თავის მოვლის ფრანგული ხრიკები

Merci, Caudalie

20.04.20255

სილამაზის ფრანგული სტანდარტები წლებია, რაც მთელ მსოფლიოს აღაფრთოვანებს. ვთანხმდებით, რომ ესთეტიკის განსაკუთრებული შეგრძნებებით დასაჩუქრებულმა ერმა თავის მოვლა, ცხოვრების სტილი და ხარისხი განსაკუთრებულ სიმაღლეზე აიყვანა. ეს ყველაფერი, დაახლოებით ასე ჟღერს:

Less is more

ნაკლები – მეტია, ანუ დახვეწილობის საიდუმლო არა გადამეტებულ კონსიუმერიზმზე, მძიმე მაკიაჟსა და მონდომებაზე გადის, არამედ ზედმეტი მონდომების გარეშე გაკეთებულ ვარცხნილობაზე, მბზინავ კანსა და წითელ ტუჩსაცხზე.  გენეტიკურ კოდად ქცეულ არისტოკრატიას სწამს, რომ თავდაჯერებულობას ის მცირე, ყოველდღიური ძალისხმევა გვაძლევს, რასაც საკუთარი თავის მოვლა-განვითარებაში ვდებთ.

ღვინო მხოლოდ სასმელი არ არის

ლეგენდარული შატოებით ცნობილი ქვეყანა ყურძენს ყველანაირი დატვირთვით იყენებს. მიირთმევს მას, როგორც ხილს, აყენებს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ღვინოს და რა თქმა უნდა, სრულად ითვისებს ამ ნაყოფის ანტიოქსიდანტურ თვისებებს.

კანის მოვლაინვესტიციაა

გასაკვირი არ არის, რომ ფრანგული ფარმაცია გამორჩეულად მრავალფეროვანია. ქვეყანაში კანის მოვლა ხელოვნების დონეზეა აყვანილი; ამიტომ, სწორედ აქ გაჩნდა პირველი ბრენდი დერმატოკოსმეტიკის მიმართულებით, აქ მოღვაწეობდა პირველი ქალი ფარმაცევტი და შეიქმნა პირველი აფთიაქი, ისეთი დატვირთვით, როგორითაც დღესაც გვხვდება.

ასაკის მატებაეს ბუნებრივია

დაკვირვებიხართ, რომ ფრანგები აფასებენ საკუთარ ნაოჭებს? ჭაღარებს? არ ცდილობენ მათ დაფარვას. ირგებენ მათ როგორც ასაკის მატების სიმბოლოებს, შესაბამისად, იღებენ სიამოვნებას გავლილი ცხოვრების ნაკვალევით და მათ სწორად მოვლაზე ზრუნავენ.

პარფიუმისიმბოლოა და არა აქსესუარი

Last but not least, ფრანგული პარფიუმის სურნელი არ არის დანამატი საკუთარ გარეგნობაში, ეს არის რიტუალურად შერჩეული პროდუქტი, რომელიც ხაზს უსვამს შენს იდენტობას, განიჭებს უნიკალურ არომატს, რომელიც ყველა შემხვედრისთვის-შენთან ასოცირდება. თხრობის ლოგიკური გაგრძელება – Caudalie-ს, ძალიან ნაცნობი, მართლაც საკულტო ფრანგული ბრენდის გამორჩეული ხაზის – Vinoperfect-ის მიმოხილვაა. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ყურძნის ანტიოქსიდანტური თვისებების გამო, შემადგენლობის ბაზას სწორედ ვინიფერინი წარმოადგენს.

ქაფი Vinoperfect 100 მლ

რუტინის პირველ საფეხურზე, კანის იდეალური გასუფთავებისთვის დასაბან ქაფს გირჩევთ. მის დასახელებაში არსებული Micropeel-იც მიგვანიშნებს, რომ პროდუქტი სახის კანიდან მკვდარი უჯრედების AHA აქერცვლის, ანუ ნაზ მეთოდს ირჩევს. შესაბამისად, ყოველდღიურად პილინგის მსუბუქი პროცედურები თქვენს კანს თანაბარ ფერს და ბზინვარებას მიანიჭებს. ქაფის შემადგენლობაშია ყურძნის წყალიც, რომელიც განსაკუთრებული დამატენიანებელი და დამამშვიდებელი მოქმედებით გამოირჩევა.

