეული საშუალება სწორედ აღნიშნულ შედეგებს იძლევა. 

ბრენდი არანაკლებ სასიამოვნოდ ანებივრებს ქალბატონებს. ორგანული, ნატურალური საშუალებები წარმოდგენილია კანის სხვადასხვა საჭიროების, ასაკის, რუტინის საფეხურის მიხედვით და სრულად ფარავს სახისა თუ სხეულის მოვლის ეტაპებს.  

კონტრიბუტორი ლალიკო თუმანიშვილი

Leave a Reply

Your email address will not be published.

You May Also Like

ნანკა კალატოზიშვილის წარმატების ფორმულა

Facebook Twitter LinkedIn Copy Link

ნუ დავუშვებთ ფოტოდაბერებას!!!

ექიმი დერმატოლოგი მაკა მანჯგალაძე ნუ დავუშვებთ ფოტოდაბერებას!!! ფოტოდაბერება, იგივე სოლარული ანუ მზისგან…

Biotherm Routine – Nanka Kalatozishvili

Facebook Twitter LinkedIn Copy Link