აქცენტები ჯანსაღი სხეულისთვის

11.04.2022

მაშ ასე, ოფიციალურად დადგა მზიანი დღეების, ფერადი ქსოვილებისა და ფრიალა კაბების სეზონი, რაც ჩვენს განწყობაზეც დადებითად აისახება. სანამ შილიფად ჩაცმულები ჩაის ჭიქას კოქტეილით ჩავანაცვლებთ და ზაფხულის ხანგრძლივ საღამოებს მივეცემით, #ამარტაგირჩევთ სხეულის მოვლაზე ვისაუბროთ და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიით შევეგებოთ ოქროსფერ დღეებს. 

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ნანატრ გაზაფხული-ზაფხულის პერიოდსაც ახლავს რიგი უსიამოვნებები, იქნება ეს ჰაერის მომატებული ტენიანობა, სიცხე და მისგან განპირობებული დეჰიდრატაცია, ჭარბცხიმიანობა, ოფლიანობა, შედეგად წარმოქმნილი გამონაყარი თუ  სხვა პრობლემები. სახის კანის მოვლისას მზისგან დამცავს ასჯერ მეტი ფასი ედება, იმატებს რუტინის ადაპტაციის საჭიროებაც, თუმცა დღეს სხეულის გაჯანსაღებაზე გავაკეთებთ აქცენტს. 

ვარჯიში, სწორი კვება, შესაბამისი ფიზიკური აქტივობა და წყლის ბალანსი კვლავ რჩება ყველანაირი სიკეთის საწყისად რაც ჩვენს ჯანმრთელობასა თუ სასურველ ფორმებს შეეხება, თუმცა სხეულის მაკორექტირებელი საშუალებები სასურველი შედეგის კიდევ უფრო სწრაფად მიღებაში დაგეხმარებათ.

გასახდომი კონცენტრატი 75მლ

„ლე პეტიტ ჟოლი“-ს ქვეყანაში წვრილი წელი და დახვეწილი აღნაგობა განსაკუთრებით მიმზიდველ ელემენტებს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ფრანგული ბრენდიც კი გასახდომ კონცენტრატებს გვთავაზობს. მცენარეული მშრალი ზეთი მოგანიჭებთ სენსორული სიამოვნებას, ხაზს გაუსვამს თქვენს ქალურ ფორმებს, დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ კანის სიმკვრივე და აბრეშუმისებრი ბზინვარება. პროდუქტის გამოყენება რეკომენდებულია შხაპის შემდეგ ნოტიო კანზე. ის განკუთვნილია სხეულის მოდელირებისთვის. მნიშვნელოვნად მატებს კანს სიმკვრივესა და ელასტიურობას. სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს ცხიმოვან კვალს. 

Vinosculpt  Lift & Firm Body Cream  250 ml

გაზაფხულის სურნელების ნამდვილი აფეთქება თქვენს კანზე – სწორედ ასე შეიძლება გადმოვცეთ ნატურალური კომპონენტებით მდიდარი, ვინოსკულპტის ლოსიონის არომატები. სხეულის გამამკვრივებელი საცხი შეიცავს ყურძნის წიპწის დამატენიანებლ ექსტრაქტს, ასევე შის ხის ზეთს ეფექტის გახანგრძლივებისა და კანის დამშვიდებისთვის. ყურძნის პოლიფენონი და ირისის ექსტრაქტი ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოდევნის კანის ზედა შრეებში დაგროვებულ მავნე ნივთიერებებს და გაზრდის სხეულის სიმკვირვეს. პროდუქტი უსაფრთხოა ორსულებისთვისაც და გამოიყენება სხეულის 4 ზონაზე: ხელებზე, მკერდზე, მუცელსა და დუნდულოებზე. როგორც ბრენდის მიერ ჩატარებულ დამოუკიდებელ კვლევებში ვკითხულობთ, პროდუქტის აქტიურად მოხმარების 28 დღის შემდეგ სხეულის გარშემოწერილობა 1 ზომით მცირდება!

Draining Organic Herbal Teas 30 G

ორგანიზმიდან შლაკების გამოდევნის პროცესი შესაბამის დეტოქს საშუალებას მოითხოვს. დაივიწყეთ საეჭვო წარმომავლობის პროდუქტები და ენდეთ გამოცდილ, ორგანულ ფორმულებს. „კოდალი“-ს 100 % ნატურალურ კომპონენტებზე დამზადებული სურნელოვანი ჩაი წითელი ყურძნის, შავი კენკრის, მოცვის, ფორთოხლის ცედრისა და კარიტის სასიამოვნო არომატებითაა მდიდარი. ის მიღებისთანავე განიჭებთ კომფორტის შეგრძნებასა და სიმსუბუქეს. ისიამოვნეთ ჩაის სმის რიტუალებით დღის მანძილზე და აჩუქეთ საკუთარ თავს მოხდენილი სილუეტი. პროდუქტი ფლობს შესაბამის ხარისხის ნიშანს და აღიარებულია წამყვანი სპეციალისტების მიერ. 

ხშირად ვამბობთ, რომ ქალად ყოფნა დიდ ბედნიერებასთან ერთად, მუდმივი ბრძოლაა. ბრძოლა სტანდარტების, დამკვირდებული პარამეტრებისა და საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ. დღეს ყველამ ვიცით, რომ საკუთარი გარეგნობის მიმღებლობით იწყება მასზე ზრუნვის და სიყვარულის პროცესი, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს გაჯანსაღების, სხეულის კონტურების დახვეწის თუ ჩვენს წარმოდგენაში არსებულ სილუეტთან მიახლოების პროცესს. ზრუნვა არის განგრძობითი, ყოველდღიური სვლა მეტამორფოზისკენ.. რაც უფრო მეტად ვიცვლებით, მით მეტად ვხდებით საკუთარი თავი. ასეა ნებისმიერ სეზონზე, ნებისმიერ დროსა და ადგილას. #ამარტაგირჩევთ საკუთარ სხეულზე მუშაობის პროცესი გახადოთ მაქსიმალურად საინტერესო და სასიამოვნო. ეს ნაკლები სტრესის ხარჯზე მიგიყვანთ სასურველ შედეგამდე. 

PSP.GE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top