ამერიკული სტეიკის ფესტივალი

05.05.2021

სურპრიზი გურმანებისთვის – 29 აპრილიდან  9 მაისის ჩათვლით თბილისში  ამერიკული სტეიკის ფესტივალი მიმდინარეობს, სადაც  ნამდვილი ამერიკული შავი ანგუსის სტეიკის დაგემოვნების საშუალება გეძლევათ.

ამერიკული ორგანიზაციების, USMEF-ისა და U.S. Beef Checkoff-ის მხარდაჭერით, ფესტივალის ფარგლებში გასტრონომის ყველა ფილიალში იმოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება შავი ანგუსის სტეიკის შეზღუდულ რაოდენობაზე.

გარდა ამისა, იმოქმედებს სპეციალური შეთავაზება Bistro by Gastronome-შიც, რომელიც მდებარეობს მაღაზია „გასტრონომი“-ს დიღმის ფილიალში (ბელიაშვილის 27) და არის პირველი Shop & Dine კონცეფციის რესტორანი საქართველოში. ფესტივალის განმავლობაში ბისტროში ყოველი შავი ანგუსის რიბაის სტეიკის შეკვეთისას სტუმარი მიიღებს ჩვენი სომელიეს მიერ შერჩეულ ჭიქა წითელ ღვინოს საჩუქრად.

ამერიკის შეერთებული შტატები  საქონლის ხორცის ექსპორტისა და წარმოების მოცულობის კუთხით მსოფლიოს პირველ სამეულში შედის. აშშ-ში მესაქონლეობა მაღალ დონეზეა განვითარებული. საქონლის დაბადებიდან მის დაკვლამდე და შემდგომ ხორცის გასაყიდად გაშვებამდე – ყველა საფეხური მკაცრად კონტროლდება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ. ფერმერს სწორედ ამ  რეგულაციის ზედმიწევნით დაცვა უწევს, რათა ხორცის რეალიზაციის უფლება მიეცეს.

„გასტრონომი“ ექსკლუზიურად სთავაზობს თავის მომხმარებელს ამერიკული წარმოების უმაღლესი კატეგორიის სტეიკის ხორცს.

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap