POLO RALPH LAUREN

10.06.2025

Polo Ralph Lauren 1967 წელს დაარსდა და მალევე იქცა preppy სტილის სიმბოლოდ – სპორტული იერსახის და მაღალი მოდის სრულყოფილი შერწყმით. ბრენდის იდენტობის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს უნარი, შეათავსოს ყოველდღიური ტანსაცმელი დახვეწილ დიზაინთან. ისეთი საკულტო ნივთები, როგორიცაა პოლოს პერანგი, ნაქსოვი სვიტერები და ბლეიზერები, უკვე მრავალი წელია რჩება ამ ბრენდის მოყვარული როგორც ქალის, ისე მამაკაცის გარდერობის ძირითად ნაწილად.

ბრენდის საკულტო Check ქსოვილი — კრემისფერი, შავი, წითელი და Polo Ralph Lauren ქართულ ბაზარზე 2023 წელს გამოჩნდა. პირველი მაღაზია თბილისში, სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“ გაიხსნა, სადაც მამაკაცის ხაზია წარმოადგენილი. გახსნის დღიდან ბრენდს საქართველოში მრავაფეროვანი და ერთგული მომხმარებელი ყავს, რომელსაც ავთენტური ამერიკული სტილი იზიდავს და ყოველ ახალ კოლექციას დიდი ინტერესით ელის.

2025 წლის უახლესი გაზაფხული-ზაფხულის მამაკაცის კოლექციის ინსპირაცია ფრანგული რივიერა და ჰემპტონსია, რომელიც სანაპირო ელეგანტურობასა და მსუბუქ სტილს აერთიანებს. ტანსაცმელი შესრულებულია „სუნთქვადი” მასალებით, როგორებიცაა ტილო და თხელი მატყლი, რაც სრულ კომფორტს უზრუნველყოფს. ფერების პალიტრა კი მოიცავს მზისგან გაცვეთილ, ნეიტრალურ ტონებს.

აღნიშნული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია და მომხმარებელს შეუძლია მას „სითი მოლი“-ს პრემიურ სივრცეში არსებულ მაღაზიაში გაეცნოს.

ფოტო: ხათო კოხრეიძე

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top