24.11.25
Messika დაარსების 20 წელს აღნიშნავს და ამ თარიღს შთამბეჭდავი მაღალი იუველირიის კოლექციით აგვირგვინებს, სახელწოდებით „Terres d’Instinct“. ეს ახალი თავი ნამიბიის ფესვებიდან იღებს სათავეს და სამხრეთ აფრიკის ლანდშაფტების, ველური ბუნებისა და ელვარე სინათლის ჰიმნს წარმოადგენს.
კოლექციის ინსპირაცია ვალერი მესიკას (Valérie Messika) ნამიბიაში მოგზაურობისას ეწვია. უსაზღვრო სივრცეების წიაღში, ხელუხლებელ ბუნებასთან და დრამატულ კონტრასტებთან შეხვედრამ დიზაინერის ხედვა ახლებურად ჩამოაყალიბა. კალაჰარის მინერალური ციმციმიდან ნამიბის ცეცხლოვან დიუნებამდე, გეპარდის გრაციიდან ლომის დიდებულებამდე — თითოეული ქმნილება ემოციისა და თვითგამოხატვის საზღვრებს არღვევს..
Terres d’Instinct-ის პირველი თავი რამდენიმე ორიგინალურ სეტს აერთიანებს და თავისუფალი სტილის მანიფესტად იშლება:
Mirage (მირაჟი): უდაბნოს ინსპირაციით შექმნილი ეს ხაზი მოძრაობაში გაყინულ მირაჟს ჰგავს, სადაც ფორმები რბილდება და რეალობა ოცნებას ერწყმის.

Kalahara: ქვისა და ქარის სტიქია. ოქროსა და ბრილიანტების სინთეზს აგვირგვინებს 35-კარატიანი ყვითელი ბრილიანტი, რომელიც უდაბნოს მზეს განასახიერებს;

Fauve (მტაცებელი): ლომის ძალა. ოქროს ზედაპირზე დატანილია მტაცებლის კლანჭის კვალის იმიტაცია, რაც ნაკეთობას განსაკუთრებულ სიმკაცრესა და ხასიათს სძენს.

Zebra (ზებრა): კონტრასტების ჰარმონია. ზებრას ზოლებით შთაგონებული გრაფიკული დიზაინი, სადაც შავი ონიქსი და ბრილიანტები მკვეთრ გეომეტრიულ ფორმებს ქმნის.
