Vivienne Westwood-ის თამამი სამკაულები

20.11.2025

ვივიენ ვესტვუდისთვის (Vivienne Westwood) სამკაული არასდროს ყოფილა მეორეხარისხოვანი დეტალი. ჯერ კიდევ 1971 წელს, როდესაც მან კინგს როუდზე საკუთარი ბუტიკი გახსნა, საოცარი ნამუშევრების შექმნა დაიწყო, რომლებიც მოდისა და სამკაულის ზღვარზე იდგა. ეს იყო პერიოდი, როდესაც მაისურებზე ჯაჭვები ეკიდა და ქათმის ძვლებით თამამი სიტყვები ეწერა: Perv, Fuck, Rock და ა. შ.

სწორედ ეს იყო დასაწყისი მისი გამორჩეული საიუველირო სტილისა, რომელიც პანკით დაწყებული, პასტელური ფერებით დასრულებული, ყველა მიმართულებას მოიცავდა. შეიძლება ითქვას, ვესტვუდის ხელში სამკაული გახდა თამამი, სახალისო, უშიშარი და აგრესიული ობიექტი. 

ვესტვუდის მიერ ამ მედიუმის სიყვარული ახალი წიგნის, „ვივიენ ვესტვუდი და სამკაული“ (Vivienne Westwood & Jewellery, გამომცემელი Thames & Hudson) მთავარი თემაა. მოდის კრიტიკოსი და წიგნის ავტორი, ალექსანდერ ფიური (Alexander Fury) აღნიშნავს: „გამჭოლი ინგლისური ქინძისთავები; მარგალიტის ყელსაბამები და ელიზაბეტური პორტრეტებით ინსპირირებული საყურეები, მონობის ჯაჭვები, სადო-მაზოხისტური ქინძისთავებიანი კორსეტები და ძაღლის საყელოები; გვირგვინები, მედლები და ძვირფასი ქვებით მოჭედილი სამეფო ნივთები… ვივიენ ვესტვუდის სამკაულების „ლექსიკა“ ისეთივე გამორჩეული და მყისიერად ამოსაცნობია, როგორც მისი სამოსი“.

წიგნის ათი თავი პატივს მიაგებს იმ სამკაულებს, რომლებმაც ვესტვუდის სტილი განსაზღვრა — მარგალიტებიდან ბაფთებამდე, DIY („გააკეთე შენით“) ფილოსოფიიდან memento mori-ს კონცეფციამდე. 

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top