13.05.2021

იმედია ამინდების ცვლილება თქვენს განწყობაზეც უკვე აისახა და დაიწყეთ ფიქრი ზაფხულის გრძელ დღეებზე, ზღვაზე და რა თქმა უნდა, ოქროსფერ რუჯზე.

ზამთრის სიმკაცრის გავლენა ჩვენი სხეულისა თუ განწყობის ყველა ელემენტს ეტყობა  და რა გასაკვირია, რომ ყველაზე დიდი ორგანო, კანი – განსაკუთრებით განიცდის სტრესს. უმეტესობა ჩვენგანს ცივი სეზონების შემდეგ აწუხებს სხეულზე კანის გამოშრობა, გაუხეშება, აქერცვლაც კი..  არადა, რა ხდება ამ დროს? გარეთ ფრიალა კაბებისა და შილიფად ჩაცმის სეზონია. ჰოდა, სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ საქმეს და გავეცნოთ 3 წუთიან საკითხავს გლუვი სხეულისა და მარმარილოსებრი კანის შესახებ.

#1  აქციეთ შხაპი სასიამოვნო რუტინად

სიტყვა სასიამოვნო, განზრახ ჩავამატეთ. სახის კანის მოვლის რუტინა, სწორი კვების რუტინა, ვარჯიშის რუტინა და ლამის სუნთქვისაც რომ არ დაგიწესოთ, მოდით ვაქციოთ შხაპი იმ რიტუალად, რომლის დროსაც განტვირთვა და სიამოვნება რუტინულ ნაბიჯებსაც მოაქვს..

მნიშვნელობა არ აქვს რომელ ზონაზე ვსაუბრობთ. კანი, პირველ რიგში საფუძვლიან გაწმენდას საჭიროებს – რა თქმა უნდა, კარგად ნაცნობი ჭეშმარიტებაა, თუმცა სიამოვნებით გავიმეორებთ, რომ სწორედ ამ ეტაპიდან იწყება ნებისმიერი პროცესი. თუ კონკრეტული პრობლემა გაწუხებთ, მაგალითად გამონაყარი ზურგზე, გარკვეული ზონების გამოშრობა ან სიწითლე, აჯობებს ნაზი, ph ნეიტრალური, საპნის-გარეშე საშუალებები გამოიყენოთ. სასურველია პროდუქტი შეარჩიოთ აფთიაქში,  ამ პრობლემისთვის სპეციალიზირებული ხაზებიდან. 

მეორე მნიშვნელოვანი ეტაპი, მკვდარი უჯრედების მოშორებაა. მიიჩნევა, რომ ამისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება გომაჟია. საბედნიეროდ,  აქაც გვაქვს არჩევანი. მოუსმინეთ საკუთარ კანს, რა სიამოვნებს მას?  მსხვილგრანულოვანი სკრაბი, თუ ნაზი საშუალება და უხეში ჯაგრისი? მაგალითად, თუ არჩევანს ჯაგრისზე შეაჩერებთ, შედარებით უხეში მოქმედებით სისხლის მიმოქცევა სტიმულირდება და ცელულიტთან ბრძოლასაც შეუწყობთ ხელს. 

შხაპის მიღების მესამე ნაწილი, საკუთარი თავის განებივრებაა. თუ საჭირო პროდუქტებს აღმოაჩენთ, სასარგებლოს და სასიამოვნოს მარტივად შეუთავსებთ ერთმანეთს. დაგვეთანხმებით, ზეთები განსაკუთრებით სასიამოვნო სუნითა და ტექსტურით გამოირჩევა, ამიტომ ერთი ძვირფასი რჩევა ჩვენგან: სცადეთ „ალგოლოჟი“-ს სხეულის დასაბანი შხაპის ზეთი. ჩაასხით 2 წვეთი აბაზანაში და დატკბით მომენტით, ან უფრო პრაქტიკულად, წაისვით სხეულზე წრიული მოძრაობებით. მიცელარული ზეთის მთავარი თვისება, წყალთან კონტაქტისას ემულსიად გარდაქმნაა, რისი წყალობითაც კანი უფრო ერთგვაროვანი და ელასტიური ხდება.

#2 არ  გამოტოვოთ დატენიანების ეტაპი

დატენიანების მნიშვნელობა კარგად გესმით, თუმცა ზამთარში განსაკუთრებით გერთულებათ თბილი შხაპის შემდგომ 15  წუთიანი ლოდინი სანამ თქვენი საყვარელი კარაქი, ლოსიონი თუ სხვა საშუალება შეშრება?  კანის მოვლის თანამედროვე ფორმულების წყალობით,  გამოსავალი არსებობს. 

მაგალითად, ბრენდები, რომელთაც საკუთარ მომხარებელზე ზრუნვის ფუფუნება გააჩნიათ, კარგად ხვდებიან, რომ სხეულის მოვლა საკმაოდ დელიკატური და ინტიმური საკითხია, შესაბამისად არჩევანი მრავალფეროვანი უნდა იყოს.

