
13.05.2025
ყველაფერი 10 წლის წინ, გულწრფელი სურვილით დაიწყო – ქართველი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო გერმანული პრემიუმ კლასის ბრენდების LIEBHERR-ისა და MIELE-ს საოჯახო და პროფესიონალური ტექნიკის შეძენა საქართველოში. საქართველოს ბაზარზე პრემიუმ ბრენდების ცნობადობის გაზრდა, განვითარება და თითოეულ მომხმარებლამდე თუ კომპანიამდე ინფორმაციის სწორად მიწოდება, ჩვენთვის დიდი გამოწვევა იყო
ჩვენი ისტორია მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე, პატარა, ბუტიკური სტილის მაღაზიის – ბრენდების პირველი შოურუმით დაიწყო, რომელიც ამ ათწლეულის განმავლობაში სოლიდურ კომპანიად ჩამოყალიბდა გაყიდვების, სერვისის, მარკეტინგისა და ლოგისტიკის დამოუკიდებელი მიმართულებებით. დღეს ჩვენს მომხმარებელს უკვე განსხვავებულ შოურუმს ვთავაზობთ, სადაც შესაძლებელია სასურველი ტექნიკის შეძენამდე თავად გამოსცადოს თითოეული პროდუქტის ფუნქციონალი და ხარისხი; მიიღოს გამორჩეული მომსახურება და სერვისი, რომელსაც ჩვენი ოჯახური გარემო ქმნის.
კომპანიის ამჟამინდელი სივრცე საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენი ერთგული მომხმარებელი მრავალი საინტერესო პროექტით გავანებივროთ, რომელთა შორისაა MIELE & MODA-ს პროექტი, კულინარიული მასტერკლასები და ,,MIELE და კულინარიული ნარატივები’’.
კომპანიის მიზანია, „ზიგი“ დარჩეს იმ ნდობისა და ხარისხის ნიმუშად, რომელიც 10 წლის წინ დავიწყეთ და დღემდე ჩვენთან ერთად ვითარდება; ამაში დიდი წვლილი ჩვენი გუნდის თითოეულ თანამშრომელს მიუძღვის, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი.
კომპანიის სამომავლო გეგმების ჩამონათვალი ვრცელია – ბევრი სიახლით, ახალი პროექტებითა და სივრცეებით; ვგეგმავთ სერვისის კიდევ უფრო განვითარებას და დახვეწას, რათა უფრო მეტი კომფორტი შევუქმნათ მომხმარებელს.
ნინო კომახიძე, დამფუძნებელი და დირექტორი