უსაფრთხო რუჯი არ არსებობს!

გაიცანი კანის მაშველები PSP-სგან

15.07.2025

ცოტა ხნის წინ, 90-იანების საკულტო სერიალის, „მაშველების“/ Baywatch-ის სცენებს მოვკარი თვალი და ნოსტალგიურ განწყობასთან ერთად, კითხვები შემომაწვა. სანაპიროზე ნელი სირბილი, ნიავისგან დრამატულად გაშლილი თმა, ოკეანის შხეფები და წითელი საცურაო კოსტიუმები გასაგებია, მაგრამ SPF სად არის? რატომ არასდროს მოუწოდებია პამელა ანდერსონის გმირს მზისგან დამცავის გამოყენებისკენ? ან დევიდ ჰეზელჰოფი თუ ვინმეს გადარჩენას მართლა ფიქრობდა, მზისგან დამწვრობის არიდებას რატომ არ ეცადა? ნამდვილი მაშველები ხომ შენ ჯანმრთელობაზე აუცილებლად უნდა ზრუნავდნენ?! ზუსტად ისე, როგორც PSP-ს სააფთიაქო ქსელის ახალ კამპანიაშია. ბრენდის საკომუნიკაციო გზავნილი მკაფიო, შესაძლოა სილამაზის ინდუსტრიისთვის შედარებით უსიამოვნო, თუმცა გულწრფელია „უსაფრთხო რუჯი არ არსებობს”.. გაიხსენეთ ბუშტუკები, აქერცლილი კანი, პიგმენტური ლაქები და კვალად დარჩენილი წვრილი ნაოჭები… ჰო, მზის უსაფრთხო აბაზანები მართლა არ არსებობს. კამპანიამ პრობლემაზე კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა და გამოსავალიც თავად შემოგვთავაზა. ჯერ აჭარაში ჭრელ ქოლგებიანი სანაპირო ზოლი შექმნა, შემდეგ ცნობიერების ამაღლებისთვის ყველა პლატფორმა გამოიყენა. ჰოდა, ვუერთდებით ამ საინტერესო გზავნილს და SPF-ებს ამჯერად #ამარტაგირჩევთ

CAUDALIE VINOSUN

კოდალი ფრანგული დახვეწილობის, ეფექტურობისა და ფუფუნების ნაზავია. Vinosun-ის  გამის ყველა პროდუქტი შემდეგი ღირებულებების გარშემო ერთიანდება: სწრაფად შეიწოვება, არ აცხიმიანებს კანს, ატენიანებს მას. შეიცავს ყურძნის წყალს, ვიტამინ E-ს და ისეთ ძლიერ ბუნებრივ ანტიოქსიდანტს, როგორიც – პოლიფენოლია. როგორც ბრენდის გზავნილში ვკითხულობთ „გვსურდა შეგვექმნა პროდუქტები მთელი ოჯახისთვის. სუფთა ფორმულებით, ეფექტური მოქმედებით და რაც მთავარია – გარემოზე ზრუნვით“. ამბობენ, რომ ყველა ფრანგი გოგოს ჩანთაში MUST HAVE სწორედ კოდალის SPF-ია.

SVR SUN SECURE SPF

მზისგან დამცავი სპექტრის განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა SVR, რომლის რიგებშიც აუცილებლად ნახავთ სასურველ პროდუქტს, იქნება ეს ბიფაზური ზეთი, სპრეი თუ ფლუიდისებრი საცხი. თითოეული მათგანი უზრუნველყოფს მაღალი დონის SPF50+ დაცვას UVA, UVB, ხილული სინათლისა და ინფრაწითელი სხივებისგან.

ასევე, SPF 50+ იდეალურია მაშინ, როცა ძალიან თეთრ კანზე ვსაუბრობთ და სანაპიროზე განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ.

მსუბუქია, არაკომედოგენური (ანუ არ იწვევს გამონაყარს, არ ახშობს ფორებს) და იდეალურია მგრძნობიარე კანისთვის. სხვათაშორის, არც შემაწუხებელ თეთრ კვალს ტოვებს და ბონუსად წყალგამძლეა!  ჩვენ თუ გვკითხავთ, მთელ SUN SECURE ხაზს შვებულების სურნელი აქვს, ამიტომ SPF სპრეის მისტი ვერსია, ჯიბით დაგვაქვს.

GAMARDE. მზისგან დამცავი ემულსია სახე და სხეული SPF30

„გამაღდე“-ს მომხმარებელი ძალიან ესთეტიურ, მსუბუქ, სუფთა ფორმულების მოყვარულ ადამიანად წარმოგვიდგენია. აი ისეთად, ორგანული, მინერალებით გაჯერებული პროდუქტები რომ მოსწონთ. კანის ტიპი? – რეაქტიული, შესაბამისად, ნაზი და ეფექტური ინგრედიენტების საჭიროებით. „გამაღდე“-ს რიგებში როგორც ჩვეულებრივ საცხებს, ასევე ემულსიებს შეხვდებით. მაგალითად SPF 30-ით უზრუნველყოფს როგორც A, ასევე B ტიპის ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვას;  გარდა ამისა, ატენიანებს კანს და გამოიყენება როგორც სახეზე, ასევე სხეულზე. განახლების საჭიროება ცურვის ან ჩამორეცხვის შემთხვევაშია, რადგან ის არა მხოლოდ იცავს კანს, არამედ ამშვიდებს მას.

ZIAJA. მზისგან დამცავი ტანის ლოსიონი SUN SPF20
გარუჯვის შემდგომი გელი

სხვათა შორის, ამ და სხვა ბრენდებთან ერთად, PSP-ს მაშველების რიგებში ისეთ ხელმისაწვდომ და ძალიან ეფექტურ ბრენდებს შეხვდებით, როგორიც პოლონური „ზიაია“-ა. შეგახსენებთ, რომ მისი მზის ხაზი მთელი ოჯახისთვის გამოიყენება (მათ შორის ბავშვებისთვის) და რეკომენდებული არა მხოლოდ სანაპიროზე, არამედ ყოველდღიური გამოყენებისასაც არის. ის SPF-ის დონით  – SPF 6-დან 50+-მდეა ხელმისაწვდომი, გამდიდრებულია შის კარაქით, პროვიტამინ B5-ით და წყალგამძლე ფილტრებით.

კიდევ ერთხელ გვინდა შევუერთდეთ ჩვენი მეგობრების არაჩვეულებრივ გზავნილს „უსაფრთხო რუჯი არ არსებობს“. ნამზეურის ეფექტი ხანგრძლივი, დროში განგრძობითი დაზიანებაა და მისგან თავდაცვისთვის PSP.GE-ს ან ფიზიკურ ფილიალებს უნდა ეწვიოთ.  ჯანმრთელობას გისურვებთ!

PSP

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

Scroll To Top