31.12.2023
2024 წლის შესახვედრად თითქმის ყველაფერი მზად არის, სინემატიკური კადრებისთვის აღვწეროთ: ბუხარში ცეცხლი უნდა გიზგიზებდეს, ნაძვის ხეს ლამაზი სათამაშოები ამშვენებდეს და ჰაერში გლინტვეინის არომატი ირეოდეს. ასე ან იქნებ სულ სხვანაირად, თუ კომფორტულად ხართ მოკალათებული და 5 წუთიანი საკითხავით გსურთ 2023 წლის ქართულ Beauty მოვლენებს გადაავლოთ თვალი #ამარტაგირჩევთ
PSP BEAUTY FAIR
პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ წელს პირველად ჩატარდა სილამაზის მასშტაბური გამოფენა, თან არა მხოლოდ თბილისში, არამედ ქუთაისსა და ბათუმშიც. მოწყობილ სივრცეებს ყველა ასაკის ვიზიტორი სტუმრობდა როგორც საქართველოდან, ასევე ამიერკავკასიის ქვეყნებიდან. ეს გასაკვირი სულაც არ არის, რადგან Beauty Fair-ით თითქმის ყველა მედიასაშუალება დაინტერესდა და 2 თვის მანძილზე სოციალურ ქსელებსაც ვირუსულად მოედო ინფორმაცია. თუ მაინც გამოგრჩათ, გეტყვით, რომ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო PSP-ს სააფთიაქო ქსელის ბრენდების კუთხეები, რომელთაც თემატური დეკორაციები ამშვენებდა. ადგილზე მისული სტუმრები ტესტავდნენ ახალ პროდუქტებს, ერთვებოდნენ სახალისო აქტივობებში, იღებდნენ ფასდაკლებებს და განსაკუთრებულ საჩუქრებს. ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს პროცედურები, რომლებიც საგამოფენო სივრცეებში ტარდებოდა, იქნებოდა ეს მასაჟი, წამწამების დაგრძელება, წარბების ლამინირება თუ სხვა.
ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იტალიელი თმის ვირტუოზების მასტერკლასები აღმოჩნდა, რომლის ფარგლებშიც ქართველმა სპეციალისტებმა თუ უბრალოდ თავის მოვლის ენთუზიასტებმა ბევრი საინტერესო რჩევა მივიღეთ. ღონისძიება ყველა ქალაქში მასშტაბური კონცერტით დაიხურა. ამ ეტაპზე უცნობია, გველის თუ არა მსგავსი სიამოვნება მომავალ წელსაც, მაგრამ თუ სილამაზის გამოფენებმა პერმანენტული ხასიათი მიიღო, გირჩევთ არცერთ დღეს არ დააკლდეთ.
ახალი პროდუქტები PSP-ში
მეორე ამბავი, რომლის აღნიშვნაც გვსურს, ახალი ბრენდების გამოჩენაა. ჩვენ განსაკუთრებით ვგულშემატკივრობთ თავის მოვლის საშუალებების მრავალფეროვნებას და ვთვლით, რომ ახალი პროდუქტების წყალობით საკუთარ თავზე ზრუნვა მეტად ხელმისაწვდომი ხდება.
სააფთიაქო ქსელ PSP-ს დახლებზე გამოჩნდა Kiehl’s–ი, ბუნებრივი ინგრედიენტების შემცველი ფორმულების მქონე ბრენდი. აქვე, იცოდით რომ Herbal lotion-ის აქტიური ტოპ-ფანი ენდი ვორჰოლი იყო? სწორედ ის ენდი ვორჰოლი, რომელზეც გაიფიქრეთ.
არ გამოგვრჩეს, REF- შვედური ბრენდი, რომელსაც თმის მოვლის მრავალფეროვანი გამები აქვს, მათ შორის – ფერზე ზრუნვის დანიშნულებით. შეღებილი თმის მქონე მომხმარებელი ადვილად მიხვდება, თუ რამხელა ბედნიერებაა ჩვენს მიერ გაჟღერებული ბოლო ფრაზა. წარმოდგენისთვის გეტყვით, რომ ბრენდი ვეგანურია, არ იტესტება ცხოველებზე, არ შეიცავს სულფატებს და ფორმულას მცენარეულ პროტეინზე აგებს.
კორეული კანის მოვლის და დეკორატიული პროდუქტების ენთუზიასტებს, A’pieu-ის გამოჩენა გაუხარდებოდათ, რადგან ბრენდის ფილოსოფია თვითგამოხატვას „express yourself”-ს ეფუძნება. მის მომხმარებლებს შორის 18-24 წლამდე გოგონები ჭარბობენ. კონსერვანტებისგან დაცლილი ფორმულები და მსუბუქი „ფინიში“ ბუნებრივი, ყოველდღიური მაკიაჟის გაკეთების საშუალებას იძლევა.
რადგან დეკორატიულ კოსმეტიკაზე ვსაუბრობთ, Catrice-იც უნდა ვახსენოთ. 100%-ით ვეგანური, Cruelty free ბრენდი, რომელიც Clean Beauty ანუ სუფთა შემადგენლობის მქონე პროდუქტების კატეგორიაში შედის. ეს იმას ნიშნავს, რომ შემადგენელი კომპონენტები უმეტესად ნატურალურია, არ შეიცავს სინთეტიკურ ინგრედიენტებსა და მიკროპლასტიკატს. კატრისი ძალიან ბევრი ცნობილი ინფლუენსერის ტოპ-რეკომენდაციებშია და ჩვენც გირჩევთ დატესტოთ. ამას გარდა, სხვა საინტერესო ბრენდებსაც მოკრავდით თვალს, მაგალითად მსოფლიოში წამყვან Rituals-ს, იტალიურ Teaology-ს თუ უმშვენიერესი შეფუთვების მქონე Heathcote & Ivory-ს, რომელთა დათვალიერებაც ონლაინაც არის შესაძლებელი.
სულ სხვანაირი აფთიაქი
საქართველოში საინტერესო ცვლილებები დაიწყო. სააფთიაქო სივრცემ გაცილებით უფრო დიდი დატვირთვა შეიძინა, ვიდრე უბრალოდ ნივთის შერჩევა-შესყიდვის ობიექტის. PSP-მ დანერგა საინტერესო სერვისები, რომელთა მიღებაც პერიოდულად სწორედ მის აფთიაქებშია შესაძლებელი. მაგალითად, ბოლო 3 თვის მანძილზე აქტიურად ტარდებოდა შორენა ალიბეგაშვილის მასტერკლასები, კეთდებოდა უფასო დიაგნოსტიკები თუ მაკიაჟები.
დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. წინ კიდევ უფრო ბრჭყვიალა, საინტერესო, საუკეთესო მოვლენებით დატვირთული წელია.
კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი