აჭარის ხელით ნაქსოვი ისტორიები

07.10,2025
Kilometre.Paris-ში ქსოვილების ძაფებს მიღმა გაღვიძებული ხელობა, იმ ადამიანების მოგონებებმა გააცოცხლა, რომელიც მუდამ ჩვენი ისტორიის ნაწილად დარჩებიან. ამ ისტორიების გზაზე კი მათი ოსტატობა ქსოვილებსა და მასალებს სცდება და მათ ამბებში ჩანს.
ალექსანდრა სენსის (Alexandra Senes) მიერ დაარსებული Kilometre.Paris მოდისა და ცხოვრებისეული წესების გამავრცელებელი ბრენდია. ეს პროექტი მსოფლიოს გარშემო ადგილობრივ ხელოვანებთან თანამშრომლობით კულტურული მემკვიდრეობისა და უნიკალური ხელსაქმის პოპულიზაციას უწყობს ხელს.


Kilometre.Paris-ში მდგრადი განვითარების ერთგულება ქსოვილებსა და მასალებს სცდება, საიდუმლო კი სწორედ იმ ხალხის მოგონებებია და მათ მიერ საგულდაგულოდ შესრულებულ საქმეებშია. ეს პროექტი, აჭარის მთებში, სწორედ ამ იდეაზეა დაფუძნებული. ბოტანიკოსმა და „გარდენია შევარდნაძის“ დამაარსებელმა, ზურაბ შევარდნაძემ, ტრადიციული ნაქარგების შესანარჩუნებლად იქ მაცხოვრებლები Kilometre.Paris-ის გუნდთან დააკავშირა. მისი და მელექ ქათამაძის დახმარებით იმ ხელოვანი ქალების ჯგუფის გაცნობა გახდა შესაძლებელი, რომლის საქმიანობაზეც დღეს უნდა გიამბოთ. „თიბისი“ ბანკის მხარდაჭერით პროექტმა საჭირო რესურსი მოიპოვა და რეგიონის მემკვიდრეობის ხელახლა გაცოცხლება შეძლო, ქალთა ჯგუფის ტრადიციული ოსტატობა და უნარები კი მათ სამსახურად გადაიქცა. ეს ისტორია დიდი ხნის გამხმარ ნიადაგში ნაყოფის დათესვას, შემდეგ კი საბოლოოდ, მისი აყვავებით ტკბობას ჰგავს.


სოფო კიკვაძე, თიბისი კონცეპტის მარკეტინგის ხელმძღვანელი: „თიბისი კონცეპტისთვის Kilometre Paris-ის პროექტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. კოლექციაში გამოყენებული ნაქარგები შექმნილია აჭარელი ქალების მიერ, ტრადიციული მეთოდებით და მცენარეული საღებავებით. ეს უნიკალური ხელოვნება არა მხოლოდ ესთეტიკურ ღირებულებას ატარებს, არამედ კულტურულ ისტორიას გადმოსცემს და ხაზს უსვამს საქართველოში არსებულ განსაკუთრებულ ცოდნასა და ოსტატობას. მსგავსი ტრადიციებისა და ხელობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია როგორც კულტურული მემკვიდრეობისათვის, ასევე სრულად შეესაბამება თიბისი კონცეპტის ბრენდის სტრატეგიას“.
ნაქარგის ენა და სიმბოლიკა
ქართული ნაქარგი ძველ და გადავიწყებულ ანბანს ჰგავს, სადაც თითოეულ სიმბოლოს თავისი მნიშვნელობა აქვს: აქ ყვავილები ნაყოფიერებასა და ახალ სიცოცხლეს გამოხატავს, ჯვრები დაცვით ფუნქციას ასრულებენ, სპირალები კი დროის სვლას გვიჩვენებენ. ქალებისთვის, რომლებიც ამ ნაქსოვებს ჰქმნიან, ეს ნამუშევრები მათი ცხოვრების ერთგვარი დღიურები და მგზამკვლევებია. ყველა ნიმუში მოგონებითაა სავსე. თითოეული ძაფის მოქარგვით, ისინი ძველ და მივიწყებულ ტექნიკებს აღვიძებენ. მელექის ხელმძღვანელობით, ჯგუფი ახალ მოსწავლეებს უზიარებს დიზაინს და შეასწავლის ხელობას, რომელიც ოდესღაც საოჯახო სკივრებში იყო დამალული. ეს ნამუშევრები
არა მხოლოდ ლამაზი ორნამენტები, არამედ განაცხადია, იმისათვის, რომ პატივი ვცეთ ამ ხელობას და ფანტაზიას, რომელიც მუდამ აერთიანებდა მთის ძალასა და მის პოეტურ სილამაზეს. ქარგვის დროს თითქოს წარსული კვლავ ჩურჩულებს, თითქოს ყოველი ნემსი წარსულის კარს აღებს, ყოველ ქსოვილზე დატანილი დიზაინი კი მოგონებებს აღვიძებს.



