ნიშ პარფიუმერიის ცოცხალი კლასიკა
26.12.2024
მწერლობაში არსებობს ცნება „მაგნუმ ოპუსი“, რომელსაც ლიტერატურის კრიტიკოსები ავტორთა საუკეთესო ქმნილებას უწოდებენ. კინემატოგრაფში კონკრეტული ფილმი ითვლება „ჟანრის კლასიკად“. ზუსტად იგივე პრინციპით, თანამედროვე პარფიუმერიის სამყაროში Puredistance ნიშ პარფიუმიერიის „ცოცხალი კლასიკაა.“
თანამედროვე სამყაროში Puredistance Master Perfumes ექსკლუზიური ნიშ პარფიუმერიის სახლია, რომელიც ჰოლანდიაში 2002 წელს იან ეუდ ვოსის (Jan Ewoud Vos) მიერ დაარსდა. მისი მოკრძალებული ჩანაფიქრი შეექმნა კამერული პარფიუმერიის სახლი, რომელიც ექსკლუზიურობას და მარადიულ სილამაზეს თანაბარი წარმატებით გამოხატავდა, იანის ოცნების ორბიტას გასცდა და დღეს, ნიშ პარფიუმერიის სამყაროში Puredistance ნიშური სამყაროს ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა.
ბრენდმა თავისი პირველი სუნამო 2007 წელს შექმნა და პარფიუმერიის მძლავრ, მრავალფეროვან და კონკურენტუნარიან სამყაროში მალევე მოიპოვა წარმატება. Puredistance-ს „დასაბამიდან“ დღემდე 14 უნიკალური სუნამო აქვს შექმნილი. დღევანდელ სამყაროში, როცა „ხელოვნების ნიმუში მასობრივი რეპროდუცირებადობის ეპოქაში გადარჩენისთვის იბრძვის” წარმოუდგენლად რთულია უნიკალურად, თვითმყოფადად და განსაკუთრებულად დარჩენა. სწორედ ამიტომ, ნიშ პარფიუმერულმა სახლმა განსაკუთრებული სიფრთხილით შეარჩია ის მასტერ პარფიუმერები (Master Perfumers), რომლებმაც ნიუ-იორკსა და პარიზში, სხვადასხვა დროს Puredistance-ის ქმნილებები შექმნეს: Antoine Lie, Nathalie Feisthauer, Roja Dove, Cécile Zarokian, Annie Buzantian…
Puredistance-ის სუნამოები შექმნილია Pure Perfume Extrait-ით, მხოლოდ ძვირფასი ინგრედიენტების ბაზაზე. თითოეული სუნამო პერსონიფიცირებული მოვლენაა, თავისი ძლიერი ხასიათით, ავთენტურობით, ისტორიით და მისი ტარება ერთგვარი განაცხადია! ამგვარი ნიშ კონცეფციის პარფიუმის ხაზის, უფრო ზუსტად კი კოლექციის შექმნას ცხადია დრო სჭირდება. Puredistance-ს 20 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ უნიკალური ხელწერის და სულის „დიდებული XII-ის კოლექცია“ შეექმნა.
ამჟამად, Puredistance Master perfumes მსოფლიო ბაზარზე წარმოდგენილია სამი უნიკალური ხელწერის და კონცეფციის კოლექციით: MAGNIFICENT XII COLLECTION, CRYSTAL COLLECTION, PRIVATE COLLECTION.
MAGNIFICENT XII COLLECTION-ში შემავალი ნიშ პარფიუმები განსხვავებული და შთამაგონებელია, როგორც ინგრედიენტებით, ისე შექმნის ისტორიით, კონკრეტული ინსპირაციითა და პერსონალური გამოცდილებით. Puredistance 1, Papilio, M V2Q, Opardu, Black, White, Sheiduna, Warszawa, Aenotus, Gold, Rubikona, Puredistance No.12 – თითოეული მათგანი ექსკლუზიური დიზაინის, 17.5, 60 და 100 მლ-იან ფლაკონებშია წარმოდგენილი 48% პარფიუმის ექსტრაქტის კონცენტრაციით (Pure Perfume Extrait). სუნამოს დაპკურებამდე, მნახველს ემოციურ წინაპირობას დიზაინთან ერთად ფერებიც უქმნის: მწვანე, თეთრი, მეწამული წითელი, ლურჯი, შავი, ოქროსფრისა და ვერცხლისფრის გრადაციები ინგრედიენტებსა და სურნელოვან ნოტებშიც იკვეთება.
