ზაფხულის შემდგომი მოვლა

30.08.2025

სექტემბერი ახალი წელია, ოღონდ ზაფხულის შემდეგ მოსული, ახალი მიზნებით და ბევრი სიახლით. დაგვეთანხმებით, რომ რეჟიმიდან სასიამოვნო „ამოვარდნა” ჩვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის ნამდვილად აუცილებელია, აი ფიზიკური დასვენება კი, რუჯთან, მზის აბაზანებთან, ქლორიან, ქვიშიან, მარილიან წყლებთან და სანაპიროებთან სიახლოვით გამოიხატება, რის შემდგომაც აღდგენა და მოვლის ახალი რუტინაა საჭირო. #ამარტაგირჩევთ პროდუქტებს, რომელიც ამ პროცესს გაგიმარტივებთ

SVR. გომაჟი Xerial

ფრანგული სიტყვა gommage „წაშლას“ ნიშნავს და გასაკვირი არ არის, რომ ამავე სახელის პროდუქტები, ე.წ ექსფოლიანტები ჩვენი კანიდან ნაზად აშორებენ მკვდარ უჯრედებს, რომელთაც ხშირად ვერც ვამჩნევთ, თუმცა ერთგვარ ბარიერს წარმოქმნიან თავის მოვლის საშუალებების შეწოვის და ზოგადად, კანის „სუნთქვის” პროცესში.

ზაფხულის შემდეგ ხშირად ვუჩივით კანის გამოშრობას, აქერცვლას, ერთგვაროვნების დაკარგვას, სწორედ ამიტომ SVR-ის გრანულებიანი გომაჟი განსაკუთრებით სასარგებლო გადაწყვეტილებაა.

მისი პატარა ნაწილაკები ნაზად ასუფთავებს ფორებს, ათანაბრებს ტექსტურას და უბრუნებს კანს ბუნებრივ სიგლუვეს. თანაც, გომაჟის შემდეგ სერუმები და კრემები ბევრად უკეთ შეიწოვება – კანი თითქოს მზად არის ახალი სეზონისთვის! მისი გამოყენება კვირაში ორჯერ სხეულის გაუხეშებულ ზონებზე (მაგალითად იდაყვებზე ან მუხლებზე) ან მთელ ტანზე შეგიძლიათ. არ დაგავიწყდეთ დატენიანება!

SVR. კრემი Topialyse

რადგან დატენიანებაზე დავიწყეთ საუბარი, უნდა გაგაცნოთ საშუალება, რომელიც რეკომენდებულია მთელი ოჯახისთვის, თან, სხეულისა და სახის მოვლისთვის. ტოპიალისის ხაზი მგრძნობიარე კანისთვის არის განკუთვნილი, თუმცა ასეთი საშუალებების გამოყენება ყველა ტიპის კანის მქონე ადამიანებს შეუძლიათ, რადგან ზაფხულის შემდგომ სხვადასხვა დისკომფორტს თითქმის ყველა ვუჩივით, ასე არ არის? მაგალითად, ზოგს არაერთგვაროვანი ფერი, ზოგს კი – მომატებული მგრძნობელობა გვაწუხებს. ეს საშუალება ჰიპოალერგიულია და არც პარაბერენს შეიცავს.

სახისა და ტანის კრემი აღადგენს კანის სტრუქტურას და აძლიერებს მის ბუნებრივ დამცველობით ფუნქციას. ატენიანებს კანს 48 საათის განმავლობაში, აქვს მსუბუქი, არაწებვადი ტექსტურა, ადვილად ნაწილდება და სწრაფად შეიწოვება. გამოიყენება ჩვილებისთვის, ბავშვებისთვის და დიდებისთვის. აქრობს დაჭიმულობის შეგრძნებას. საცხის შემადგენლობაშია ნიაცინამიდი და ომეგა 3-6-9, რის გამოც მარტივად და ხანგრძლივად ხსნის დისკომფორტის შეგრძნებას.

Martiderm, ჰიალურონის შრატი Originals Flash

კიდევ უფრო ექსტრა დატენიანებისთვის – ჰიალურონი! ესპანური ბრენდი „მარტიდერმი” მომხმარებლის საყვარელ ამპულებთან ერთად – შრატებს აწარმოებს, რომელთა მოქმედების შემჩნევაც პირველივე გამოყენებიდან შეგიძლიათ. სწორედ ასეთია კომპანიის დაპირება. მაგალითად, ჰიალურონის სერუმის მომენტალური შედეგი, არა მხოლოდ კანის მყისიერი დატენიანებაა, არამედ დაღლილი იერსახის მოხსნაა.