თქვენ, შესაძლოა უპირატესობას ანიჭებთ შედარებით ძლიერი მოქმედების, მსუყე პროდუქტებს. თქვენი ოჯახის წევრი კი მსუბუქ საშუალებებს ირჩევს. თქვენ გსურთ მთელს სხეულზე ყვავილების სურნელი აგდიოდეთ, თუმცა ვიღაცისთვის სხვა არომატია პრეფერენციებში. შესაბამისად, საჭიროა ფიქრი ნებისმიერ ჩვენგანზე.

ისევ „ალგოლოჟი“-ს რომ მივუბრუნდეთ, ბრენდის სხეულის ხაზში აღმოაჩენთ თმის და ტანის ზეთს, რომელიც ძალიან სწრაფად შრება და მყისიერად ანიჭებს კანსა და თმას აბრეშუმის სინაზეს, თუმცა თუ იმავე ფორმულის კრემისებრი ვარიანტი გირჩევნიათ, Algologie – ალგოლოჟი JARDIN MARIN ტანის ბალზამი – საუკეთესო გადაწყვეტილებაა. 

ეს ნიშნავს იმას, რომ ძლიერი ეთერზეთებითა თუ ანტიოქსიდანტებით მდიდარი ფორმულა შესაძლოა თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი ფორმით აღმოაჩინოთ და მაქსიმალური კომფორტი შეუქმნათ საკუთარ თავს. 

#3 ხელები, ასაკის ნამდვილი სარკეა

სხეულის უმნიშვნელოვანესი ნაწილები, რომელთაც ასაკის ნამდვილ „გამყიდველებად“ მოიხსენიებენ: ყელი, დეკოლტეს ზონა და ხელებია. შესაბამისად, მათზე ზრუნვას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ. 

ყელის შემთხვევაში, სახის დამატენიანებელი საშუალებების გადანაწილებას გირჩევთ, მკერდის ზონას სხეულის ლოსიონიც მოერგება. 

ხელების შემთხვევაში, არ გამოტოვოთ ფრჩხილები. მტვრევადობა, გამოშრობა, სისუსტე ის მახასიათებლებია, რომელთაც ერთის მხრივ შინაგან პრობლემაზე (პირობითად ვიტამინების ნაკლებობაზე) მეორეს მხრივ, არასაკმარის დატენიანებაზე  შეიძლება მიგვანიშნონ.

საუკეთესო შემთხვევაში, შეგიძლიათ პერიოდულად გაიკეთოთ თბილი აბაზანები ისეთი ბიუჯეტური საშუალებებით, როგორიც საკვები სოდა და სხვადასხვა ეთერზეთია. ზამთრის ცივი დღეების შემდგომ, რეკომენდებულია ცვილის, ანუ პარაფინის პროცედურები. ასევე, აუცილებლად გამოიყენეთ ეფექტური საცხი Crème du Littoral NUMERIQUE. ხელის & ფრჩხილის დამცავი კრემი Body Active, ზემოთ ხსენებულ, ALGO-4 დაპატენტებულ ფორმულას შეიცავს, რომელიც წყალმცენარეებისა და სხვადასხვა დამატატენიანებელი კომპონენტისგან შედგება. საცხი უხილავ გარსს ქმნის კანზე და აბრეშუმისებრ შეგრძნებას განიჭებთ.

#4  არ დაგავიწყდეთ, წყალი!

წყლის ბალანსის დაცვა აუცილებელი პირობაა მოვლილი კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის. დღიური რეკომენდემული მინიმუმი, 8 ჭიქა სითხეა, მაგრამ თუ ამის გაკეთება სტანდარტულად გიჭირთ, დაამატეთ არომატები. მაგალითად C ვიტამინის საბადო ფორთოხალი და გრეიფრუტი წყალს კიდევ უფრო გემრიელს გახდის, ბონუსად კი მეტაბოლიზმზე იქონიებს დადებით გავლენას. შესაძლოა თქვენს პრეფერენციებში უფრო ძლიერი, ჯანჯაფილის და ლიმონიანი წყალია, რომელიც გარდა იმუნიტეტისთვის სარგებლიანობისა, დამატებით ენერგიასაც აწვდის ორგანიზმს.

#5 იყავით თავდაჯერებული

თუ გგონიათ, რომ ეს რჩევა შემთხვევითია და კანის მოვლასთან კავშირში არ არის, ცდებით. ნებისმიერი ჩვენი სტატია მიძღვნილია თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებისთვის, თუმცა ისედაც გვწამს, რომ ყველა მკითხველი უნიკალური, თავისებური სილამაზისა და შინაგანი სინათლის მატარებელია, რომლის გამოვლენაც ყველაზე მეტად ალამაზებს ქალს. იყავით თავდაჯერებული! 

PSP.GE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top