20.11.2021

გიფიქრიათ იმაზე, რომ კანი ჩვენი ყველაზე დიდი ორგანოა, ფარავს მთელ სხეულს და გვიცავს გარემოს ნებისმიერი გამაღიზიანებელი ფაქტორისგან? რამდენად დიდი, მრავალფეროვანი და ინდივიდუალური შეიძლება იყოს მისი ფუნქციები, მოვალეობები და პრინციპში – პასუხისმგებლობებიც. აკნე მისი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და შემაწუხებელი პრობლემაა, რომელიც ნებისმიერ ასაკში,ნებისმიერი ფორმით შეიძლება გამოვლინდეს.

დღეს გიყვებით ტოპ 10 შეცდომაზე, რომელსაც ცხიმიანი  გამონაყარისკენ მიდრეკილი კანის მოვლისას ვუშვებთ და #ამარტაგირჩევთ ეფექტურ პროდუქტებს პრობლემის მოსაგვარებლად.

  1. მთავარი – მოდით დავიწყოთ დიაგნოზით

ნებისმიერი გამონაყარი აკნე არ არის და მკურნალობას არ საჭიროებს, თუმცა რამდენად დიდია ცდუნება დაუსვა საკუთარ თავს დიაგნოზი და სასწრაფოდ დაიწყო მთელი საძიებო სისტემების მობილიზებით თვითმკურნალობა?

  • არასრულფასოვანი რუტინა

მაგრამ, რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ზუსტად ვიცით რომ აკნე გვაწუხებს?

ვიყენებთ, როგორც ყოველდღიური მოვლის, ასევე სამკურნალო საშუალებებს და გააზრებულად ვირჩევთ ფორმულებს.

იტალიურ ბრენდ „ბიონიკე“-ს AKNET ხაზი განკუთვნილია პრობლემური კანისთვის და წარმოდგენილია, როგორც აქტიური გამონაყარის დროს გამოსაყენებელი, ასევე ზოგადი მოვლის საშუალებებით.

ყველა პროდუქტი არაკომოდოგენურია, სრულ თანხვედრაში მოდის აკნეს სამკურნალო სამედიცინო მტკიცებულებებთან და რეკომენდებულია დერმატოლოგების მიერ.

  • ზედაპირული შეფასება

მიუხედავად იმისა, რომ აკნე გარდამტეხ ასაკში განსაკუთრებით აქტუალურია, მისდამი ზედაპირული დამოკიდებულება პრობლემის გამწვავებას იწვევს და შესაძლოა კიდევ დიდხანს გახსენებდეთ თავს.

  • კიდევ  უფრო უარესი – ზედაპირული გაწმენდა

ცხიმიანი კანის მქონე ადამიანებისთვის აუცილებელია დღეში ორჯერ  (ასევე ინტენსიური დატვირთვის შემდგომ) აქტიური ინგრედიენტების შემადგენლობის მქონე საშუალებით დაბანა/გაწმენდა.

AKNET

CLEANSING WATER

მაშინაც კი, თუ კანი მკურნალობის პროცესში გამომშრალი და გაღიზიანებულია Aknet ხაზის გამწმენდი მუსი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. საშუალება მსუბუქად ქაფდება, ასუფთავებს ფორებს და ანტიბაქტერიული მოქმედების წყალობით ამცირებს კომედონების რაოდენობას. სუკინინის მჟავა კერატოლიტური მოქმედებისაა, რაც კუტიბაქტერიების (აკნეს გამომწვევი ფაქტორი) საწინააღმდეგო მოქმედებას განაპირობებს და სალიცილის მჟავაზე უკეთეს შედეგებს ავლენს.

AKNET

CLEANSING GEL

თუ აკნეს გამომწვევი მთავარი პრობლემა ჰიპერსებორეაა, Aknet ხაზის მსუბუქი გომაჟის ეფექტის მქონე გელი უნდა მოსინჯოთ. ყოველდღიური გამოყენების საშუალება მკვდარი უჯრედების რაოდენობას ამცირებს, რაც ხელს უშლის ფორებში საცობების წარმოქმნას და გამონაყარის პროვოცირებას.

  • ზედმეტი გამოშრობა

 ხანდახან ზედმეტი ენთუზიაზმი საქმეს მეტად აფუჭებს. მოვლის პროცესში ჩვენი თვითმიზანი არა კანის გამოშრობა, არამედ მისი მიკროფლორის რეგულაციაა; ამიტომ ვამახვილებთ ყურადღებას Aknet ხაზის დასაბან საშუალებებზე, რომლებიც  არა მხოლოდ ამ ცნობილ გამომშრობებსა და ალერგენებს უარყოფს, არამედ გლუტენის და პრეზერვატივების გარეშეა ფორმულირებული.

აქვე, ვისაუბროთ კარგი დამატენიანებელი საცხის შემადგენლობაზე.

