ზაფხულის სიახლეები
30.06.2022
ივლისის დადგომისთანავე ჰაერი ზაფხულის სიმსუბუქით იმუხტება და ერთიანად გიღვიძებს განტვირთვის, დასვენების, დროის სასიამოვნოდ გატარების სურვილებს. წარმოიდგენ შილიფად ჩაცმული როგორ მისეირნობ ქვიშიან სანაპიროზე, თმა გიხუნდება, კანზე ოქროსფერი სხივები ჩნდება და მზისგან გამთბარი სხეულის სურნელსაც კი შეიგრძნობ. მოკლედ, დაუვიწყარი თავგადასავლები ალბათ მართლა ზაფხულში ხდება!
იმისთვის, რომ აღნიშნული შეგრძნებები დიდხანს გაგყვეთ და ხშირად შეგახსენოთ თავი, სახისა და სხეულის მოვლის რუტინის ზღვის სამყაროთი გამდიდრებას გთავაზობთ. „ალგოლოჟი“ ფრანგული ბრენდია, უფრო ზუსტად კი 100%-ით ბრეტონული. პენ ლანის პენისულაზე დაბადებული კომპანია არქიპელაგის უნიკალური მიკროკლიმატით და მსოფლიოში წამყვანი წყალმცენარეების ველებით ამაყობს. ბუნებრივ, მკაცრ გარემოში მუდმივი ქარი და ევროპაში ყველაზე ძლიერი მოქცევა ფიქსირდება. სწორედ ეს, ერთი შეხედვით ხელშეუხებელი გარემო გახდა „ალგოლოჟი“-ს მკვლევარების შთაგონების წყარო. ისინი არჩევენ საუკეთესო მცენარეებს სიღრმეებსა და სანაპიროებზე და უნიკალურ ფორმულებად თარგმნიან. #ამარტაგირჩევთ და ბრენდის სიახლეებს გაგაცნობთ.
Écume De Mer – Revitalising Body Wash
ნაზი გამაჯანსაღებელი ტანის დასაბანი გელი ზღვის კამისა და წითელი წყალმცენარეების გამომაცოცხლებელ თვისებებს აერთიანებს. ზედმეტი გამოშრობის გარეშე აშორებს კანს მკვდარ უჯრედებსა და ჭუჭყს.
პროდუქტის ნაზ მოქმედებას მისი სუფთა, ნატურალური შემადგენლობა განაპირობებს. არ შეიცავს პეგებს, პარაბენებს, მინერალურ ზეთებს, ფტალატებსა და სილიკონს, ანუ იმ ძირითად გამაღიზიანებელ ფაქტორებს, რომელთაც ალერგიულობის მაღალი ინდექსი აქვთ. გელი შეიცავს ზღვის წყლის 96 მინერალსა და მიკროელემენტს, ასევე მარინე კრისტეს ექსტრაქტს, რომელიც აღადგენს გაუწყლოებულ კანს და აძლიერებს მის ჰიდროლიპიდურ ფენას. იდეალურია მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის.
Lait Du Jardin Marin – Revitalising Body Milk
ტანის რძე განსაკუთრებით კომფორტული გადაწყვეტილებაა მათთვის, ვინც მსუყე ლოსიონებსა და კარაქებს ერიდება. პროდუქტი აღადგენს კანის ელასტიურობას, ანიჭებს მას ერთგვაროვნებასა და სირბილეს. რაც მთავარია, სასიამოვნო სურნელისა და ადვილად შეწოვადი კონსისტენციის საცხი ზაფხულის ცხელ დღეებშიც კი არ ქმნის დისკომფორტს.
Baume Du Jardin Marin – Revitalising & Nourishing Balm
რადგან არსებობენ ადამიანები განსაკუთრებით მშრალი, ან სიმშრალისკენ მიდრეკილი კანით, დამამშვიდებელი, რევიტალიზაციის ეფექტის მქონე პროდუქტის შეთავაზება „ალგოლოჟი“-ს აუცილებლად მიაჩნია. როგორც ფორმულაზე მომუშავე ექსპერტები გვპირდებიან, გარდა კანის დამცავი ბარიერის აღდგენისა, პროდუქტი ენერგიას მატებს მას, რაც ნაკლებ მოშვებულობაში გამოიხატება.
პროდუქტი ფორმულირებულია ALGO 4®-ით
ექსკლუზიური კომპლექსით, რომელიც შეიცავს ექსტრემოფილური მცენარეების 4 აქტიურ ინგრედიენტს. კომპონენტები აკმაყოფილებს კანის 4 ფუნდამენტურ მოთხოვნილებას: დაცვას, ჟანგბადით გამდიდრებას, კვებას, სტიმულირებას (ელასტიურობის გაზრდას).
Scrub Littoral – Body Scrub With Sea Salts & Essentials Oils
ერთგვაროვანი რუჯის მისაღებად, ასევე სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებისა და კანის გლუვი სტრუქტურისთვის მკვდარ უჯრედებს უნდა დაემშვიდობოთ, რისთვისაც მექანიკური გომაჟია საჭირო. „ალგოლოჟი“-ს ძალიან კრემისებრი სტრუქტურის ტანის სკრაბი შეიცავს 100% ბუნებრივ გუერანდის მარილს, რომელიც ნაზად აქერცლავს კანს და აწვდის მას საჭირო მინერალებს.
Hydra Ecume – Bi-Phasic Eye Make-Up Remover
იმისთვის, რომ მაკიაჟის მოშორების პროცესში ე.წ პანდას თვალებს, ჩამოღვენთილ ტუშსა და ნაწვალებ წამწამებს სამუდამოდ დაემშვიდობოთ, ეს ბიფაზური გამწმენდი გჭირდებათ. პროდუქტი შექმნილია სენსიტიური თვალებისთვის და ის ყველაზე წყალგამძლე პარფიუმერიასაც კი მოუღებს ბოლოს.
სითხე რომაული გვირილის დისტილატს, საყოველთაოდ აღიარებულ დამამშვიდებელ და დამაამებელ ექსტრაქს შეიცავს, რომელიც მედიცინაში ანთების საწინააღმდეგოდ გამოიყენება.
Nuit Des Vagues – Hydra-Replenishing Sleeping Mask
წარმოიდგინეთ, თქვენ გძინავთ, პროდუქტი კი – მუშაობს. ეს უნიკალური ნიღაბი აღადგენს კანს მთელი ღამის განმავლობაში. დილას იღვიძებთ მეტად ელასტიური, გაჯანსაღებული, თანაბარი ფერის მქონე სახით, რომელიც უსაზღვროდ რბილი და დატენიანებულია.
შეგრძნებები: კონსისტენცია ულტრა სუფთა და მსუბუქია. წყლის გელის ტექსტურა, არა ცხიმიანი. სასიამოვნო სურნელი.
გამოყენება: წაისვით სქელი ფენა ღამით სახეზე, კისერსა და დეკოლტეზე. ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დღის ნიღაბი.
Masque De L’Archipel – Sea Clay Purifying Mask
ეს ნიღაბი აერთიანებს ზღვის თიხის და მწვანე თიხის გამწმენდ მოქმედებას. ასუფთავებს ფორებს – კანის გამოშრობის გარეშე. იდეალურია კანის მყისიერი გაუმჯობესებისთვის.
„ალგოლოჟი“-ს სიახლეები ამდიდრებს მოვლის რუტინას ზღვის სამყაროს იდუმალი, მიმზიდველი ენერგიით, რაც აუცილებლად გაგიხანგრძლივებთ ოქროსფერი ზაფხულის სასიამოვნო შეგრძნებებს.
კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი