16.01.2025
ავტომობილის შექმნის ისტორია და მისი განვითარება, დასავლური კულტურის ან თუ გნებავთ კაპიტალისტური სამყაროს ყველა მძლავრ ტენდენციას ირეკლავს. თავისთავად, ავტომობილიც, უკვე დიდი ხანია გაცდა მხოლოდ გადაადგილების საშუალებას. ის ადამიანისთვის უკიდურესი კომფორტის, სისწრაფის, პრაქტიკულობის ერთობლიობას წარმოადგენს. ყველა ამ კომპონენტის ხარისხი კი პირდაპირპროპორციულად განისაზღვრება იმ სამარკო ნიშნით, რომელსაც ავტომობილი ეკუთვნის.
სწორედ ასეთია Lexus-ი და მისი ახალი Lexus GX – ავთენტური ოფ-როუდერის ლუქს გარდასახვა. მანქანის ყველგან მავალობის უსაზღვრო შესაძლებლობები ხშირად ამ ერთ სიტყვაში გამოიხატება ხოლმე – OFF ROAD. სრულიად ახალი Lexus GX-ის ნატიფი სახე და ხარისხი ავთენტურ ოფ-როუდ შესაძლებლობებთან ერთიანდება. რთული გზა, Lexus GX -ისთვის წინაღობას და დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს; პირიქით ის გამოწვევაა, რომელიც ავტომობილმა უნდა გადალახოს. ბუნებით ტკბობისა და პირადი კეთილდღეობის დასამშვენებლად შექმნილი და აღჭურვილი ავტომობილი, ყველაზე წრფელი, სანდო და დროული პარტნიორია ნებისმიერ გზაზე. ამ ავტომობილთან ერთად, ყოველი ახალი გზა, ახალი თავგადასავალია, უნიკალური გამოცდილება და კომფორტი, რომელსაც Lexus GX-ის დახვეწილი ინტერიერი ქმნის.
Lexus-ი საავტომობილო სამყაროში ხარისხის, კომფორტის, დახვეწილობისა და ფუფუნების ვიზუალიზაციაა. სრულიად ახალი GX კი, იდეალური ილუსტრაციაა იმ ფართო არჩევანის, რომელსაც Lexus-ის დღევანდელი ასორტიმენტი გვთავაზობს. ეს მოდელი ხელახლა განსაზღვრავს მომხმარებელთა მოლოდინებს ავთენტურ ოფ-როუდერთან მიმართებაში. შთამბეჭდავი ვიზუალი და ნებისმიერ რელიეფზე გათვლილი შესაძლებლობები, მოწინავე ტექნოლოგიების შეუფასებელ ოსტატობასა და Lexus-ის ყველა მოდელისთვის სახასიათო მართვის უპირატესობებთან ერთიანდება.
თავგადასავლების მოყვარულთათვის, ეს ავტომობილი ცხოვრების მუდმივი მეგზური გახდება. GX-ის თანდაყოლილი უნარია ნებისმიერი ტიპის სირთულის სავალი გზის მოთვინიერება, თან ისე რომ მაქსიმალურად გაითვალისწინოს გარემო ბუნებრივი ფაქტორები, გაუფრთხილდეს მას და აარიდოს ზიანი.
GX იდეალურია შეუსწავლელი ტერიტორიების ასათვისებლად, მგზავრობისას თავდაჯერებას ავტომობილში განცდილი კომფორტი ზრდის. მსოფლიოში არაერთია ისეთი ადგილი, რომლის თვალწარმტაც ბუნებას მისი ექსტრემალურობა განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის. სწორედ ასეთია ახალი ზელანდია, მიწა, რომელიც არაერთი ფილმის გადასაღებ მოედნად იქცა. GX-ის შესაძლებლობების სადემონსტრაციოდ ახალმა ზელანდიამ იდეალური პეიზაჟები და რთული მარშრუტები უზრუნველყო. თავისთავად ეს არის იმ ტიპის ავტომობილი, რომელიც გამოწვევებისა და თავგადასავლებისთვის არის შექმნილი, უმკლავდება ყველა სახის რთულ რისკს, ამავე დროს მისი ტექნიკური დეტალები ცდილობს მაქსიმალურად გაითვალისწინოს გარემოს, ავტომობილისა და ადამიანის ჰოლისტური ერთობა.