იან ეუდ ვოსი (Jan Ewoud Vos), ნიშ პარფიუმერიის სახლის შემქმნელი და დამაარსებელი საინტერესო ბიოგრაფიის პერსონაა. მისი ოჯახი, (დედა-ბალერინა, მამა ბიზნესმენი, ბაბუა-მღვდელი) ბავშვობის მოგონებები, ჩოგბურთით გატაცება, მაღალი მოდის და ხელოვნების სიყვარული, ესთეტიკისა და მშვენიერების ძიების თანდაყოლილი რუტინა Puredistance-ის თითოეულ ფლაკონში გამოიხატება. იანის ემოციები და მოგონებები, განწყობები და შეფასებები, რომელიმე ქვეყნის ან თუნდაც ერის მიმართ (Watszawa No.08) კონცეპტუალურ სიბრტყეზე, სუნამოს ინგრედიენტებად პარფიუმერებმა აქციეს. სწორედ ასეთ გამოცდილებას უკავშირდება Puredistance-ის პირველი სუნამოს შექმნაც.
Puredistance I ენი ბუზანტიანის (Annie Buzantian) პირველი ქმნილებაა Puredistance-ის ნიშ პარფიუმერიის სახლისთვის. თუმცა საწყის ეტაპზე პარფიუმერმა ეს სუნამო თავისთვის შექმნა ნიუ იორკში 2006 წელს. სუნამოს ინსპირაცია გრეის კელია, მშვიდი, დახვეწილი, ელეგანტური სილამაზე, რომელიც სისუფთავის მთელი სისავსით სუნამოში ვლინდება. კონკრეტული იმიჯი – შავკანიანი ქალი, თოვლიან კუნძულზე – Puredistance-ის დამფუძნებლის იან ეუდ ვოსის (Jan Ewoud Vos) და ენი ბუზანტიანის მთავარი შთაგონება გახდა. სწორედ ამიტომ, კონტრასტული ნოტები და განწყობები: თბილი და ცივი, რბილი და ხრაშუნა, ხილი და ყვავილები სუნამოს მაგისტრალურ ხაზად იქცა, რომელიც კონცეპტუალურად ერთ ფრაზაშია გამოხატული Understated Elegance.
Puredistance-ის ყველა პარფიუმი შედგება მაღალი ხარისხის ეთერზეთებისა და კომპონენტებისგან. MAGNIFICENT XII COLLECTION ბრენდის მაგისტრალური კოლექციაა, ის ყოველთვის მკაცრად განსაზღვრული, სიმბოლური რაოდენობის 12 სუნამოს აერთიანებს. ორი წლის ინტერვალით ამ კოლექციიდან ერთი სუნამო, იცვლება პარფიუმერების ახალი ქმნილებით. MAGNIFICENT XII COLLECTION-იდან „გამქრალი“ სუნამო Puredistance Private collection იდებს ბინას. ამ ეტაპზე აღნიშნულ კოლექციაში მხოლოდ ერთი სუნამოა ANTONIA.
