All I Need by Hennessy Very Special

16.06.2021

ჰენესის გლობალური კამპანიის All I Need by Hennessy Very Special მთავარი გმირები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრები წარმატებული, საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში დარწმუნებული ახალგაზრდები: მუსიკოსები, დიზაინერები, მხატვრები, ფოტოგრაფები, ქორეოგრაფები, რეჟისორები, პროდიუსერები და ხელოვნების სხვა სფეროს წარმომადგენლები არიან. ჰენესის კამპანია გლობალურია და მთელ მსოფლიოს მოიცავს დაწყებული ნიგერიიდან და ზიმბაბვედან, დამთავრებული მექსიკით, ინგლისით, ჩინეთით, ვიეტნამით, აღმოსაველთ ევროპისა და აზიის ქვეყნებით. მათ შორისაა საქართველოც. 

„ყველაფერი, რაც მჭირდება“ კამპანიის მიზანია ფართო აუდიტორიას სხვადასხვა სფეროში წარმატებული არტისტები, ინფლუენსერები, ანტერპრენები, კრეატიული ინდივიდები გააცნოს და შეუქმნას მათ პლატფორმა იმისათვის, რომ სხვებს საკუთარი ხედვები გაუზიარონ. ისინი სხვადასხვა ეროვნების, კულტურის წარმომადგენლები არიან, თუმცა ყველა მათგანს კრეატიულობა, ახლის შეცნობის და შექმნის მისწრაფება აერთიანებს. ისინი არ არიან პასიური დამკვირვებლები, არ ელოდებიან ცვლილებებს, თავად ცვლიან და თავად ქმნიან ახალს. კამპანიის მიზანია ეს გმირები მთელ მსოფლიოში ყველა თაობისა და ასაკის ადამიანისთვის ინსპირაციად აქციოს და აუდიტორიას მოქმედებისკენ, ცვლილებებისკენ უბიძგოს. ჰენესიმ მთელ მსოფლიოში ახალგაზრდა ტალანტების ერთგვარი ჯაჭვი შექმნა, რომელიც თავად ბრენდ Hennessy Very Special-ის არსს და მისწრაფებას ესადაგება. ეს ადამიანები ჰენესის ერთგვარ სახეებად იქცნენ და მის მთავარ მესიჯებს ახმოვანებენ.

All I Need by Hennessy Very Special კამპანიის ახალი სარეკლამო რგოლი ამ სიტყვებით იწყება: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სულ სხვაგვარ სამყაროში, აქ ძველი წესები აღარ მუშაობს.“ ვიდეორგოლში ჩართული გმირების ფოტოები ენაცვლება ერთმანეთს და კამპანიის მთავარი მესიჯები ისმის. „არასოდეს გაჩერდე, არასოდეს შეწყვიტო წინსვლა“ – ჰენესის კამპანიის მთავარი მოტო მასში ჩართული ყველა გმირის მთავარი ღირებულებაა. ახალ სამყაროს მხოლოდ შემოქმედებითი, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ინდივიდები ქმნიან. ამისთვის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ ისაა მნიშვნელოვანი – ვინ ხარ და რისი გაკეთება შეგიძლია.

ჰენესიმ გლობალური კამპანიისთვის „ყველაფერი, რაც მჭირდება“ საქართველოდან სამი ხელოვანი შეარჩია: სთრით არტისტი მუსია ქებურია, ფოტოგრაფი ლუიზა ჩალათაშვილი და მოდის დიზაინერი ირაკლი რუსაძე.

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top