ამ ყოველივეს პირდაპირ პროპორციულად განსაზღვრავს მულტი-რელიეფური შერჩევითი სისტემა, რისი საშუალებითაც ავტომობილის მუშაობის ოპტიმიზაციაა შესაძლებელი, გადამრთველზე მხოლოდ ერთი შეხებით: ღრმა თოვლიდან – ტალახზე, ქვიშიდან – ქვაზე. მულტი-რელიეფური მონიტორის უნიკალური ფუნქცია ხედვის ვიზუალურ არეალს შთამბეჭდავად ზრდის. მისი წყალობით ხელმისაწვდომია მძღოლმა მანქანის გარშემო და ქვეშ სრული ხედი აღიქვას, იმისთვის რომ ექსტრემალურ სიტუაციებში თავდაჯერებულად და თამამად მართოს ახალი GX. Lexus-ი ნიშნავს ყოველი დეტალის მიმართ ფილიგრანულ სიზუსტეს, კომფორტს, დახვეწილობას, ხარისხსა და ყურადღებას.
ეს ყოველივე ცხადია პირდაპირპროპორციულად აისახება მძღოლისა და მგზავრის კეთილდღეობაზე. ამას მოწმობს ისეთი ფუნქციები, როგორიცაა სპეციალურად შემუშავებული უნატიფესი ტყავით გაფორმებული სავარძლები, მძღოლზე ორიენტირებული Lexus-ის „ტაზუნა“ კოკპიტი, საკონტროლო მექანიზმი და საინფორმაციო წყაროები, რომლებიც მოიმართება სწრაფი, ინტუიციური ოპერაციისთვის, გადასაადგილებელი პირობების მიუხედავად.
მათთვის, ვისაც კიდევ უფრო დიდი გამოწვები არ აშინებს და უფრო შორს სურს წასვლა, მათთვის GX Overtrail-ის მოდელია იდეალური. ის შემუშავებული და აღჭურვილია კიდევ უფრო ექსტრემალური გარემოს დასალაშქრად, ლუქს ხარისხისა და კომფორტზე უარის თქმის გარეშე. ამ მოდელის კონკრეტულად ოფ-როუდზე მიმართული ფუნქციები უფრო განიერ დგომას მოიცავს, რომლის სპეციალური 18 დუიმიანი დისკები ყველა რელიეფისთვის გათვლილი საბურავებით და გონივრული ელექტრონული შეჩერების სისტემითაა წარმოდგენილი. თავის მხრივ, კორპუსიც ადაპტირებულია, დეტალები კი ისეა გათვალისწინებული და მძღოლზე მორგებული, რომ მან თავიდან აიცილოს კონტაქტი ხეებთან, ბუჩქებთან, ქვებთან და სხვა ბუნებრივ წინაღობებთან.
სადაც არ უნდა იყოს თქვენი დანიშნულების ადგილი, თქვენთვის სასურველ ნიშნულამდე გასავლელი გზა, ყოველთვის მნიშვნელოვანი ხდება გამოცდილება, თავგადასავალი, სასიამოვნო მოგონება… Lexus GX კი მარტო ყოფნის დროს, მეგობრებთან თუ ოჯახთან ერთად სავალ გზაზე თქვენი ყველაზე ნამდვილი და სანდო პარტნიორი გახდება. გლუვ, სწრაფ გზებზე, თუ ველურ ბუნებაში ეს ავტომობილი ექსტრემალურ გამოცდილებას და კომფორტს თანაბარზომიერად განგაცდევინებთ. Lexus GX ყველაზე ნამდვილი და სანდო პარტნიორია, რომელიც მყისიერად და სარწმუნოდ რეაგირებს მძღოლის მიერ საჭის, მუხრუჭისა და აქსელერატორის გამოყენებაზე. ტექნიკური დეტალების უმაღლეს დონეზე დახვეწა მძღოლს ავტომობილზე კონტროლის უპირატესობას და თავდაჯერებულობას ანიჭებს გზის ნებისმიერ მონაკვეთსა თუ მომენტში.
ნენო ქავთარაძე