რა ვაჩუქო? #ამარტაგირჩევთ

28.02.2025

გიფიქრიათ, როდიდან იღებს სათავეს საჩუქრის გადაცემის, ჩუქების ისტორია? ჩვენ დღეს ზუსტად ამ კითხვამ შეგვაწუხა და გადავწყვიტეთ პასუხი თქვენთან ერთად მოგვეძებნა. რა თქმა უნდა, ისტორიას არ ახსოვს, ზუსტად როდის გადაწყვიტა ადამიანმა, რომ სხვისთვის დადებითი ემოციის, პატივისცემის, დაფასების და სხვა გრძნობების გამოსახატად პატარა ჯილდო, ან ლამაზად შეფუთული ნივთი გამოეყენებინა, თუმცა ის რაც დანამდვილებით შეგვიძლია დავადასტუროთ, მსგავსი იდეები ჩვენს წინაპრებს ჯერ კიდევ პრეისტორიულ ხანაში აწუხებდათ. ფანტაზიიდან და ყოველდღიური საჭიროებებიდან გამომდინარე, საჩუქრებად იქცეოდა: ძვირფასი ქსოვილები, უცნაური ფორმისა და ფერის ქვები, ნელსაცხებლები და არც მეტი და არც ნაკლები – ფრინველის ბუმბულიც კი. ადრესატი ხან პარტნიორი, საყვარელი ადამიანი, მეგობარი, ოჯახის წევრი, ხანაც სათაყვანებელი არსება, ან ღმერთი იყო.

თუ წყაროებს ვენდობით, რომაელებს მიეწერებათ საჩუქრის ჩუქების ტრადიციად ქცევა, რამაც საბოლოოდ შობის პერიოდში დაიმკვიდრა თავი, თუმცა დღეს ამაზე აღარ ვისაუბრებთ. ისტორიის ფურცლებიდან მხოლოდ იმის დამტკიცება გვსურდა, რომ ადამიანები მუდმივად ვიყავით ერთი სურვილით შეპყრობილი – უკეთ გამოგვეხატა ჩვენი გრძნობები, რისთვისაც სხვადასხვა ფორმას ვეძებდით.

3 და 8 მარტს საჩუქრის ჩუქება ტრადიციის ძალიან ლამაზი სახეა, სწორედ ამიტომ, გაგაცნობთ ბრენდს, რომელიც არჩევნის გაკეთებას გაგიმარტივებთ. Heathcote & Ivory ბრიტანული სილამაზის კომპანიაა, რომელიც 2000 წელს,  ბრიტანეთში, კერძოდ – ლონდონში დაფუძნდა. ინგლისური არისტოკრატიზმის გამოხატულება არა მხოლოდ პროდუქციის ხარისხში, არამედ შეფუთვებშიც იგრძნობა. მასზე უმუშავიათ ისეთ დიზაინერებს, რომელიც არიან: William Morris, Sara Miller, Cath Kidston.

Heathcote And Ivory.  ხელის კრემი და ტუჩის ბალმი Sara Miller

სარა მილერის დიზაინით შექმნილი ეს ნაკრები, ნამდვილ გაზაფხულს მოიყვანს! გარდა არაჩვეულებრივი ბრენდინგისა, პროდუქტები ცალკე აღნიშვნის ღირსია. ნებისმიერი ადრესატი სიამოვნებით მიიღებს ისეთ პრაქტიკულ საჩუქრებს, როგორიც ტუჩის ბალზამი და ხელის კრემია.

გაითვალისწინეთ, რომ ჰიგიენური ტუჩსაცხი ქოქოსისა და ტკბილი კარამელის არომატით გამდიდრებულია ბუნებრივი ინგრედიენტებით, რომლებიც ხელს უწყობენ ტუჩების დატენიანებასა და დაცვას.