AKNET DERMOCONTROL

NORMALIZING TREATMENT

ცხიმის მარეგულირებელი, კერატოლიზური და აღდგენითი მოქმედების მქონე დამატენიანებელი საცხი მატირების ეფექტითაა. აქტიური ინგრედიენტების ჩამონათვალში გვხვდება თუთია და გლიკოლის მჟავა, რომელიც ასუფთავებს კანს, ხელს უწყობს ჭარბი ცხიმის გამოყოფის შემცირებას და შავი წერტილების (თეთრი და შავი წერტილების) წარმოქმნას. პრებიოტიკი აძლიერებს კანის ბუნებრივ დამცავ ბარიერს. საცხი სწრაფად შეიწოვება, იდეალურია როგორც ყოველდღიური მოხმარების საშუალება და რა თქმა უნდა – არაკომოდოგენურია.

  • გამორწყვა და ხშირი შეხება კანზე

გაუძელით ცდუნებას ! არ შეეხოთ გამონაყარს, ასე ინფექცია შეიძლება გაავრცელოთ სხვადასხვა უბნებზე და გააღიზიანოთ ისედაც ანთებითი პროცესი.

  • არასაკმარისი  SPF

ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან დაცვა ნებისმიერი ტიპის კანისთვისაა აუცილებელი, მითუმეტეს მკურნალობის პროცესში. გახსოვდეთ, რომ  ნამზეური მხოლოდ დროებით ნიღბავს გამონაყარს.

AKNET SUN  50+

VERY HIGH PROTECTION

მაშ ასე, გაიცანით. ფლუიდი სპეციალურად შექმნილი აკნესადმი მიდრეკილი კანის ფოტოდაცვის უზრუნველსაყოფად.  ფორმულირებულია Network Expert ტექნოლოგიით, რაც უზრუნველყოფს UVA-UVB ფილტრაციის სისტემის ეფექტურობას და ასევე იცავს კანს IR და UV სხივების მიერ წარმოქმნილი თავისუფალი რადიკალებისგან. პროდუქტი შეიცავს ნიკოტინამიდს (ნიაცინამიდს), რაც ხელს უწყობს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედების შესუსტებას; აქვს მსუბუქი და უცხიმო ტექსტურა, არაკომოდოგენური და წყალგამძლეა.

  • მწვავე აკნეს დროს ექსფოლიაცია

უხეში სკრაბები და პილინგი მაშინ, როცა კანზე გამონაყარი აქტიურად გაქვთ, დაუშვებელია.

  • არასწორი პროდუქციის შერჩევა  მკურნალობისას

Aknet ხაზის საშუალებები შეიძლება გამოყენებულ იქნას ცალკე ან ფარმაკოლოგიური მკურნალობისას ეფექტის გასაუმჯობესებლად, რასაც კანის დამცავი ბარიერის გაძლიერებითა და ნებისმიერი ტრიგერის საწინააღმდეგო მოქმედებით ახერხებს. ეს აუმჯობესებს სპეციალისტის მიერ დანიშნული მკურნალობის შედეგს.

  1. პოსტ-აკნე ლაქების არასაკმარისი პრევენცია

სამწუხაროდ გამონაყარის მკურნალობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი მისი პოსტ-აკნე მოვლაა, ამიტომ ენთუზიაზმი არ უნდა დავკარგოთ და გავაგრძელოთ სრულფასოვანი რუტინის დაცვა მაშინაც კი, თუ გამონაყარს დავემშვიდობეთ.

AKNET AZELIKE PLUS

INTENSIVE TREATMENT

მოვლის საშუალება ფორმულირებულია აზელაინის მჟავით,  ახალი თაობის რეტინოიდის (HPR) და α-ჰიდროქსი მჟავების კომბინაციით. მათი კერატოლიზური, ბაქტერიოსტატიკური და ცხიმის ნორმალიზების თვისებების წყალობით, ეს აქტიური ინგრედიენტები ხელს უშლის კომედონების წარმოქმნას და განვითარებას (თეთრი და შავი წერტილები), ამცირებს პილოსისებრი ფოლიკულების დახშობას, აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტი-პიგმენტური მოქმედება.

არასოდეს დანებდეთ

ეს არც რომელიმე სამოტივაციო ტექსტიდან აღებული ფრაზაა და არც ცნობილი ქოუჩის მოწოდება. აკნესთან ერთად ცხოვრება, მისი მოვლა, მკურნალობა ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. ხშირად შედეგი გვიან დგება.. კვირები არ ჩანს იმედი, რომ ამჯერად გამოგვივა.. თითქოს აზრი არც აქვს ამდენი პროდუქტის რუდუნებით შერჩევას და ზედმიწევნით გაცნობას. ყოველთვის, როცა დანებებას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ, რომ შესაძლოა წარმატება ძალიან ახლოს, ერთი ხელის გაწვდენაზე იყოს.

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top