ესპანური კოსმეტიკური პრემიუმ ბრენდი უკვე საქართველოშია

19.01.2025

La Cabine – ესპანური კოსმეტიკური ბრენდი, უკვე ფართოდ არის წარმოდგენილი და ხელმისაწვდომი ქართულ ბაზარზე კომპანია Velvess-ის პლატფორმის საშუალებით, რომელიც აღნიშნული ბრენდის გარდა აერთიანებს ათამდე ევროპულ სახისა და ტანის მოვლის საშუალებებს.

La Cabine სპეციალიზირდება კანის მოვლის მაღალკონცენტრაციის შემცველ პროდუქტებზე – სახის კრემები, ამპულები, შრატები, გამწმენდი საშუალებები. ბრენდის ძირითადი ამოცანაა სახის კანის პრობლემების გადაჭრა – აკნე, ღრმა დატენიანება, შავი ლაქები, პიგმენტაცია, კანის სიწითლე, ასაკობრივი ცვლილებები.

წლებთან ერთად La Cabine-ის ძირითადი ფოკუსი გახდა ეფექტური და მაღალი კონცენტრაციის პროდუქტები, რომლებიც მომხმარებელს სახლში პროფესიონალური დერმატოლოგიური შედეგით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევენ.

La Cabine-ის ფორმულები შეიცავს მაღალ დოზირებულ აქტიურ ინგრედიენტებს, როგორიცაა ჰიალურონის მჟავა, ნიაცინამიდი, ვიტამინი C და სხვა, რაც მათ აქტიურ შედეგებს სთავაზობს მომხმარებელს ყოველდღიურ რუტინაში.  ბრენდის მრავალფეროვანი ასორტიმენტის და მისი სამედიცინო/კლინიკური მიდგომის საფუძველზე, ბრენდი პოპულარულია როგორც დერმატოლოგებს შორის, ისე მომხმარებლებში.

ბრენდი არ ატარებს ტესტირებებს ცხოველებზე, ის მუდმივად ცდილობს გაიაროს ტესტირებები და კვლევები ხარისხის მონიტორინგის მიზნით. La Cabine-ი ფლობს საერთაშორისო სერტიფიკატებს, მათ შორის აქვს ოქროს მედალი AEPI-სგან.

როგორც La Cabine-ის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ , ბრენდის შეძენა შესაძლებელია კომპანია ველვეს-ის პლატფორმიდან – www.velvess.ge

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top