როცა კოსმეტიკა ხელოვნებად იქცევა

TAMBURINS

22.11.25

სამხრეთ კორეის სილამაზის ინდუსტრია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციურია, სადაც ესთეტიკა კულტურის განუყოფელი ნაწილია. თუმცა ბრენდმა Tamburins Perfume ტრადიციული საზღვრები გაარღვია და კოსმეტიკის სრულიად ახალი, ხელოვნებით შთაგონებული ხედვა შემოგვთავაზა. 2017 წელს დაარსების დღიდან, ბრენდმა K-beauty-ს თაყვანისმცემლებში ნამდვილი აჟიოტაჟი გამოიწვია. მათი სავიზიტო ბარათი არტისტული სტილი და ხელის კრემების კოლექციაა, რომელიც უფრო მეტად მაღალი მოდის აქსესუარს ჰგავს, ვიდრე უბრალო თავის მოვლის საშუალებას.

Tamburins-მა ერთგული მიმდევრების არმია თავისი მხატვრული დიზაინითა და კრეატიული მარკეტინგული სვლებით მოიპოვა, სადაც მოდა და ხელოვნება ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. ბრენდის გამორჩეული ნიშანი გენდერულად ნეიტრალური დიზაინი და მინიმალისტურ შეფუთვაში მოქცეული საკულტო პროდუქტებია — სუნამოები თუ ხელის კრემები, რომლებიც სეულში უკვე Must Have ნივთებად ითვლება.

განსაკუთრებით საინტერესოა მათი მიდგომა საცალო ვაჭრობისადმი, რაც ბრენდის შიდა სტრუქტურაშიც ვლინდება. წარმოიდგინეთ, რომ 20-კაციანი გუნდიდან 14 ადამიანი ექსკლუზიურად მაღაზიის არტ-ინსტალაციებსა და ბრენდის ვიზუალურ მხარეზე მუშაობს, ხოლო კვლევისა და განვითარების (R&D) ლაბორატორია და პარფიუმერები ცალკე ჯგუფს წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ, Tamburins საუკეთესოდ აღიწერება არა როგორც კოსმეტიკური კომპანია, არამედ როგორც კრეატიული ხელოვანების ჯგუფი, რომლებიც ხელოვნების ნიმუშებს ქმნიან — უბრალოდ ისე მოხდა, რომ ეს ნიმუშები კოსმეტიკაა.

სწორედ ამ იდეებს ეხმიანება ბრენდის ბოლო გამოფენაც, სახელწოდებით solace: a handle of comfort (შვება: ერთი მუჭა კომფორტი). დამთვალიერებელს ადგილზე გიგანტური ადამიანის არტ-ინსტალაცია ხვდება, რომლის შთამბეჭდავი ვიზუალი ბრენდის სულიერებასა და იდენტობას ეხმიანება და მომხმარებელს კამპანიის ნარატივის ნაწილად აქცევს.

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top