15.09.2025
როგორ გავუმკლავდეთ გამოწვევას?
აწიე ხელი, თუ ცხიმიანი კანი გაქვს და ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაგიჩივლია, რომ მისი მოვლა რთულია, ამასთანავე განსაკუთრებით დიდ დროს და ენერგიას საჭიროებს? თუმცა, ნათელ მხარეზეც უნდა დავფიქრდეთ, ასეთი ტიპის კანზე შედარებით გვიან ჩნდება წვრილი ხაზები და ნაოჭები, რაც ასაკობრივი ნიშნების გადავადებას გულისხმობს.
ცხიმის ჭარბმა გამოყოფამ შესაძლოა ფორები დაახშოს, რაც შავი წერტილების, ლაქების და გამონაყარის ფორმირებას იწვევს, შესაბამისად აკნე და ცხიმიანი კანი ხშირად ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. მიუხედავად იმისა, რომ ცხიმიან კანს შეიძლება გამოწვევები ახლდეს თან, მისი მოვლისას მთავარი არა გამოშრობა არამედ, მისი ნაზად დაბალანსება და გაწმენდაა.
ოქროს შუალედის საპოვნელად საქმეში Caudalie Vinopure-ის ხაზი ერთვება.

Caudalie. სახის დასაბანი გელი Vinopure
სახის მოვლის რუტინის პირველი ეტაპი, რა თქმა უნდა, გაწმენდაა. ეს გულისხმობს მზისგან დამცავის, მტვრის ნაწილაკების თუ მაკიაჟის საფუძვლიან მოშორებას, რისთვისაც პოლიფენოლისა და 6 ეთერზეთის კოქტეილის შემადგენლობის მქონე სახის გელი – იდეალური გადაწყვეტაა. გარდა იმისა, რომ კანიდან ზედმეტ ცხიმსაც ჩამოიბანთ, სალიცილის მჟავის შემცველობის მქონე პროდუქტი გაასუფთავებს ფორებს და ვიზუალურად ნაკლებად შესამჩნევს გახდის მათ.

Caudalie. სახისთვის ასევე გამოიყენეთ ცხიმიანი და კომბინირებული კანის ტონერი
კანის სრულყოფილი გასუფთავების, მეორეს მხრივ – დატენიანებისთვის მოსამზადებლად ტონერია საჭირო. ალბათ გსმენიათ, რომ ყურძნის წყალი ამშვიდებს და ატენიანებს კანს, პოლიფენოლი ცხიმის სინთეზის მარეგულირებელი, შავი წერტილების საწინააღმდეგო ანტიოქსიდანტია, ექვსი ეთერზეთის კოქტეილი ანტიბაქტერიული თვისებებით ხასიათდება, სალიცილის მჟავა კი, როგორც აღვნიშნეთ ავიწროებს ფორებს და კანის სტრუქტურას აუმჯობესებს. პროდუქტი არ შეიცავს ალკოჰოლს, საპონს, პარაბენს, კონსერვანტებს, არომატიზატორებს. არაკმედოგენური, არ ახშობს ფორებს.

Caudalie. სახის შრატი Vinopure
სეფორას Clean beauty-ს ერთ-ერთი რჩეული ბრენდის, Caudalie-ს ტოპ მოთხოვნად პროდუქტებში ხშირად წააწყდებით შრატებს. შეგახსენებთ, რომ სერუმი დამატენიანებელი პროდუქტების უკეთ შეწოვას უზრუნველყოფს. Vinopure სახის შრატი განკუთვნილია ანთებითი უბნების სამკურნალოდ. აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და ამცირებს შავ წერტილებს, პოლიფენოლი – საუკეთესო ანტიოქსიდანტი, არეგულირებს ცხიმის სინთეზს. ფორმულა შეიცავს 97% ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებს, დერმატოლოგიურად შემოწმებული და არაკომოდოგენურია.

Caudalie. სახის ფლუიდი მატირებით Vinopure
ფლუიდები საუკეთესო გადაწყვეტილებაა თქვენთვის, თუ დამატენიანებელი საცხები გემძიმებათ, არ მოგწონთ მათი შეგრძნება კანზე და შედარებით თხელ, თუმცა ეფექტურ საშუალებას ეძებთ. ეს მქრქალი, თხელი ტექსტურის საცხი ამცირებს კანის ბზინვარებას, აუმჯობესებს მის სტრუქტურას და ძალიან მალე შეიწოვება. რა თქმა უნდა, არ შეიცავს სილიკონებს და შესაბამისად, არ ახშობს ფორებს.

Caudalie. ცხიმიანი და კომბინირებული კანის ლოკალური გელი
როგორც ამბობენ, მნიშვნელოვანი დღეების წინ ჩვენი კანი სიურპრიზს გვიკეთებს და ერთი, ან რამდენიმე პუსტულით გვახსენებს თავს. ჩვენ გამოსავალი გვაქვს! Vinopure Salicylic Stop Solution ასუფთავებს, აქრობს და ამცირებს სიწითლესა და გამონაყარს თავისი ნეიტრალური, ღია მწვანე ელფერით. იდეალურია მთელი დღის განმავლობაში გამოსაყენებლად.
შემადგენლობა:
ბუნებრივი სალიცილის მჟავა – 100% სუფთა და ბუნებრივი წარმოშობის, ზამთრის მწვანე ფოთლებისგან;
ნიაცინამიდი – უფრო ცნობილია როგორც ვიტამინი B3 – ავიწროვებს გაფართოებულ ფორებსა და ამშვიდებს კანს;
ჩაის ხის ეთერზეთი – ანტიანთებითი, ანტიბაქტერიული მოქმედების ინგრედიენტი.
გამოყენების წესი: დილით და საღამოს დაიტანეთ სალიცილის ლაქების ხსნარი Vinopure პირდაპირ ლოკალიზებულ ლაქებზე. მოარიდეთ თვალის კონტურის ზონას. შესაძლებელია მისი გამოყენება მაკიაჟის ქვეშაც. მისი ღია მწვანე ფერი მყისიერად აქრობს სიწითლეს.
აქვე, სტატიის წერას ისე ვერ დავასრულებდით, კოდალის სხვა სიკეთეებსაც რომ არ შევხებოდით. კოსმ-ეთიკური ბრენდი, მაქსიმალურად ამცირებს გარემოზე ზიანს, იყენებს ნატურალურ ინგრედიენტებს და ვეგანურია! ჰოდა თუ თქვენც გსურთ ამ არაჩვეულებრივი კომპანიის ფილოსოფიის გაზიარება და ამავდროულად ცხიმიანი კანის მოვლის რუტინას ადგენთ, PSP.GE-ზე ან PSP-ს სააფთიაქო ქსელში გელით.
კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი