ბადები და მულტივიტამინები – ანუ რა სურთ ქალებს?

30.06.2025

სტატიის სათაურზე ფიქრისას „რა სურთ“ და „რა სჭირდებათ“ ქალებს შორის ვყოყმანობდი; თუმცა ალბათ უფრო „ყვითელი“ ავირჩიე. სინამდვილეში, ის, რაზეც დღეს ვისაუბრებთ ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროდუქტებია; ზუსტად ის დანამატები, რომელთა თქვენს ყოველდღიურობაში გამოჩენაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.

თვის ის პერიოდია, როცა სხეულში ჰორმონების სრული ბუმი იგრძნობა. ცვლილებების პარალელურად ხან განწყობას ვერ ვაკონტროლებთ, ხანაც – მადას, ან სულაც – უმადობას. მეტად ვღიზიანდებით, გული გვიჩუყდება, ათჯერ ნანახ რომანტიკულ კომედიაზე ისევ ისე ვტირით და ვგულშემატკივრობთ მთავარ გმირებს, თითქოს არ ვიცით, რომ ბოლოს ერთად იქნებიან. ჰო, მობილურზე ნოტიფიკაციაც მოვიდა იმ ცნობილი, ვარდისფერი აპლიკაციიდან, რომელიც გვახსენებს, რომ It’s not you, it’s PMS (Premenstrual syndrome).

პრემენსტრუალური სინდრომი ასე განიმარტება – ქცევითი, ემოციური და ფიზიკური სიმპტომების ერთობლიობა, რომელიც მენსტრუაციას უძღვის წინ და რამდენად დალაგებულადაც არ უნდა ჟღერდეს, ზოგიერთი ჩვენგანისთვის, ნამდვილი ქაოსია! სწორედ ამიტომ #ამარტაგირჩევთ

PURE. PMS ესენციალი 60 კაფსულა

Pure-ის ბრენდზე არაერთხელ მოგვიყოლია, თუმცა ჩვენნაირი ფრთხილი მკითხველისთვის კიდევ გავიმეორებთ, რომ Pure encapsulation® №1 გლობალური ბრენდია ამერიკასა და ევროპაში, რეკომენდებული ჯანდაცვის პროფესიონალების მიერ. კომპანია აწარმოებს პრემიუმ ხაზის საკვებ დანამატებს სამეცნიერო კვლევების საფუძველზე, ანუ პროდუქტს, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ. როგორც დასახელებიდან უკვე მიხვდით, ეს კონკრეტული დანამატი პრემენსტრუალური სინდრომის სიმპტომების შემცირებისა და გაუმჯობესებისთვისაა შექმნილი.

  • არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს
  • ამცირებს პმს-ის სიმპტომებს
  • აუმჯობესებს გუნება-განწყობას
  • ხსნის გაღიზიანებას, ნერვულ დაძაბულობას, დეპრესიულ განწყობას
  • აქვეითებს მადას და დაღლილობის შეგრძნებას
  • აუმჯობესებს ძილს

თითოეული კაფსულა, ისეთ სასარგებლო ელემენტებს შეიცავს, როგორებიცაა:

  • ვიტამინი E  – არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს, ამცირებს სარძევე ჯირკვლების ტკივილს, ნერვულ დაძაბულობას და დაღლილობას  პრემენსტრუალური სინდრომის დროს
  • ვიტამინი B6 – აუმჯობესებს გუნება-განწყობას, ამცირებს მადას, ხელს უშლის ზედმეტი სითხის დაგროვებას ორგანიზმში, ზრდის დიურეზს, მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში
  • მაგნიუმი და კალციუმი მნიშვნელოვანი მინერალებია კუნთების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მაგნიუმი ამცირებს მუცლის კუნთების სპაზმს და ემოციურ დაძაბულობას

რელორა® დაპატენტებული ნაზავია, შეიცავს მაგნოლიას და ფელოდენდრონის ექსტრაქტებს, რომელიც ხელს უწყობს სტრესით გამოწვეული მადის შემცირებას.

თუ ინდივიდუალური აუტანლობა არ გაგაჩნიათ კონკრეტული ინგრედიენტისადმი, 1-2 კაფსულა ყოველდღიურად შეგიძლიათ მიიღოთ.

არ შეიცავს: გლუტენს, სოიოს, საფუარს, გმო, რძის პროდუქტებს, ხორბალს, თხილეულს, ხელოვნურ საღებავებს და დამატკბობლებს.

SOLGAR. მცენარეული კომპლექსი ქალბატონებისათვის 50 კაფსულა

თუ პრე, მენო და პოსტმენოპაუზის პერიოდში განვითარებული ვეგეტოსისხლძარღვოვანი და ფსიქოემოციური დარღვევების სამკურნალოდ ეძებთ ეფექტურ საშუალებას – მას სოლგარის რიგებში იპოვით.

სოლგარის „მცენარეული კომპლექსი ქალბატონებისთვის“ შექმნილია ახალგაზრდობის და  სილამაზის შესანარჩუნებლად, რადგან მის შემადგენლობაში ყველა იმ მცენარეს ვხვდებით, რომელიც ფიტოესტროგენითაა გაჯერებული. ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის სწორედ ამ დანამატს გირჩევთ, მისი მიღების ჩვენებებია:

  • სიმხურველის შეგრძნება (წამოხურება),  გაძლიერებული ოფლიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დეპრესია, მომატებული გაღიზიანებადობა, ხასიათის ლაბილობა, ძილის დარღვევა, გულის რითმის დარღვევა
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევები
  • სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადებები (მასტოდინია, მასტოპათია)
  • ცისტიტი და სხვა უროგენიტალური ინფექციები

ფიტოესტროგენები ესტროგენებისთვის დამახასიათებლად მოქმედებენ სისხლძარღვთა კედლის, თავის ტვინის, საკვერცხეების, სარძევე ჯირკვლების, ძვლოვანი ქსოვილის რეცეპტორებზე, რაც დადებითად აისახება სიმპტომებზე და ამსუბუქებს მათ.

DOPPELHERZ AKTIV. კონსეპტივი ქალებისთვის 30 კაფსულა

და ბოლოს, ნაყოფიერების და რეპროდუქციული ფუნქციის ხელშემწყობი ფორმულა, რომელიც ფერტილობის ხელშეწყობისთვისაა შექმნილი.

შეიცავს ვიტამინების, მიკროელემენტების და მცენარეული ექსტრაქტების ოპტიმალურ კომბინაციას. შემადგენლობაში შეხვდებით ფოლის მჟავას, რომელიც ამზადებს ქალს ჯანსაღი ორსულობისთვის, მონაწილეობს პლაცენტის ფორმირებაში, ამცირებს ნაყოფის თანდაყოლილი მანკების განვითარების რისკს, ასევე ვიტამინ B6-ს, (არეგულირებს ჰორმონების მოქმედებას) და ვიტამინს B12, D ვიტამინს, რკინას და მაგნიუმს (აუცილებელია უჯრედების სწრაფი დაყოფისთვის). ამ და სხვა ინგრედიენტებთან ერთად, გერმანული ფარმაციის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი ამარტივებს ფერტილურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესს.

საკვები დანამატები, ბადები, მულტივიტამინები აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხსს და ნამდვილად ღირს ცდად. ჰოდა, როგორც უკვე იცით, ამ და სხვა პროდუქტების შესარჩევად, როგორც PSP.GE-ს, ისე PSP-ს სააფთიაქო ქსელის ფილიალებს შეგიძლიათ ეწვიოთ.

PSP

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

Scroll To Top