ახალი სივრცე – ახალი გამოცდილება

15.04.2024

„მომავალი არის ახლა!“ – ეს ფრაზა საუკეთესოდ აღწერს ოცდამეერთე საუკუნეს მთელი თავისი დიდებულებით, ციფრული ტრანსფორმაციებით და გამარტივებული სერვისებით, რომლის როლიც მომხმარებლის კმაყოფილების გაზრდაა. სიახლე სურს ყველას, სწორედ ამიტომ, ინოვაციები აქტიურად იჭრება ყველაზე ტრადიციულ საქმიანობებშიც კი და ცვლის დღის წესრიგს. მთავარი, რა თქმა უნდა, ადამიანია – ოღონდ სხვა დატვირთვითა და შესაძლებლობებით. დღეს სწორედ ასეთ შემთხვევაზე გიყვებით, სივრცეზე, რომელიც სულ მალე შეემატება თბილისს და შოპინგის ახალ გამოცდილებას დანერგავს.

დაარსებიდან 30 წლის თავზე PSP-ს სააფთიაქო ქსელი რიგით 67-ე ფილიალს ხსნის, თანაც – სრულიად განსხვავებულს. სივრცეს, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ თამამი სიტყვა ინდუსტრიაში და დარწმუნებულები ვიყოთ, რომ არ ვაჭარბებთ.

რას გულისხმობს განსხვავებული კონცეფცია?

საკულტო სერიალის Gossip Girls-ის მთავარ გმირს, ბლერ ვოლდორფს სჯეროდა, რომ „თუ ამბობენ რომ ბედნიერებას ვერ იყიდი, უბრალოდ არ იციან სად იშოპინგონ“. თუმცა რა რთულია ამხელა არჩევანში ზუსტად იცოდე რა, სად და როდის უნდა შეიძინო?! თავის მოვლის საშუალებების შერჩევამდე საჭირო სადიაგნოსტიკო პროცედურები ჩაიტარო, რუტინა ააწყო და სააფთიაქო ფილიალში მაშინ მოხვდე, როცა ნაკლები ხალხია, კონსულტანტი შეძლებს გაგიწიოს მეგზურობა შენს სილამაზეზე ზრუნვის თავგადასავალში.

ზემოთ ჩამოთვლილი პროცესების ერთი ამოსუნთქვით გასავლელად – PSP-ს 67-ე ფილიალი იხსნება. ადგილზე მისულს შესაძლებლობა გექნებათ ისარგებლოთ თანამედროვე ტექნოლოგიებით, ჩაიტაროთ სხვადასხვა პროცედურა და ზუსტად დაადგინოთ რა სჭირდება თქვენს კანსა თუ თმას. შემდეგ, დროისა და ენერგიის დასაზოგად სააფთიაქო რობოტს მიმართავთ, რომელიც თქვენი ციფრული ასისტენტია. თქვენგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გაგიძღვებათ სასურველი ბრენდის სტენდთან.

დეტალების ბოლომდე გაცხადებისგან თავს შევიკავებთ, თუმცა გპირდებით, რომ მუდმივი ინოვაციების სადარაჯოზე მყოფი PSP-ს სააფთიაქო ქსელი ნამდვილად განსხვავებულ, ინოვაციურ, საინტერესო სივრცეს ხსნის, რომელიც სრულად შეცვლის შოპინგის გამოცდილებას.

PSP

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

Scroll To Top