Heathcote And Ivory. ფრჩხილის მოვლის ნაკრები Vintage and Co

ეს კონკრეტული ნაკრები იდეალური იქნება ზამთრის სიცივეების შემდგომ გამომშრალი, შედარებით გაუხეშებული ხელებისთვის, რადგან როგორც მისი მოვლის, ასევე ნუნის კრემსა და ქლიბსაც შეიცავს. 

ხელის საცხი გამდიდრებულია ისეთი დამატენიანებელი ინგრედიენტებით, როგორიცაა: ტკბილი ნუშის ზეთი, ვიტამინი E და შის კარაქი, რაც ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი კომპონენტია. კუტიკულების კრემი თავის მხრივ აგარიდებთ თავიდან ნუნების გამოშრობასა და სწრაფ ზრდას. როგორც შეფუთვიდან ხვდებით, ხაზის მთავარი შთაგონება ვინტაჟია, სწორედ ამიტომ პატერნი მეორდება როგორც ყუთზე, ასევე თითოეული პროდუქტზეც.

Heathcote And Ivory, აბაზანის ნაკრები Flower of Focus

გზავნილი, რომელსაც ეს ნაკრები ატარებს შემდეგია „იგრძენი თავი უკეთ, უკეთესად გამოგივა, უკეთესი იქნები!“ – ნამდვილი აფირმაცია! ეს ყველაფერი განსაკუთრებით მას გაახარებს, ვისთვისაც სხეულის მოვლა – თერაპიულია, რადგან ნაკრების შემადგენლობაშია: ტანის დასაბანი, დამატენიანებელი კრემი, აბაზანის არომათერაპია .

ფორმულები  შეიცავს როზმარინის ზეთს, ანტიოქსიდანტურ გინკგოს ფოთლის ექსტრაქტსა და აიურვედაში ცნობილ წმინდა ბაზილიკის (ტულსი) ექსტრაქტს – მცენარეებს, რომლებიც ცნობილია ენერგიისა და კონცენტრაციის გამაძლიერებელი თვისებებით.

როგორც ჰესკოტი და აივორიში აცხადებენ, ხაზის სახელი შემთხვევითი არ არის, მისი მოხმარებისას თქვენ კონცენტრაციის გაძლიერება, სიმშვიდე და სხეულთან ჰარმონია უნდა იგრძნოთ.

Heathcote And Ivory. ტანის ნაკრები Cath Kidston

და ბოლოს, კეს ქიდსტონის არაჩვეულებრივი დიზაინით შესრულებული შეფუთვები უნდა გაგაცნოთ, რომელიც ბამბის ნაყინის, ღრუბლის ქულისა და სიფაფუკის ასოციაციებს აღძრავს. როგორც არტისტმა ამ ხაზს უწოდა „საკარნავალო დღესასწაულია“.

სასაჩუქრე ნაკრების შემადგენლობაში შემავალი პროდუქტები ნებისმიერი ტიპის კანისთვისაა რეკომენდებული, ამიტომ ადრესატის გულს ადვილად მოიგებთ. თან პროდუქტები ყოველდღიური საჭიროებებისაა: ტანის დასაბანი გელი, ტანის დამატენიანებელი, ხელის პირსახოცი.

ფორმულები შეიცავს გლიცერინს, შიის კარაქს, ფორთოხლის ყვავილის ექსტრაქტს და მადისაღმძვრელი, ფსტის ნაყინის სურნელითაა გაჟღენთილი.  

თუ სიახლეს ეძებთ და ეთიკური, საინტერესო ბრენდის ჩუქება გადაწყვიტეთ  –  გასათვალისწინებელია, რომ ჰესკოტი და აივორის პროდუქტები 100%-ით ვეგანური და Cruelty Free-ია. ასევე, PSP-ს სააფთიაქო ქსელში საგაზაფხულო დღესასწაული დაიწყო, რაც საუკეთესო ფასდაკლებებით არის წარმოდგენილი! ასე რომ, აჩუქეთ მას ვინც გიყვართ, აჩუქეთ ის, რაც უყვარს.

PSP

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

Scroll To Top