ჰიალურონის შრატი თანამედროვე კოსმეტოლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აქტიურ ინგრედიენტად ითვლება. მისი სიკეთეებია:

  • ღრმა დატენიანება – ჰიალურონის მოლეკულა უნიკალური თვისებით გამოირჩევა: შეუძლია წყლის დიდი რაოდენობის შეკავება, რაც უზრუნველყოფს კანის ოპტიმალურ ტენიანობას;
  • კანის ტექსტურის გაუმჯობესება – რეგულარული გამოყენება ამცირებს წვრილი ხაზებისა და ნაოჭების გაჩენას;
  • ელასტიურობის შენარჩუნება
  • ბარიერული ფუნქციის გაძლიერება

ჰიალურონის შრატის გამოყენება რეკომენდებულია როგორც დილას, ისე საღამოს რუტინაში. ის არაფოტოსენსიტიური და არაალერგიულია.

Martiderm. თმის ცვენის ამპულა 28 ცალი

ამბობენ, რომ შემოდგომით დაწყებული თმის ცვენა ბუნებრივი პროცესი, უფრო სწორად – ევოლუციური მონაპოვარია; არა, ფოთოლცვენა და თმის ცვენა არ არის კავშირში.. უბრალოდ, ჩვენს წინაპრებს ათეულობით ათასი წლის წინ, მზის გულზე თავის დასაფარად არც ქუდი და არც მისი ალტერნატივები გააჩნდათ, სწორედ ამიტომ, თმა ბუნებრივად უსქელდებოდათ, აი შემოდგომით კი – უთხელდებოდათ. ჰო, ეს თეორია მართლაც არსებობს, თუმცა ჩვენ ხელს არ გვაძლევს და ამ პროცესის შეჩერებას ვაპირებთ.

პირველ რიგში, „მარტიდერმის“ ამპულებით 28 დღიანი კურსის ჩატარება შეგვიძლია. თითოეული შეფუთვა გაჯერებულია თმის ზრდის ფაქტორებით, რომლებიც ებრძვიან თმის ცვენის სხვადასხვა ტიპს (ანდროგენეტიკური ალოპეცია და ტელოგენური ეფლუვიუმი). მოხმარება ძალიან მარტივია, უბრალოდ გამოიყენეთ კვირაში რამდენჯერმე, დავარცხნილ თმაზე – დაბანამდე, შეიზილეთ თითის ბალიშებით თმის ძირებში და გაიჩერეთ რამდენიმე წუთის მანძილზე.

Martiderm. თმის ცვენის შამპუნი

ამპულების მაქსიმალური შედეგისთვის შესაბამისი ხაზის შამპუნიც უნდა გამოიყენოთ, თუმცა ამ უკანასკნელის სიკეთით მაშინაც ისარგებლებთ, თუ დამოუკიდებლად ჩასვამთ რუტინაში.

პროდუქტს გააჩნია ცხიმის მარეგულირებელი და კერატოლიზური ეფექტი, რომელიც აუმჯობესებს სკალპის სტრუქტურას, აძლიერებს თმის ბოჭკოებს. შემადგენლობაშია თმის ზრდის ფაქტორი 3GF და სალიცილის მჟავა. მისი ფორმულირების წყალობით, ის მკურნალობს ცხიმის მიერ წარმოქმნილ დისბალანსს, ამავე დროს, ხელს უშლის სკალპის აქერცვლას. ასტიმულირებს თმის ზრდას და ხელს უშლის თმის ცვენას.

სექტემბერს მართლაც ახლავს სიახლეებისთვის მზაობა, კარგი დასაწყისების და უკეთესი გაგრძელებების მოლოდინი. ხშირად, მცირე აღმოჩენები ყველაზე მეტად გვიხალისებს დღეს, ამიტომ თუ ახალი პროდუქტების დატესტვას გადაწყვეტთ PSP-ს სააფთიაქო ქსელის ფილიალებში, ან PSP.GE-ზე გელით.

PSP

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

Scroll To Top