ისეთი ინტენსიური, როგორც არასდროს

მეამას ახალი, 09 კაფსულა ძლიერი ყავის მოყვარულებისთვის

12.11.2021

ძლიერი ყავის მოყვარულებისთვის, მეამას ყავის ევროპულ ფორმატში შეიქმნა ახალი, ინტენსიური კაფსულა – 09.  ნაზავი გვატემალური არაბიკასა და მექსიკური რობუსტას მუქად მოხალული მარცვლებისგან მზადდება და ხასიათდება ბლანტი სტრუქტურით, რომელსაც მუხის ქერქისა და შავი პილპილის ნოტები გამორჩეულ გემოს სძენს. 

მეამა მომხმარებელს აქამდეც სთავაზობდა ინტენსიური ყავის კაფსულების არჩევანს, როგორც ევროპულ, ისე – ამერიკულ ფორმატში. ახალი, 09 კაფსულა კი თავსებადია ევროპული ფორმატის აპარატებთან და არის ყველაზე ინტენსიური ყავა, მეამას ინტენსიური ყავის მრავალფეროვან არჩევანში.

მეამა ყავის მოყვარულებს ევროპულ ფორმატში 7 უნიკალურ კაფსულას სთავაზობს. ქართველი მომხმარებლის გემოვნების გათვალისწინებით შექმნილი ყავის კაფსულები გამოირჩევა როგორც სხვადასხვა ინტენსივობით, ისე – გემოთი და არომატით. ასევე, განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი მწვანე მარცვლების მოხალვის წესი. მეამა ყოველთვის ითვალისწინებს მომხმარებლების სურვილებს და სწორედ ამის მიხედვით ქმნიან ყავის ტექნოლოგები ახალ და განსაკუთრებულ გემოებს. 

ევროპული ფორმატის 09 კაფსულის შეძენა მეამას ბრენდულ სივრცეებში, მეამა ქოლექთში, ონლაინ მაღაზიაში და ქოლ-ცენტრის საშუალებით არის შესაძლებელი.

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap