A t h é n a ï s
მეფის დიდი სიყვარული და თანამედროვე ქალურობა

10.03.26
ცნობილმა ბრენდმა Parfums de Marly კიდევ ერთი ახალი, ენერგიით დამუხტული სუნამო წარმოადგინა, სახელწოდებით Athénaïs. ეს სახელი შთაგონებულია ლუი XIV-ის დიდი სიყვარულით, ხელოვნების მფარველის ათენაის დე მონტესპანით, რომელიც თავისი უბადლო ქარიზმით, შემოქმედებითობით, მახვილგონიერებითა და მბრძანებლური ბუნებით გამოირჩეოდა. ახალი არომატი სწორედ მისი ამბის თანამედროვე გამოძახილია და ეძღვნება ქალებს, რომლებიც თამამად გამოხატავენ საკუთარ უნიკალურობასა და მათი პიროვნების სხვადასხვა წახნაგს.

Parfums de Marly-ს დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ჟიულიენ სპრეჩერი, თავისი ახალი ქმნილებით ისტორიასა და დღევანდელ ქალურობას შორის უხილავ ძაფს აბამს. სუნამოს კონცეფცია მომაჯადოებელ დუალობაზეა აგებული და განასახიერებს ქალურ ენერგიას, რომელიც ერთდროულად იდუმალი, თავისუფალი და მბრწყინავია.
დასაწყისში ის ძალიან ხალისიანი და ციტრუსოვანია, ძირითადად ბერგამოტის, იუზუსა და ნეროლის დამსახურებით. ცოტა ხანში, ეს ენერგიული სურნელი უფრო ნაზ, ყვავილოვან არომატში გადადის, სადაც ჟასმინი და ფორთოხლის ყვავილი დომინირებს. ბოლოს კი, როცა სუნამო კანზე ჯდება, რჩება ძალიან თბილი და ტკბილი შლეიფი — ვანილის, ქარვისა და ტონკას მარცვლის ნაზავი, რომელიც დიდხანს ნარჩუნდება და სასიამოვნო შეგრძნებას ტოვებს.

ეს შემოქმედებითი დაძაბულობა და კონტრასტი იდეალურადაა ასახული ფლაკონის დიზაინზეც, რომელიც ნაზი ვარდისფერი და ენერგიული ნარინჯისფერი ტონებით არის გაფორმებული. ვიზუალურ კამპანიაზე, რომელიც ფერების აფეთქებითა და დინამიკური სილუეტებით გამოირჩევა, ფოტოგრაფებმა სოფია სანჩესმა და მაურო მონჯიელომ იმუშავეს.

ახალი 75 მილილიტრიანი მოცულობის Eau de Parfum შეძენა უკვე პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ ლუტეციაში შეგიძლიათ.