სასაჩუქრე შეფუთვები, ჩანთით თან სატარებელი, თუ სამოგზაურო მინი ვერსიები, ლითონისა და ტყავის პარფიუმერიის სპრეის დამჭერები, დახვეწილობით, დიდი სიფრთხილითა და დეტალებისადმი ძლიერი სიყვარულით შექმნილი კომპონენტებია. ნიშ პარფიუმერიის სახლი მდგრადობის პასუხისმგებლობას მკაცრად იცავს: „ეს არის ჩვენი ელეგანტური და მარტივი წვლილი მსოფლიო ჭარბი წარმოების პრობლემის გადაჭრაში. ამ ტიპის გამოსავალი კი სრულად გამოხატავს ჩვენ დევიზს: „ნაკლები მეტია“. სწორედ ამიტომ, იან ევუდ ვოსის მიერ (Jan Ewoud Vos) მკაცრად გაწერილი მდგრადობის სტრატეგიით, Puredistanc-მა 20 წლის განმავლობაში მხოლოდ 14 სუნამო შექმნა. Puredistance-ს მიაჩნია, რომ უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს დრო სჭირდება ნელ-ნელა „ზრდისთვის”, რის გამოც ახალი სუნამო ერთწლიანი და ორწლიანი ინტერვალებით გამოდის. Puredistance-ის სასაჩუქრე ვერსიები, მათი დახვეწილი დიზაინი და შეფუთვა ცალკე აღნიშვნას იმსახურებს. თითოეული სასაჩუქრე სუნამოს ულამაზესი,დახვეწილი ყუთი მზადდება ხელით, მოჰყვება ავთენტურობის სერტიფიკატი და პირადად ბრენდის დამფუძნებლის იან ეუდ ვოსის მიერაა ხელმოწერილი.
ფუფუნების, ექსკლუზიურობისა და უნიკალურობის პირდაპირი გამოხატულებაა Puredistance-ის CRYSTAL COLLECTION. რომელიც ორ სხვადასხვა მასალისგან დამზადებულ სუნამოს შემნახველ შთამბეჭდავ ფლაკონებს აერთიანებს. Clear Crystal & Gold Swarovski X Puredistance სვაროვსკისთან კოლაბორაციით შექმნილი 17.5მლ. ნიშ პარფიუმერიის სპრეის შთამბეჭდავი 24 კარატიანი ოქროთი დამზადებული ფლაკონია, რომელიც ამავდროულად ტრენდული აქსესუარია და ე.წ. Crystal Column-ს წარმოადგენს. ის შექმნილია კონკრეტული სუნამოს შემნახველად, რომელშიც განსათავსებელ სუნამოს მომხმარებელი თავად ირჩევს Puredistance MAGNIFICENT XII COLLECTION-იდან.
Crystal&Steel Swarovski X Puredistance-ის შემთხვევაშიც იდენტური პრინციპი მოქმედებს, მხოლოდ მასალაშია განსხვავება და 17,5 მლ.ლიტრიანი სუნამოს მბრწყინავი ფლაკონი მაღალი ხარისხის გადამუშავებული ფოლადისგანაა შექმნილი. სვაროვსკის ხელნაკეთი ფლაკონები ხელმისაწვდომია შეზღუდული რაოდენობით. სერიული ნომრები ამოტვიფრულია თავსახურსა და სვეტის ბოლოში, რაც მის თითოეულ ნაწილს უნიკალურს ხდის.
Puredistance საქართველოში ექსკლუზიურად მხოლოდ „ლარომ ბუტიკ“-შია წარმოდგენილი. ეს არის ნიშ პარფიუმერიის ბრენდი, რომლის თითოეული სუნამოს თქვენ კანთან შეხება კონკრეტულ პერსონასთან ურთიერთობას მოგაგონებთ. ის ტემპერამენტითა და ხასიათით სრულად იჭრება თქვენს პირად სივრცეში, შინაგან სამყაროში, სამუდამოდ ცვლის ერთფეროვან და მოსაწყენ რუტინას, რადგან მისი ყოველდღიურად ტარება ახალი თავგადასავალია. ამის გამოძახილია მისი დამფუძნებლის იან ეუდ ვოს (Jan Ewoud Vos) სიტყვებიც: „ათასობით წლის მანძილზე ერთ ჭიქა კარგ ღვინოს, საინტერესო წიგნს და ხარისხიან პარფიუმს ცხოვრების ბნელი მხარეებისგან გასაქცევად იყენებდნენ; ასე რომ, მოდით და შეისუნთქეთ, შეიგრძენით და ისიამოვნეთ ამ მომენტით!”
ნენო ქავთარაძე