მამაკაცების სახის მოვლის რუტინა

29.09.2025

მითია, რომ მამაკაცებს სახის, სხეულისა და თმის მოსავლელად ერთი, უნივერსალური, მულტიფუნქციური, ფაქტობრივად – სუპერგმირი საშუალება აქვთ. პირიქით, კანის მოვლის ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, სულ უფრო იმატებს იმ ბრენდების რიცხვი, რომლებიც მამაკაცებს სპეციალიზირებულ საცხებს სთავაზობს.

რატომ სპეციალიზირებულს? – იმიტომ რომ მამრობითი სქესის შემთხვევაში კანი უფრო სქელია, მეტად მიდრეკილი ცხიმიანობის და გაღიზიანებადობისკენ, რაც ბუნებრივია, მათ ხომ წვერის ტარება ან ხშირი პარსვა უწევთ?! ამავდროულად გაზრდილია ოფლიანობის რისკიც. ბიოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ თქვენს კანზე მორგებული რუტინა შეიდგინოთ და მას ზედმიწევნით მიყვეთ, მითუმეტეს თუ აკნესკენ მიდრეკილება გაწუხებთ.

#ამარტაგირჩევთ ბრიტანულ ბრენდ – ჰის/Heath

ბრენდის მიდგომა შემდეგია: მათ იციან თანამედროვე მამაკაცის ცხოვრების წესი, მოთხოვნები მუდმივად ცვალებად სამყაროში, სწორედ ამიტომ Heath მიზნად არა მხოლოდ თავის მოვლას, არამედ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას მოიცავს.

Heath. სახის დასაბანი Oil Control

დავიწყოთ დაბანის ეტაპით.  შავი ლავისა და გააქტიურებული ნახშირის ბიოდეგრადირებადი ნაწილაკები ნაზად აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს და დაბინძურების კვალს. C ვიტამინითა და მინერალებით მდიდარი ბრაზილიური პაპაიას ექსტრაქტი ეფექტურად ასუფთავებს ფორებს, რაც მას სისუფთავისა და სიგლუვის შეგრძნებას ანიჭებს. საშუალება ეფექტურად ებრძვის ბაქტერიების მიერ ანთებითი პროცესის დაწყებას, შესაბამისად, აკნეს ელემენტების წარმოქმნას.

გამოყენების წესი: დაიტანეთ პროდუქტის მცირე რაოდენობა ნოტიო კანზე და ნაზად დაიმასაჟეთ, შემდგომ ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით. გამოიყენეთ დილას და საღამოს. აქვს სასიამოვნო ლავანდის არომატი და პიტნის სიგრილე.

Heath. სახის დამატენიანებელი Oil Control

საყვარელი დამატენიანებლის ამ შეფუთვით წარმოდგენას, სავარაუდოდ, ყველა ქალი მოაწერდა ხელს. კომპაქტური, კომფორტული და რაც მთავარია – ეფექტური! ეს „ჰის“-ის სახის დამატენიანებელი საცხია. მსუბუქი საცხი ხელს უშლის ცხიმის ჭარბ გამომუშავებას და აქვს მატირების ეფექტი. შეიცავს ლიმონის მიტრის ექსტრაქტს, სალიცილის მჟავას და Dry-Flow TS-ს, რაც მყისიერად შთანთქავს ცხიმს, ამცირებს ბზინვარებას და ცხიმის გამოყოფას გამონაყარის თავიდან ასაცილებლად.

გამოყენების წესი: დაისხით ბარდის ზომის რაოდენობა ხელისგულზე და თანაბრად გადაანაწილეთ. ნაზად შეიზილეთ სახისა და კისრის ზონაზე წასასმელად.

Heath. საპარსი კრემი

თუ წვერს იპარსავთ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს. Heath საპარსი კრემი ამშვიდებს კანს და ამცირებს გაღიზიანებას, უზრუნველყოფს რბილ, სველ და გლუვ გაპარსვას, იცავს კანს გაჭრისა და გაწითლებისგან. გლიცერინის საშუალებით უზრუნველყოფს დატენიანებას.  Vitamin E, Glycerin, Symrelief® 100 Vitamin E, Glycerin, Symrelief® 100 შემადგენლობას გააჩნია ანთების შემამცირებელი, დამარბილებელი და დამცავი მოქმედება. ვეგანური პროდუქტი, არ შეიცავს პარაბენებს და სულფატებს, არაკომედოგენური, დერმატოლოგიურად ტესტირებულია.

გამოყენების წესი:

• გამოიყენეთ გაპარსვამდე

• გაანაწილეთ თანაბრად სახეზე

• გაპარსვის შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით

• რეკომენდებულია წასმა ხელით ან ფუნჯით • არ გამოიყენოთ თვალების გარშემო

Heath. გაპარსვის შემდგომი აღმდგენი

რაც არ უნდა იდეალური იყოს კრემი, პარსვის შემდგომი საშუალება აუცილებელია. აღმდგენი ბალმი ეფექტურად კვებავს და ატენიანებს კანს. პროდუქტში შემავალი ალოე ვერა და ჯინჯერი ხელს უწყობს მის სწრაფ აღდგენას და არ ტოვებს დაჭიმულობის შეგრძნებას.

Heath. სახის აღმდგენი შრატი

ადამიანის კანისთვის პარსვა – ტრავმაა, შესაბამისად, განსაკუთრებით რეკომენდებული აღმდგენი შრატი მათთვისაა, ვისაც აღნიშნული ხშირად უწევს. თუმცა ზოგადად, პროდუქტის შემადგენლობა იმდენად ანტიასაკობრივი, ანტისტრესული მოქმედებისაა, რომ ნებისმიერი ტიპის კანისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.

მელატონინი –  ყურძნის ბუნებრივი მელატონინი აღადგენს კანს ღამით და იცავს მას ოქსიდაციური სტრესისგან, რაშიც გამონაბოლქვი, სიგარეტის კვამლი და მტვერიც კი ითვლება.

ნიაცინამიდი – ძლიერი აქტიური ნივთიერება, რომელიც ასტიმულირებს ბუნებრივი ცერამიდების გამომუშავებას, რაც ხელს უწყობს კანის ბუნებრივი ბარიერის გაძლიერებას.

ბაკუჩიოლი – რეტინოლის ბუნებრივი ალტერნატივა. ანტიბაქტერიული აქტიური ნივთიერება, რომელიც ებრძვის აკნესკენ მიდრეკილებას და დაბერების ნიშნებს.

თუ საყვარელი ადამიანისთვის რუტინის შედგენაზე ფიქრობთ, ან თავად გადაწყვიტეთ „ჰის“-ის ბრენდის პროდუქტების დატესტვა, მათი პოვნა PSP.GE-ზე ან PSP-ს სააფთიაქო ქსელის დახლებზე შეგიძლიათ.

PSP

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

Scroll To Top