27.12.2024
ლერი დარსაველიძე, 15 წელზე მეტი ხნის კულინარიული გამოცდილებით, 2020 წლიდან თბილისის ცენტრში მდებარე Marriott Tbilisi-ის მთავარი შეფმზარეულია. მისი მუდმივი სწრაფვა სიახლეებისკენ და გემოების მრავალფეროვნება როემლსაც ის ქმნის, სტუმრებს ყოველთვის გაოცებულს ტოვებს. ტრადიციული ქართული გემოების თანამედროვე ტექნოლოგიასთან შეხამება მისი უნიკალური კულინარიული უნარია. სწორედ ამიტომ, მის მიერ მომზადებულ კერძებში ახალ გემოებს გასტრონომიული მემკვიდრეობის ელემენტები ერწყმის.
შეგახსენებთ, 2019 წელს, საქართველო ოფიციალურად გახდა Bocuse d’Or-ის ოჯახის ახალი წევრი და პირველად უმასპინძლა ქვეყანაში ნაციონალურ შესარჩევ შეჯიბრს. სწორედ ამიტომ იღებს საქართველო მონაწილეობას Bocuse d’Or ევროპის კონტინენტურ კონკურსში. ლერი დარსაველიძის პროფესიონალიზმი, 2019 წელს საქართველოში პირველად ჩატარებულ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ გასტრონომიულ ჩემპიონატზე Bocuse d’Or ნათლად გამოჩნდა. Bocuse d’Or Georgia-ს ფარგლებში, 100 ქართველი მონაწილიდან 8 შეირჩა, რომელთა კერძებიც ქართველი და უცხოელი შეფმზარეულებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურის წევრებმა შეაფასეს.
კაფე პარნასის განახლებული სეზონური მენიუ, რომელიც თქვენთვის სწორედ ლერი დარსაველიძემ შექმნა, გულგრილს არავის დატოვებს.