ბუნებრივი საღებავები და წინააღმდეგობის ფორმა
ბუნება და ტრადიცია საღებავის ქვაბში ერთდროულად იხარშება. ფერები მცენარეებისგან მიიღება. ინდიგოდან დაწყებული ხახვის ფურცლებით დამთავრებული, ყველა გამოყენებული საღებავი მცენარეულია და ადგილობრივად იკრიფება. ეს გადაწყვეტილება ეკოლოგიურ ბალანსს მიაგებს პატივს და მკაფიოთ ასახავს იმ მდგრადი განვითარების ფილოსოფიას, რომელიც ღრმად არის ამ ადგილას ფესვგადგმული.
ასე ვთქვათ ფერების პალიტრა წვიმის, ნიადაგისა და მზის მეშვეობით იქმნება. მცენარეული საღებავების გამოყენების მიზეზი ბუნებისადმი პატივისცემა და ბალანსის წესის დაცვაა. მოკრიფო მხოლოდ ის, რაც გჭირდება, დახარჯო ცოტა და სანაცვლოდ დააბრუნო ცოდნა და ამაგი. ამგვარად, ეთიკა და სილამაზე ერთმანეთშია ნაქსოვი. შალი არა მხოლოდ მიმზიდველია, არამედ ამ ადგილის, დროისა და ვალდებულების მტკიცებულებაა. ეს გვიჩვენებს, რომ მდგრადობა შეიძლება იყოს ადგილობრივი და პირადი და არა მხოლოდ აბსტრაქტული იდეა.
დღესდღეობით სწრაფი ინდუსტრიული წარმოება ადგილობრივი ხანგრძლივი და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებას აფერხებს. ძველი ტრადიციების აღდგენით კი სწრაფი მოდის განვითარებას ვეწინააღმდეგებით. ადგილობრივი ქალები ამ პროცესებს ტრადიციებში სიახლის შემოტანით პასუხობენ. ისინი კულტურული ღირსების აღდგენასთან ერთად ოჯახებს ფინანსურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, რითაც ამტკიცებენ, რომ ტრადიციის ცოცხლად შენარჩუნება არა მხოლოდ ნოსტალგია, არამედ ყოველდღიური პრაქტიკული ქმედებაა.
მათი სახელოსნოების სიწმინდე პროდუქციისთვის დათმობილ დროსა და დეტალებზე ორიენტირებაშია და არა აჩქარებით შექმნილ უსასრულობაში. მათ მიერ მშვიდად და რუდუნებით შესრულებულ
სამუშაოში სიჯიუტეა, ხელების დინჯი აჯანყება, რომლებიც უარს აცხადებენ ტრადიციების მივიწყებაზე.

Kilometre.Paris – ისტორიების აღმოჩენა და მათი გავრცელება
Kilometre.Paris-ი ამ პროექტის მთხრობელი და მხარდამჭერია. მისი დამფუძნებელი, რეპორტიორი და შემოქმედებითი
დირექტორი ალექსანდრა სენსი, თავს ჩვეულებრივ მოდის დიზაინერად არ მიიჩნევს, არამედ იმ ადამიანებისა და ამბების
მედიატორად, რომელიც ტრადიციების, ხელობისა და ადგილების ცოცხლად შემონახვას უწყობს ხელს. ის ხშირად ეძებს ისეთ კავშირებს, რომლებიც ადგილობრივ ნიჭს გლობალურ ინტერესად აქცევს. აჭარაში კი მათი შემოქმედების გზები გაერთიანდა.
Kilometre-ის სტილი აჭარული დიზაინისგან განსხვავდება, თუმცა რეგიონის გეოგრაფიული იდენტობა და მისი უნიკალურობა იდეალურად ერწყმის პარიზის თანამედროვე და მოდერნისტულ სტილს. ამ გზით ნამუშევარი აერთიანებს წარსულსა და აწმყოს, ლეგენდასა და ეკოსისტემას.




BLEU DE TRAVAIL – ახალი ტილო
BLEU DE TRAVAIL არის ჩვენი წარსულის ტილო, რომლის ჟილეტის ნაქარგი ილუსტრატორმა სესილია ფორტეზამ შექმნა, მისი შთაგონება კი 1900-იანი წლების შუა პერიოდის საფრანგეთის მუშათა კლასის ფორმები იყო. სესილიამ ქართული კულტურა საკუთარ ხელოვნებას შეაზავა. თბილისის დაარსების ლეგენდის ინსპირაციით მან ტილოზე ლეგენდარული ცხოველები ამოქარგა. ისინი ამ ლეგენდის ძალისა და ისტორიის შესახებ ჰყვებიან. მისი ნამუშევრების ცენტრში კავკასიური ფოცხვერია გამოსახული, რომელიც გვახსენებს, რომ სილამაზეს დაცული სახლი სჭირდება. ამგვარად სესილის ჟილეტი მეტია, ვიდრე უბრალოდ სამოსი, ის ძაფით დაწერილი წიგნია.






საზღვრებს მიღმა კავშირები
ეს თანამშრომლობა მოძრაობს უცნაური მარშრუტებით, როგორც კალათები ქვეყნიდან ქვეყანაში რომ გადადის. ორმოცმა ქალმა ხელით მოქსოვა თითოეული კალათი და ყოველ მათგანში საკუთარ ფანტაზიაში საქართველოც ჩააქსოვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროდუქტები მაროკოშია დამზადებული, თბილისის სული მათში მკაფიოდ ჩანს. ეს კი მაგალითია იმისა, რომ კონტინეტთაშორის ტრადიციების გაზიარება მათი მნიშვნელობის დაკარგვის გარეშეც შესაძლებელია.
ეს პროექტი თიბისი კონცეპტისა და Kilometre Paris-ის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. ხელნაკეთი მოსასხამები თიბისი კონცეპტის საკოლექციო მაღაზიაში, მარჯანიშვილის 7-შია განთავსებული და მისი შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუმცა რაოდენობა ლიმიტირებულია. ამ ნივთებს ალექსანდრა სენსი პარიზში მოდის კვირეულის ფარგლებში წარადგენს. პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი ეკა ენუქიძე გახლდათ. მისი სწორი ხედვა და მიზანდასახულობა უმნიშვნელოვანესი იყო მის განსახორციელებლად.
ქეთი მაჭავარიანი