Vinoperfect გლიკოლის ნიღაბი

რუტინის გაწმენდის საფეხურზე კიდევ ერთი პროდუქტი იქნება საინტერესო – გლიკოლის ნიღაბი. რა თქმა უნდა, მისი გამოყენება ყოველდღიურად არ ხდება, თუმცა იდეალურ შედეგს კვირაში ორჯერ წასმის შემთხვევაშიც მიიღებთ. როგორც იცით, გლიკოლი AHA-ს ტიპი (ალფა ჰიდროქსი მჟავა) ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ექსფოლიანტია და ფაქტობრივად ყველა იმ პროდუქტის შემადგენლობაში გვხვდება, რომელიც კანის ბზინვარებისა და თანაბარი ტონისთვის არის განკუთვნილი. გამოყენების წესი: დაიტანეთ ნიღაბი მშრალ კანზე კვირაში 2-ჯერ, მოარიდეთ თვალის კონტურს, დაიტოვეთ 10 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით. არ არის რეკომენდებული მგრძნობიარე კანისთვის.

მარეგულირებელი შრატი Vin-prf 30 4325

სრულფასოვანი რუტინა წარმოუდგენელია შრატის, ან თუ გნებავთ – სერუმის გარეშე. ეს კონკრეტული პროდუქტი სამუდამოდ დაგავიწყებთ პიგმენტურ ლაქებს, რადგან ის ვინიფერინის ანტიოქსიდანტური თვისებებით აღიავებს მათ. გამოიყენება როგორც სახის, ასევე კისრის და დეკოლტის ზონაზე.

გამაღიავებელი შრატი შესამჩნევად ამცირებს მზის ზემოქმედების, დაბერების, აკნეს, ორსულობისა და ლურჯი შუქის გამო გამოწვეულ მუქ ლაქებს. მას C ვიტამინის არაგამაღიზიანებელი ალტერნატივის სახელითაც კი მოიხსენიებენ.

  • პიგმენტური ლაქები შესამჩნევად მცირდება (63%) 1 ბოთლის გამოყენების შემდეგ

ფორმულა:

  • 98% ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტები
  • არაფოტოსენსიტიური
  • ვეგანური

ღამის და დღის კრემი

კანის მოვლის რუტინის ბოლო ეტაპი – დატენიანებაა. სწორედ ამიტომ, კიდევ უფრო ძლიერი მოქმედებისთვის,Vinoperfect ხაზის დამატენიანებლები დღის და ღამის პროდუქტებად იყოფა.

დღის კრემი ვინიფერინთან ერთად ნიაცინამიდს შეიცავს. განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის და იდეალური ბაზაა მაკიაჟისთვის. როგორც მომხმარებლები აღნიშნავენ, გარდა ხავერდოვანი სტრუქტურის, განსაკუთრებით მოსწონთ მისი დამატენიანებელი თვისებები, რაც ბუნებრივ „გლოუს“ ანუ ბზინვარებას ანიჭებს კანს. დერმატოლოგიურად ტესტირებული პროდუქტი არაკომოდოგენურია, ამიტომ აკნესკენ მიდრეკილ კანზეც შეგიძლიათ მისი გამოყენება.

რაც შეეხება ღამის კრემს, ის პაპაიას ენზიმებს და გლიკოლის მჟავას შეიცავს, რაც 62-ჯერ ზრდის მის ეფექტურობას პიგმენტურ ლაქებთან ბრძოლაში. დადებითია მისი სტატისტიკა მელაზმას და ფოტოდაბერების შემცირების მიმართულებით. ეს კონკრეტული საცხიც – ყველა ტიპის კანისთვის არის რეკომენდებული.

Caudalie-ის ბრენდი სეფორას CLEAN -ანუ სუფთა კატეგორიაში ერთ-ერთი ბესტსელერია. მისი შეძენა საქართველოში, PSP.GE ან PSP-ს სააფთიაქო ქსელის აფთიაქებში შეგიძლიათ.

PSP

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

Scroll To Top