30.11.2024
ყველაფერი 1952 წელს ბარსელონაში დაიწყო, სადაც ახალგაზრდა, ენთუზიაზმით სავსე ფარმაცევტი ჟოზი მარტი დიდებულმა სურვილმა შეიპყრო – შეექმნა დერმატოლოგიური ფორმულა, რომელიც თავის მოვლას მეცნიერებასთან დააკავშირებდა. დარგის ღრმა ცოდნა მას დაეხმარა შეექმნა სწორედ ის პროდუქტები, რომლებიც ჯანმრთელობასა და სილამაზეს შორის სწორედ ასეთ ხიდს შექმნიდა. 1989 წელს, მან ინდუსტრიას რევოლუციური ამპულები შესთავაზა, რომელიც C ვიტამინისა და პროტეოგლიკანის საუკეთესო კომბინაციას წარმოადგენდა. პატარა აფთიაქიდან გლობალურ წარმატებამდე გზა საკმაოდ გრძელი და საინტერესო იყო, სწორედ ასე გახდა MartiDerm-ი ინოვაციების ნამდვილი პიონერი.
ტუჩის ბალმი Platinium
პლატინის სპექტრის ტუჩის ბალზამი დამატენიანებელი ინგრედიენტების ექსტრაქტებს შეიცავს. მის შემადგენლობაში შეხვდებით: აბუსალათინის და ზეითუნის ზეთებს, სოიოს ცილას და ისეთ ელემენტებს, რომლებიც ერთის მხრივ, კანის აქერცვლის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, მეორეს მხრივ კი, ტუჩებს მოცულობასა და ბზინვარებას ანიჭებს.
ლიფტინგის შრატი Black Diamond Absolute
თუ ჩვენსავით გიყვართ შრატები და ის თქვენი რამდენიმე საფეხუროვანი რუტინის განუყოფელი ნაწილია, ე.წ. შავი ბრილიანტის სერუმს გირჩევთ. თხევადი ემულსიის კონსისტენციის პროდუქტი რეკომენდებულია ნებისმიერი ტიპის კანისთვის, როგორც სახეზე, ასევე დეკოლტის ზონაზე. გააჩნია ლიფტინგის ეფექტი, მყისიერი დატენიანების და ხანგრძლივი მოხმარებისას. რა თქმა უნდა, საუკეთესო შედეგის მისაღებად, „მარტიდერმ“-ის ჰიალურონის მჟავის ამპულებთან ერთად გამოყენებაა სასურველი.
ფოტო დაბერების საწინააღმდეგო Platinum Ampoule
და რადგან ამპულები ვახსენეთ ფოტოდაბერების საწინააღმდეგოდ, ყველაზე ცნობილ კომბინაციაზე მოგიყვებით. Photo-Age HA + არის Photo-Age ამპულების ახალი დამატენიანებელი ვერსია. ეს არის C ვიტამინის, პროტეუმ 89+ და ახლა უკვე ჰიალურონის მჟავის კომბინაციის შედეგი. ის ადვილად შეიწოვება, ამცირებს ნაოჭებს და მნიშვნელოვნად არბილებს კანს. 5% ვიტამინი C-Tech, 3% Proteum 89+, დაბალი მოლეკულური წონის ჰიალურონის მჟავით, ანტირადიკალური კომპლექსით და აღმდგენი შემადგენლობით, ის იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის.
აღმდგენი კრემი Acni Over
დაგვეთანხმებით, რომ აკნეს მკურნალობის პროცესში მთავარი გამოწვევა – კანის გამოშრობა, გაღიზიანება და მგრძნობელობის მომატებაა. სწორედ ამ პრობლემისგან გასათავისუფლებლად მარტიდერმა გლიცერინისა და ნიაცინამიდის კომბინაციით სპეციალური საცხი შექმნა. პროდუქტი აქტიური ინგრედიენტებით აღადგენს კანის ბარიერულ ფუნქციას, არის არაკომოდოგენური, პარფიუმის გარეშე.
Smart Party ნაკრები
გარდა იმისა, რომ დღესასწაულების პერიოდში „სმარტ ფართი“-ს ნაკრები საკუთარი თავისთვისაც მშვენიერი შენაძენია, სასაჩუქრე ულამაზესი შეფუთვის გამო – ნაძვის ხის ქვეშაც არ იქნება ურიგო. ნაკრები 2 პროდუქტს შეიცავს: შრატს და თვალის ირგვლივ გამოსაყენებელ საშუალებას. კრემი წვრილი ხაზების შევსებასა და კონტურის გამოსწორებაზე ზრუნავს, ხოლო შრატს დაღლილობის ნიშნების მკვეთრი შემსუბუქება შეუძლია.
პიკს აღწევს ფასდაკლებების, სპეციალური შეთავაზებების პერიოდი. ეს ის დროა, როცა შოპინგის თერაპია განსაკუთრებით სასიამოვნო, თუმცა დამღლელია. სწორედ ამიტომ, არ დაგავიწყდეთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების შეძენა როგორც PSP-ს სააფთიაქო ქსელის ფილიალებში, ასევე ონლაინ, WWW.PSP.GE-ზე შეგიძლიათ.
კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი